ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა და მოხუცი ქალი დაშავდა. ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს. შემთხვევა ანჯაფარიძის 19 ნომერში მოხდა, რომლის მცხოვრებლების თქმითაც, შენობა ავარიულია. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი წელია დახმარებას სთხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მისული. "დაგვპირდნენ, რომ ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, გავაკეთებთო და ველოდებით რეაგირებას. ვიდრე რაიმე უბედურება მოხდება, სასწრაფოდ უნდა მიიღონ...
მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ თვითმმართველ ერთეულებს შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, რითაც არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ. ჩვენ გადავამოწმეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.marneuli.gov.ge), მისი ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის დონე კი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შევაფასეთ. როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, მარნეულის...
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. "ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგოსექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა“ ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს, უკვე, მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბორჯომელი მოსწავლეები ზაფხულში გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრებიან. ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლეებსა და მშობლებს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ პირადად გააცნეს. მერიის ინფორმაციით, ბანაკში 15 მოსწავლე და 3 მასწავლებელი 11 ივლისიდან 16 ივლისამდე დარჩებიან. მოსწავლეები გერმანელ, ლატვიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, პრეზენტაციასა და ჯგუფურ აქტივობაში....
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან სოფლებში სულ 4948 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მერიას აცნობა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გორის მერიის ცნობით, რეგიონში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 51 სოფელი სარგებლობს. სიაში ვერ მოხვდა ფლავი, ფლავისმანი და ქერე, რომელთა მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.
ლაშა კომახიძის ინიციატივით ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შემადგენლობა გაფართოვდა. მერიაში განახლებული შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს, მათ შორის: წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ბონი-გოროდოკისა და თამარის დასახლებებში; მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა; წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩაქვში; ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა და წყალარინების სისტემის მოწყობა; არდაგანის...
ქუთაისში საკონცერტო დარბაზის აშენებას ითხოვენ. ქალაქში არსებული მუსიკალური სკოლების დირექტორების განმარტებით, ამ ფუნქციას ნომერ მეორე სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ითავსებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, ბავშვებს, რომლებიც მუსიკალურ სასწავლებელში ცოდნას იღებენ, ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა თითქმის არ ეძლევათ. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს. "დამოუკიდებელი ტიპის საკონცერტო დარბაზი ეს არის ფილარმონიული საკონცერტო ცხოვრების განვითარების კიდევ ერთი...
ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მიკრორაიონში, N27 კორპუსთან, შიდა საგზაო სამუშაოები სრულდება. გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ამ ტერიტორიაზე, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი. სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.
"მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევასა და 2019 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში", -ზუგდიდის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო. კანონმდებლობის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო მომავალი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2019-2022 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის ჩართულობის მიზნით ტარდება შეხვედრები და კვლევები პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შესადგენად. ასევე, მუნიციპალიტეტი საინფორმაციო ქსელის მეშვეობით ითხოვს კონკრეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობასა თუ საჭიროებაზე წინადადებებისა...
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საბურთალოს გამგეობის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, საბურთალოს რაიონში, ქუჩებისა და ეზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. ასევე, მოეწყო ხუთი სკვერი. სამუშაოების ფარგლებში, რვა მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები, ოთხ მისამართზე კი, საყრდენი კედელი მოეწყო. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექვს მისამართზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ მისამართზე...
არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩენილი ახალი იარუსები, განათებული ქვაბულები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ვარძიის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ვარძიის კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, წელს უნდა დამთავრდეს. ამ პერიოდში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები, გასუფთავდა და დაემატა ახალი გამოქვაბულები. მათი რაოდენობა არსებული ქვაბულების დაახლოებით 20% –ს შეადგენს. კომპლექსის ზედა...
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელოში იყო ჩასული. დელეგაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად უმასპინძლა. რეგიონის გუბერნატორმა, დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში მეგზურობა გაუწია. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ზუგდიდის ტექნოპარკს...
ქუთაისში, იოანე პეტრიწის ქუჩის მე-2 ჩიხში, გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. ქუჩის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობამ გზის საფარის მოწესრიგების თხოვნით მერიას წერილობითაც მიმართეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "წერილში ეწერა რომ საკითხს შევიწავლითო, რა შესწავლა უნდა დაზიანებულ გზას არ ვიცი. წვიმიან ამინდში გზაზე საშინელი ტალახი დგება და აუტანელი სიტუაციაა", - ამბობს პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრები. ქუთაისის მერიაში...
წინა სტატია ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება; ადგილობრივ დონეზე კი - იზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. IRI-ს ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის, პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, მათივე ცნობით, კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ. "არც ისე დიდი ხნის...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ მუშაობენ ინსტიტუციები, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას გამოკითხულთა 43% დადებითად, უარყოფითად კი 47% აფასებს. გამოკითხვის თანახმად, ინსტიტუციების შეფასების მაჩვენებელი ასეთია: საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 84% აფასებს, არმიას - 83%, ქართული მედიის მუშაობა 68%-ს მოსწონს, პოლიციის - 50%-ს, განათლების სისტემა მოსწონს გამოკითხულთა 49%-ს, 43% დადებითად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას, ასევე, 43% აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისაც....
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. 12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს. გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა გრანტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ