წინა სტატია
ლენტეხის მერიის სამშენებლო რეგულირების განყოფილების უფროსი, მაიზერ ლიპარტელიანი, რომლის 71 წლის დედაც მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებს სისტემატურად "იგებდა", თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ლიპარტელიანის სამსახურებრივ პასუხისმგებლობაში შედიოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმება და ოქმზე მისი ხელმოწერაც ფიქსირდებოდა.
"აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ლიპარტელიანის დედამ, 71 წლის კლარა ონიანმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 ტენდერი მოიგო, ლიპარტელიანი კი იმ კომისიის წევრი გახლდათ, რომელიც...
თბილისის მერია შინდისის დასახლების წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე GWP-სთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა მოადგილეს. გეგმავს.
კალაძის თქმით, შინდისის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით.
"ირაკლი ბენდელიანს მინდა ვთხოვო, რომ GWP-სთან დღესვე დაიწყოს მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ თანხმობა არის ამ პროექტთან დაკავშირებით. 150 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში. ამავდროულად, შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, თუმცა შეუძლებელია...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი ვარკეთილიდან დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში, 4 ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე, ასევე ვარკეთილის მასივსა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების...
თელავში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს ბაზაზე, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ გაიხსნა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
საწარმო პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში დაფუძნდა. საწარმოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 4 მოზარდი დასაქმდა. მათი ყოველთვიური ანაზღურება 375 ლარია.
პროექტის მენეჯერის, თეა კაჭარავას განმარტებით, „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ პროექტის ფარგლებში გახსნილი პირველი სოციალურ საწარმოა. მისივე ინფორმაციით, საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების რძის...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით, კიდევ 8 მუნიციპალიტეტში განხორციდება.
"მოსახლეობის გაზიფიცირებაზე, ჯამში, 25 მილიონამდე ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ღირებულების 14 ტენდერი გამოაცხადა. მოსახლეობის გაზიფიცირება სულ 40-მდე სოფელში იგეგმება. პროექტი განხორციელდება თერჯოლის, წყალტუბოს, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, სენაკის, ლაგოდეხის, ლანჩხუტის, ჩოხატაური, გორისა...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოწერა, რაც ჯამში 368 160 ლარზე მეტია. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
მისი შეფასებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევს თავს და მან მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს.
"ამ დროის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან, პარკირების საფასურის სახით გადახდილია 20 488 ლარზე მეტი....
წინა სტატია
მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასის ჩამოშლას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კომპანიას, რომელიც ამ ადგილას სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, დღესვე მერიაში დაიბარებენ. ამის შესახებნ მან თბილისის მთავრობის სხდომაზ თქვა.
ადგილზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, კალაძის თქმით, სასტუმრო შენდებოდა.
"მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც...
შემდეგი სტატია
მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარედ, კლდის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კლდის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელით თვითმხილველმა გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ამ ადგილას ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია სასტუმროს აშენებს.
https://www.youtube.com/watch?v=GXk4j_lqxNQ&feature=youtu.be
ბათუმში ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება. ქალაქში 450-ის ნაცვლად 225 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მიკროავტობუსებში დამონტაჟდება ჯიპიარესები და მგზავრთა ჩასხდოა-გადმოსხდომის მიზნით, მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
დაიწყება მუნიციპალური ავტობუსების ოპტიმიზაციაც. ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მოეწყობა სპეციალური გზა ავტობუსისთვის, სადაც მარტო საქალაქო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს.
სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეღარ იმოძრავებენ, მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩით გადაადგილდებიან. რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე საათობრივი საპარკინგე სისტემა იმუშავებს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურაზე მდებარე საავტომობილო ხიდს რეკონსტრუქცია უტარდება.
მერიის ცნობით, შიდა სახელმწიფო გზის დამაკავშირებელი ხიდის სამუშაოებს, შპს „ბესკო“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით აწარმოებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მშენებელი პარალელურად მდინარის კალაპოტსაც წმენდს.
"არსებული ხიდი მოძველებული და საფრთხის შემცველი იყო. მისი რეაბილიტაციის შემდეგ კი ხიდზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება",-განმარტავენ კასპის მერიაში.
სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება იწყება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მორიგი სხდომა ჩაატარა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შეტანილი განცხადებები, პრიორიტეტების მიხედვით განიხილეს.
გამგეობის ინფორმაციით, საბჭომ ახალი წესის ფარგლებში შემოსული 104 განცხადება განიხილა;
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 18 ბრტყელ და 3 ქანობიან სახურავს დაშეკეთება 16 შიდა წყალ-კანალიზაციის...
ქუთაისის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შევიდა, რომელიც სხვადასხვა პროექტებს შეეხო. კრედიტის დასაფარად ბიუჯეტიდან, დამატებით, 92 ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო, ასევე საპროექტო სამუშაოებისთვის 90 ათასი ლარის დამატების აუცილებლობა დადგა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის დამატებით 720 ათასი ლარი გამოიყო, ასევე გზების ორმოული შეკეთებისათვის 500 ათას ლარს 290 ათასი ლარი დაემატა, 12 ათასი ლარით გაიზარდა საგრანტო პროგრამის "კატასტროფების მართვის" ბიუჯეტი.
ასევე, ადმინისტრაციული შენობების...
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 121 მიმდინარე, 148 დაბლოკილი, 427 არშემდგარი და 10 განსახილველი იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “იდეა რომელიც გადაარჩენს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2513 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია თამარ ბუბუტიშვილი-იმნაძის...
წინა სტატია
კომერციულ მოსყიდვაში ბრალდებული ახალქალაქის ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის საქმის მასალებიდან ერთ–ერთი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, რომელზე დაყრდნობითაც ოჯახის წევრები და ბაზრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
ჩანაწერს ბაზრის დირექტორის ძმა, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი, აშოტ საჰარიანი ავრცელებს. „ამ ვიდეოში ჩანს როგორ ეუბნება ბაზრის კონტროლიორი ფინანსურის თანამშრომელს ჩეკი აიღეო, მაგრამ ის არ იღებს და მიდის, მერე კი იჭერენ....
Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაკვეთით მომზადებული 30 წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს. კამპანია 12 კვირა გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ Euronews-ი 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=TC0RUZmgo-k
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ,,ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღება, დასაქმების ხელშეწყობა და მეწარმეობის პოპულარიზაცია მოხდეს.
აღნიშნული პროექტი ზუგდიდში, სენაკსა და და ხელვაჩაურში ხორციელდება.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, მარტინ ფრედრიკსონი დანიის კვლევითი ორგანიზაციის ,,კონექტიო’’-ს ექსპერტი, თეონა ნავდარაშვილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































