გუშინ ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქემ საავტომობილო გზის ნაწილი ქვა-ღორღით დაანაგვიანა, სანდასუფთავების სამსახურში თავადვე დარეკა და დარღვევის შესახებ მაკონტროლებლებს აცნობა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეს არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, ტერიტორია კი მალევე მოაწესრიგეს.
მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნარჩენებით დანაგვიანების ფაქტები ხშირია. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ტერიტორიას ტოვებენ და შემდეგ მათი ძებნა ვიდეოჩანაწერების დახმარებით უწევთ.
''ცემენტი...
როგორ გამოიყურებოდა საქართველოს სახლები და ქალაქები უძველეს დროს? ითვალისწინებდნენ თუ არა გარემოსა და კლიმატს ჩვენი წინაპრები საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას? როგორ ვითარდებოდა საქართველოს არქიტექტურა და ყოველდღიური ცხოვრების წესი კლიმატის ცვლილებასთან ერთად?
ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის, თომა ჩაგელიშვილის, ახალი სერიალი „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“ წარსულში გამოგზაურებთ, რათა თანამედროვეობის გამოწვევები უკეთ გაიაზროთ. სერიალის ოთხი ფილმი თბილისს, მესხეთ-ჯავახეთს, სვანეთსა და ხევსურეთს ეძღვნება.
დოკუმენტური სერიალის მიზანია ენერგოეფექტური...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი ორ სოფელს ერთმანეთთან დააკავშირებს.
სამუშაოებს შპს „სინათლე 2006“ ასრულებდა, რისთვისაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 68 120 ლარი დაიხარჯა.
ასევე, საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ წყავროკაშიც დასრულდა, საიდანაც მოსახლეობა ცეცხლაურს დაუკავშირდება. პროექტზე ამ შემთხვევაში 241 500 ლარი დაიხარჯა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ექვსმილიონიან პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც 279 ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
მეორე ეტაპი უახლოეს ხანში დაიწყება და დეკემბრამდე კიდევ 474 ოჯახი გამრიცხველიანდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფიო ბუსკივაძემ და მერის...
ქედაში გაზიფიცირება გრძელდება. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მახუნცეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, ქედის 65 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირება 2019 წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება.
გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს.
პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებენ.
მერიის ცნობით, სოფელ ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავგტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზაზე, რომელიც 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანისაა, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტზე 250 000 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც 1023 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა მოწესრიგდება. პროექტის ღირებულება 437 000 ლარია.
ადგილობრივი...
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები თვითმმართველობას გზისა და საკანალიზაციო არხის მოწესრიგებას, ასევე, ბავშვებისთვის სკვერის გაკეთებას სთხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხს კანალიზაცია უერთდება, ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელა გარეთ გასვლა შეუძლებელია.
„ამ საშინელ სუნში ბავშვები საათებს ატარებენ. სავარაუდოდ, რვასართულიანების მცხოვრებლებს კანალიზაცია გაეჭედათ, შემდეგ გათხარეს, ჩვენ სანიაღვრე არხს შეუერთეს და ამ საშინელი სუნით გვწამლავენ“, – ამბობს...
დღეიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 17 ივნისის ჩათვლით, პანდუსის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.
“კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გაივლიან. ისინი კახეთის...
ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული, თითქმის 2 მლნ-იანი ტენდერი ჩავარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის სატენდერო კომისიამ მიიღო. კომისიის თავმჯდომარის, გელა კაპანაძის ხელმოწერით, კომპანია ,,ნურ ჰაშ-გეოს" დისკვალიფიკაციის შესახებ, წერილობით უკვე ეცნობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედბმა საგზაო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მასშტაბური პროექტის განხორციელება დააპირა, თელავში რეგისტრირებული ,,ნურ შაჰ...
სტატია მომზადებულია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ.
სოფელ ცოცხნარაში მდებარეობს ოძისის საჯარო სკოლა, სადაც ოძისიდან აღარც ერთი მოსწავლე დადის. მიზეზი ამისა, მიგრაციის პროცესია. 20-მოსწავლიან და 9-კლასიან სკოლაში, ძირითადად, ცოცხნარელები სწავლობენ.
სკოლას წელს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდა, - პირველკლასელები არ ეყოლება. პირველი კლასის ასაკის სამივე ცოცხნარელი ბავშვი სურამის სკოლაში დარეგისტრირდა. ცოცხნარადან სურამში დადის კიდევ 8 მოსწავლე. მე-7 კლასელი ანა გრიგალაშვილი წუხს, რომ...
წინა სტატია
აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ "წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება". ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აჭარის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის კახა შაშიკაძის განცხადებით, საქმე გვაქვს მორიგ უსაფუძვლო ბრალდებასთან.
„წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
როგორც საგარეჯოს მერმა განაცხადა, პროექტების ფარგლებში მარჯანიშვილის, მამისაშვილის, ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 332 500 ლარი დაიხარჯება. გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად 17 500 ლარია გამოყოფილი.
,,დაგეგმილია საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციაც. ორივე მიმართულებით, მთლიანობაში,...
გურჯაანში, დიდების მემორიალზე, უახლოეს მომავალში, ტელესკოპი დამონატაჟდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეჟინის" ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.
მერის მოადგილის, ნიკა გეთიაშვილის ინფორმაციით, ტელესკოპის გარდა, მემორიალზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.
"ჩვენ საძირკველი ჩავუყარეთ ტელესკოპს, რომლეიც შეიძინა არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეჟინმა" ქალბატონ ლაურა ხარიტონაშვილის ინიციატივით. ტელესკოპის საშუალებით ტურისტებს, მოსახლეობას შეეძლება ალაზნის ველის დათვალიერება. გარდა ამისა, დიდების მემორიალზე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო,...
არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი ირაკლი პაპავა droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ 15 არილის მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოების ფრაქციების მოადგილეების ხარჯზე, 333 ახალი, ანაზღაურებადი თანამდებობის პირია. ამ ფონზე ის თვითმმართველობების მთავარ პრობლემად სწორედ ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსის არარაციონალურად ხარჯვას ასახელებს.
ამავე კონტექსტში პაპავა იმ პრობლემაზეც საუბრობს, რაც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უკავშირდება. ის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორსა და სოფელ საქობოში ქალთა სახლები გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფონდის, ფრიდრიხ ებერტის დაფინანსებით ახორციელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელმა, ნათია ქევხიშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია ქალების პოლიტიკაში გააქტიურება.
„ქალთა სახლების მიზანია მოვიძიოთ სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრების წესით, არ უტარდებათ ტრენინგები, არიან დიასახლისები, აქვთ განათლება მიღებული, მაგრამ თავი...
2018 წელს კახეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 115 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გუბერნატორის მოადგილემ, გივი მეტრეველმა განაცხადა, პროექტების განხორციელებისთვის, ჯამში, 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.
"2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 115 პროექტის განხორციელება იგეგმება. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 74 პროექტი, თუმცა უახლოეს ერთ თვეში დანარჩენი პროექტებიც დაფინანსდება. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია გზების, წყალმომარაგების სისტემების, საბავშვო ბაღების, გარეგანათების, სანიაღვრე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































