გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა დაიწყო.  კადასტრის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რუკა მაპინგი“ განახორციელებს, რომელიც უკვე შეუდგა მონაცემების შეკრებასა და ორთო-ფოტოების გადაღებას. ინფორმაციას "რეგინფო " ავრცელებს. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9...
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით არანაკლებ 10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯს და საცხოვრებელ კამპუსს ააშენებს. კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში. პროექტის მიხედვით მოეწყობა ფერმა და აგრო-ტექნიკის ფარეხი. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს. კოლეჯის ასაშენებლად „შვეიცარიული აგრარული სკოლა-კავკასიას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ სარკინეთში მდებარე 20 427კვ.მ. სახელმწიფო ქონება...
კოლმეურნეობის ყოფილ მოედანზე, „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების პავილიონის მშენებლობა მინიმუმ 2 წლით გადაიდო. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. კომპანია PP-ის დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ამის მიზეზი კოლმეურნეობის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თავდაპირველი პროექტის მიხდევით, კოლმეურნეობის მოედანზე, ლითონისა და მინის 2-სართულიანი კონსტრუქცია უნდა მოწყობილოიყო - პირველ სართულზე ყვავილების სექცია განთავსდებოდა, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები. პროექტის მოწყობისთვის 10 თვე იყო განსაზღვრული. მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია,...
წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია (წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე) ზაფხულში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 905 319,12 ლარს შეადგენს და მისი დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. ადგილზე 40 ადამიანია დასაქმებული. კონტრაქტორი კომპანიები კი შპს "ჯიარჯი" და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ არიან. „წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე...
წინა სტატია აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია არსებობის 86-ე წელს ითვლის. შოთა ინასარიძე 45 წელია აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს და მისი დამსახურებით, მსოფლიო ასტრონომიამ 6 ახალი ვარსკვლავის არსებობის შესახებ შეიტყო. მათ შორის არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც მის გვარს - "ინასარიძეს" ატარებს. აბასთუმანში ახლა 70-მდე მეცნიერი მუშაობს. https://www.youtube.com/watch?v=sxOWh3mGZeg&t=3s აბასთუმნის ობსერვატორიასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3.422 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებმა ABEKA და „პალადა“-მ გაიმარჯვა. შეგახსენებთ,...
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ასარჩევად რეგისტრაცია მიმდინარეობს. დარეგისტრირებული წევრები შემდეგში პრეზიდენტს აირჩევენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ასარჩევად რეგისტრაცია ექვს ივნისს დაიწყო და 10 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება. დარეგისტრირებული სტუდენტები თვითმმართველობის წევრები გახდებიან. ახლადარჩეული წევრები, უახლოეს კვირაში შეიკრიბებიან და პრეზიდენტობის კანდიდატების სამოქმედო გეგმებს მოისმენენ. ამ დროისათვის, უცნობია პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, თვითმმართველობის პრეზიდენტს...
აშშ-ში ქართველების საკმაოდ დიდი სათვისტომოა. ისტორიკოსები ქართველების პირველ ემიგრაციას 1820 წელს უკავშირებენ. რაჭველი მიწის მუშები ამერიკაში მასიურად 1910-13 წლებში ჩავიდნენ, რადგან ადგილობრივ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე მთიანი რაჭიდან და ჩრდილო კავკასიიდან 50, 80 და 100-კაციან ჯგუფებად ჩაჰყავდათ მუშები. მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ემიგრანტი ქართველები ძირითადად სიეტლსა და მის მიდამოებში დასახლდნენ. ტიფლისს, ბათუმსა და ქალაქ სიეტლს შორის, დაახლოებით, 330 კილომეტრია. სწორედ რაჭველ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გენდერულ თანასწორობისა და გენდერულიკვოტირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისა" და გორის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, მიზნად ისახავდა გენდერული ცნობიერების ამაღლებას და ლიდერი კაცების მოტივირებას, გახდნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობები. „ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა გენდერულ საკითხზე, მით უმეტეს, გენდერული კვოტირების საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია ჩვენს პარლამენტში. ჩემი აზრით პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება ეტაპობრივად...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობში ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრებას. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს. "დოკუმენტის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების...
ზუგდიდის საკრებულოში მოქმედი იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია სოციალურ ქსელში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება უმრავლესობის წევრ სალომე ფაცაციას, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტ ეგნატე შამუგიას, რაც რუსეთში მომუშავე ბიზნესმენსა და პუტინთან დაახლოებულ მიხეილ ხუბუტიაზე საუბარს მოჰყვა. მეორე შემთხვევაში კომისია დაინტერესდა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძის მიმართვის ფორმით, თუ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიონი ლარით დააფინანსა. სამინისტროს ცნობით, პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას,  ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე - სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას. ,,პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოხდება. ახმეტაში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, ეს...
წინა სტატია  კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების მოძრაობა 100 დღით იზღუდება. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. "აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი...
"შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში მოქალაქეები თბილისის მერისგან მესადგომეების მუშაობის რეგულირებას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, ისინი სრულიად უკანონოდ იღებენ 20 თეთრიდან 2 ლარამდე მანქანების ისეთ სადგომებზე, რომელშიც მოქალაქეები თანხას ისედაც იხდიან. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს. "გთავაზობთ გამოსავლის 2 ვარიანტს: 1 - აიკრძალოს "სტოიანშჩიკობა" და ეს გაჭირვებული ადამიანები დავტოვოთ შემოსავლის გარეშე. კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, რადგან ისინი არალეგალურად ოპერირებენ და ფულს სძალავენ მოსახლეობას ფსიქოლოგიური ზეწოლის და ფოსფორისფერი...
ქუთაისის მერიამ ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. მერიის ცნობით, ბუხაიძის N 25 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააკმაყოფილა. მოსახლეობამ კორპუსის ეზოში განლაგებული ძველი ავტოფარეხების აღების სურვილი გამოთქვა. მერია ავტოფარეხების ადგილას მინისტადიონს მოაწყობს.  ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქალაქში ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის მეტი მოედანი სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან რამდენიმე დღეში წიწილები გამოიჩეკა. ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დარბის რამდენიმე ასეული წიწილა ამ ტერიტორიაზე. მარნეულის მერის ინფორმაციით, კვერცხები ერთ-ერთმა მეფრინველეობის ფაბრიკამ გადაყარა. მოსახლეობამ კი გამოჩეკილი წიწილები სახლში წაიყვანა. https://www.youtube.com/watch?v=ApMs_gQgsr4&feature=youtu.be
"...როდესაც სახელმწიფოს მართავს საზოგადოებრივი აზრი, ყველა ადამიანს ესმის საზოგადოებრივი აღიარების მნიშვნელობა, და თითოეული ცდილობს, მიაღწიოს მას, ცდილობს, დაიმსახუროს იმათი პატივისცემა და კეთილგანწყობა, რომელთა შორის მან უნდა იცხოვროს..." ტოკვილის "დემოკრატია ამერიკაში", უკვე მეორე საუკუნეა, თავის აქტუალობასა და მნიშვნელობას არ კარგავს. პირველად ის ორ ტომად 1835 და 1840 წლებში გამოიცა. ალექსის შარლ ანრი კლერელ, ვისკუნტ დე ტოკვილი, რომელიც 1805 წელს პარიზში დაიბადა, ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი იყო. იხილეთ წიგნი სრულად

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ