“…როდესაც სახელმწიფოს მართავს საზოგადოებრივი აზრი, ყველა ადამიანს ესმის საზოგადოებრივი აღიარების მნიშვნელობა, და თითოეული ცდილობს, მიაღწიოს მას, ცდილობს, დაიმსახუროს იმათი პატივისცემა და კეთილგანწყობა, რომელთა შორის მან უნდა იცხოვროს…”
ტოკვილის “დემოკრატია ამერიკაში”, უკვე მეორე საუკუნეა, თავის აქტუალობასა და მნიშვნელობას არ კარგავს. პირველად ის ორ ტომად 1835 და 1840 წლებში გამოიცა.
ალექსის შარლ ანრი კლერელ, ვისკუნტ დე ტოკვილი, რომელიც 1805 წელს პარიზში დაიბადა, ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი იყო.