ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალშენის ცენტრში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ახალშენის კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ნახევარსაუკუნოვან შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.
აღნიშნული შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი და ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს.
წინა სტატია
თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცლებს.
გვანცელაძის განცხადებით, 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11 000-ზე მეტი ადგილი თავისუფალია.
რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირდნენ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ...
წინა სტატია
"მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, თბილისში მიტოვებული მშენებლობები ე.წ. ბომჟებისა და ნარკომანების თავშესაფრად არის ქცეული. აუცილებელია შეჩერებული მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი იმის გამო, რომ ისინი უსაფრთხო აღარ არის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"მგონია, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თავის დროზე კონსერვაციის რეჟიმი არ იყო დაცული და ახლა ის უკვე უსაფრთხო აღარ არის.
არ გინახავთ, რომ შეჩერებულ მშენებლობებში ე.წ. "ბომჟები" ცხოვრობენ?...
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის პირველ საათამდე იმუშავებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორც ავტოტრანსპორტის მენეჯმენტში განმარტავენ, ცვლილება მომატებულ მგზავრთა ნაკადს და ზაფხულის სეზონს უკავშირდება.
"საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზები ქალაქ ბათუმს დილის 7 საათიდან ღამის პირველ საათამდე მოემსახურება",- განაცხადა შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ბესიკ დათიაშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=-zAxHewUTKc
ახალციხეში, შპს „მექანიზატორში“ ის ლაბორატორია გაუქმდა, რომელშიც ნიადაგის კვლევა ტარდებოდა. ლაბორატორიის ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მიზეზი ფასების ზრდა გახდა, რამაც ჯერ მომხმარებლის შემცირება, საბოლოოდ კი ლაბორატორიის დახურვა გამოიწვია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, მექანიზაციის სერვის ცენტრის ლაბოროტარიაში ნიადაგის კვლევა არაერთი მიმართულებით იყო შესაძლებელი.
„ზუსტი კვლევა ხდებოდა კულტურების მიხედვით, რა დოზით უნდა შეეტანათ აზოტი, კალიუმი, ფოსფორი. კულტურების მიხედვით ვადგენდით სიმკვრივეს, შაქრის შემცველობას,...
თბილისში, ფერისცვალების ქუჩის N6-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ცნობით, დაზიანდა მილები, რის გამოც მოსახლეობას წყალი, გაზი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახლს კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელიც ამ სახლში არ ცხოვრობს. ადგილზე ისნის გაგებელი კახა ლაბუჩიძე მივიდა, რომელიც სახლის მეპატრონეს დემონტაჟს დაჰპირდა.
დაზიანებული მილების აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია.
ქობულეთში სტანდარტული ზებრა გადასასვლელის ნაცვლად პიანინოს კლავიშები დახატეს. ერთ-ერთ გადასასვლელეზე კი დახაზული ''კლასი'' დაგხვდებათ, რომელიც ბავშვებს აუცილებლად დაამახსოვრდებათ და საგზაო წესებსაც ისწავლიან. ზებრა გადასასვლელები ქობულეთში, რამდენიმე დღის წინ მოიხატა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ფერადი ზებრა გადასასვლელები ბათუმშიც გამოჩნდა, მაგრამ ქობულეთისგან განსხვავებით, ბათუმის მერიამ გადასასვლელებს მხოლოდ ფერი შეუცვალა და წითელ-ყვითელ ფერებში გადაწყვიტა.
საქართველოში ზებრა გადასასვლელები ქვეითებსა და მძღოლებში, არც ისე პოპულარულია. ხშირად, მოქალაქეები საგზაო წესებს სწორედ ამ ნაწილში არღვევენ.
ავარიული...
თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, გლდანის რაიონის განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ თქვა.
„გლდანში არის ობიექტები, რომლებიც ღამეც მუშაობენ, თუმცა, კვების ობიექტები უმეტეს შემთხვევაში საშაურმეებია. ერთადერთი კულტურული დაწესებულება ახმეტელის სახელობის თეატრია, მაგრამ ამ რაიონს აქვს განვითარების პოტენციალი - რამდენიმე ადგილზე დარჩენილია ძველი ამფითეატრები. არის საშუალება, რომ მაგალითად, შევიდეს მოძრავი კონოთეატრი და...
სამცხე–ჯავახეთში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის, პროექტი უკვე მზად არის. თავშესაფარი დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართზე აშენედება და მასში ცხოველთა საჭიროებებზე გათვლილი რამდენიმე განყოფილება განთავსდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პროექტი, სახელწოდებით "კომპანიონ ცხოველთა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრი" ა(ა)იპ "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა" შეიმუშა. მისი პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მაისში მოეწყო. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერმა კი თავშესაფრის მშენებლობისათვის მემორანდუმს ხელი მოაწერა.
როგორც "სოციალური პროექტებისა...
თბილისში, ღამით, მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისის ბოლოდან იმოძრავებს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, ტრანსპორტმა 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრაოს. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში - ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული...
აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ქუთაისში ბანკის მიერ დაფინანსებული წყალმომარაგების მშენებარე ობიექტი დაათვალიერა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოური დელეგაცია ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო და სამუშოების პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.
ADB-ის მხარდაჭერით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 92 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოებს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა, რამაც მშენებლობის ვადები გაზარდა.
ინფრასტრქუტურული...
წინა სტატია
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 99 დეპუტატი 6-ის წინააღმდეგ - ახალი, 3-კვირიანი მთავრობა დამტკიცებულია. 3-კვირიანი მთავრობა კი იმიტომ, რომ პრემიერი ბახტაძე მის რეორგანიზაციას და მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას სწორედ ამ ვადაში გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ სამინისტროები 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს და პარლამენტმა ეს ცვლილებები უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.
ჯერ-ჯერობით, უცნობია,...
ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს. თითოეულის ღირებულება 20 000 ლარია.
ქუთაისის მერიის ცნობით, გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა.
„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ხელშეწყობა ახალგაზრდებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
გოგა გულორდავას თქმით, ქვეყანაში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის საკითხი გადასახედია. მისი მუნიციპალიტეტებისთვის წალენჯიხასა და ჩხოროწყუსთვის კი გაზიფიცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„სამწუხაროდ დღეს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შედის იმ 8 მუნიციპალიტეტის სიაში, სადაც საერთოდ არ დაწყებულა გაზიფიცირება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ეს არამხოლოდ ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვის მდგომარეობით, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, ასევე, სხვა პოტენციალები ეკონომიკრი...
წინა სტატია
ოკუპირებულ სოხუმში კოშკის საათის რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად მისი მონტაჟი მიმდინარეობს.
სპეციალისტებმა კოშკის შეცვლა მისი შესწავლის შემდეგ გადაწყვიტს. 50-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ, ხის მასალა გადაიხარა, რამაც ხელი შეუშალა საათის სრულყოფილად მუშაობას.
„ახალი კოშკი იქნება ძველის იდენტური, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით მაღალი ხარისხის“, - იუწყებოდა სოხუმის დეფაქტო ხელისუფლება.
https://www.youtube.com/watch?v=A2eZ7NPoeY0
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა - 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
გორის მერიის ცნობით, ამ პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
ხელშეკრულებების მიხედვით სამი სკვერის: ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერის: ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე, ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
წმინდაწყლის დასახლებაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































