საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მალე დამზადდებაზუგდიდის საკრებულოს მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრვი თვითმმართველობის შესახებ ყველა სიახლე განთავსდება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
წოწერიას განმარტებით, ამის საჭიროება დადგა მოქალაქეთა არაინფორმირებულობის გამო. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადა, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება“საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს.
გორში ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მამარდაშვილის ქუჩის 163 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება. მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა, გაკეთდება ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტირდება ბეტონის სანიაღვრე არხი რუსთაველის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის კვეთამდე და მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები.
ასევე, პროექტი ჩოდრიშვილის 139 მეტრიანი ქუჩის ასფალტირებასაც ითვალისწინებს. ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბორდიურები გაზონების გარშემო და ლითონის ცხაურები ეზოების...
ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიწმინდა არხი და მოეწყო ნაპირდამცავი ჯებირი.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 64 617ლარია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.
შესრულებული სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და მერიის ინფრასტრუქტურის,...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას მერიის თანამშრომლები და საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად, 9 ივლისს გამართულ შეხვედრას, შვედეთისა და ბრიუსელის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფორმატის მიხედვით, გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზებზე იმსჯელეს.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 10 ივლისს,...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ურავი, ლიხეთი, კაჩაეთი და ქვიშარი, წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 365 065 ლარს შეადგენს.
"რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება",- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების წყალსადენი სისტემების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 2018 წელს 1 025 000 ლარი დაიხარჯება.
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" მეშვეობით განხორციელებული ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ ბუკიას შეხვდა.
„საქართველოს მელიორაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის...
ადიგენის მუნიციპალიტეტში ლელოვანი-ამხერის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 146 542 ლარია. გზის სიგრძე 2.9 კილომეტრია.
პროექტის დასრულების შემდეგ, ასფალტირებული გზის მონაკვეთით ლელოვანისა და ამხერის მოსახლეობა -1 431 ბენეფიციარი და ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებიც თრიალას ტბების მოსანახულებლად გადაადგილდებიან.
"გზის რეაბილიტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის ზრდას ამ მიმართულებით. ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. ასფალტის საფარი პირველად იგება...
შუახევის მუნიციპალიტეტში, ბესელაშვილებში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაეგო და მოეწყო დამცავი ზღუდარები.
მიმდინარე ინფრასტრუქტურაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ი/მ გივი ზოიძე აწარმოებს. დასრულებული პროექტით ორი სოფლის ბესელაშვილების და დაბაძველის მოსახლეობა ისარგებლებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან...
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მერიის ცნობით, ამ დროისთთვის სოფელ ჩიხაში რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს, მომდევნო ეტაპი კი სათავე ნაგებობის, დამატებით ორი რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა იქნება.
აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, პროექტისთვის 7 951 415 ლარი კი ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო.
ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან - სს kobra instalatione servise...
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.
უწყების ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი- კობის...
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნაგვის ურნები განათავსეს.მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მყარი ნარჩენების კონტეინერები მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში გადანაწილდა, საიდანაც ნაგვის გატანა სპეცმანქანით ხორციელდება.
მათი თქმით, სულ მუნიციპალიტეტს 240 ცალი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნა გადაეცა, საიდანაც 200, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა.
"კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა "სენმა" დამატებით 40 ახალი კონტეინერი გადმოგვცა", - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ,...
თბილისში ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლომჯარიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და უპატრონო ძაღლების პოპულაციის ზრდის შეჩერებისთვის, აუცილებელია მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ლომჯარიას თქმით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოდიან.
მისი თქმით, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში 43...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ქალაქ თბილისის სხვადასხვა ადგილებზე ელექტონული დაფების ე.წ. "გაიდდესკის" განთავსებას სთხოვენ. პროექტის ავტორის თქმით, "გაიდდესკებში"ჩატვირთული ინფორმაცია დედაქალაქის სტუმრებს მისცემს საშუალებას, რომ გაეცნონ ქალაქ თბილისის ტურისტულ, ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა პოტენციალს.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 165 მიმდინარე, 173 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი, 466...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, წერეთელზე ე.წ. "ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს და იმავე ადგილას არა ბეტონის ციხესიმაგრეების, არამედ ტიპური ლამაზი და დახვეწილი დიზაინის შენობების აშენებას სთავაზობენ, რომელიც იდეის ავტორის თქმით, მოუხდება დიდუბის იერსახეს და არ დაამახინჯებს უბანს.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 165 მიმდინარე, 173 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი, ...
ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს და 200 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ლომჯარიას თქმით, არსებული ჯარიმები 8 ლარიდან იწყება, რაც არაადეკვატურია, ამიტომ პირველ ჯერზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა 50 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდება.
"როგორც მოგეხსენებათ, ცხოველთა მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 8 ლარიდან იწყებოდა. ეს არ...
ქუთაისში მერიის ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების პიარში ქალაქის ბიუჯეტიდა 153 000 ლარი იხარჯება. მერიის შესაბამის უწყებებში საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას 22 თანამშრომელი უზრუნველყოფს. საკითხით საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი დაინტერესდა. ნიუპრესზე გასული მასალის შემდგომ მეშველიანმა გამოცემას ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ნიუპრესს მერიამ არასრულად გადაუგზავნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მეშველიანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მერიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში სამი თანამშრომელია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































