წინა სტატია
დღეს უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვა, რომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან დაკავშირებით ოპტიმიზაცია დაჩქარდება და დარგობრივ სამინისტროებთან შერწყმა მოხდება, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც რიჟვაძემ განმარტა, რეგიონში სამინისტროების გაზრდა არ იგეგმება.
"ჩვენ უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება ზოგადად სამინისტროების რაოდენობას, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სამინისტროების ზრდა და რა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 2019 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 6 ჯგუფზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.
მერიის ცნობით, მშენებლობის დასრულებამდე ბაღის აღსაზრდელები სწავლას ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ.
მეჯვრისხევის ბაგა-ბაღი 1987 წელსაა აშენებული. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სწავლის დამთავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.
"ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მერია უზრუნველყოფს ალტერნატიული შენობის მოძიებასა და მოწყობას. ამ საკითხთან...
"სადგურის მოედანს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მეტროპოლიტენის სადგურის მოედანი 1-ის, სადგურის მოედანი 2-ის (ამოსასვლელი დადიანის მხარეს) და სადგურის მოედანი 3- ის კაპიტალური რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 270 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერების...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად, აქ შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაციის დასრულებამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებს...
წინა სტატია
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, უახლოეს მომავალში რუსთაველის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
რუსთაველის ხიდი სრულად გაიწმინდება და მასზე 4 ცალი 6 მეტრიანი განათების სვეტი დამონტაჟდება, რომლებიც ქვისა და ლითონის ელემენტებით იქნება გაწყობილი.
შეგახსენებთ, რომ რუთაველის ხიდს ქუთაისის მერიამ რეაბილიტაცია 4 წლის წინაც ჩაუტარა.
ასევე, ჭიღვარიას თქმით, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია...
შალვა დადიანის სახელობის დრანატული თეატრის 70 წლის შენობა დანგრეულია. ახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წელია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც ზუგდიდის თეატრის დირექტორმა განაცხადა, შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. სპეციალისტების დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ იყო და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა.
სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პროექტის თანახმად, თეატრს ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, საგრიმიორო,...
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში არის ადგილები, რომელიც რეკრეაციული იყო და გენგეგმით სამშენებლო არეალში გადავიდა და არის ადგილები, სადაც პირიქით მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ასე გამოეხმაურა მერი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ახალი გენგეგმის მიხედვით, კრწანისსა და ვარკეთილში არსებული სარეკრეაციო ზონები საცხოვრებელ ადგილებად გადაკეთდა.
"გენგეგმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა. არის კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი არ იყო მშენებლობების განხორციელება და დღეს გადაყვანილია რეკრეაციულში და...
29 ივლისს ქალაქ გურჯაანში, კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე, ხილის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კახეთის რეგიონში ხილის ფესტივალი პირველად ჩატარდება.
მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო არიან.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანის წარმოადგენს ადგილზე წარმოებული ხილის პოპულარიზება, ფერმერთა მიერ წარმოებულ...
სენაკში ავტომობილის ძეგლს დადგამენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პირველი ავტომანქანა სენაკში მცხოვრებმა ვარლამ გვათუამ ევროპიდან 1901 წელს ჩამოიყვანა.
„მაშინდელი გაზეთები წერენ, რომ გვათუამ ავტომობილის ყიდვა ლიკანში მყოფ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენის ძალიანი და 4-ადგილიანი "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა). ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით თავად ჩაიყვანა სენაკში და თავის ნათესავთან ჭიჭიკო იოსავასთან გააჩერა. თან თავადები - ფარნაოზ და ბარდალა მხეიძეები და...
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ათასი ლარით ოცი კომპანია დააჯარიმა. ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლში მიმდინარე წელს შევიდა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო კომპანიების მხრიდან ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევა პროექტის დარღვევითა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა.
"სამშენებლო სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს ერთსა...
წინა სტატია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის 90 დიზელზე მომუშავე ავტობუსის მიწოდების სურვილი, ისევ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" გამოთქვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ქალაქის ბიუჯეტიდან დიზელის ავტობუსების შეძენაზე 45 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
ვაჭრობისას "თეგეტა თრაქ ენდ ბასს"ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას დაბალი ფასი არ შეუთავაზებია. შესაბამისად, თუ ტენდერი წარმატებით დასრულდა, სახელმწიფო თითო დიზელის...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ მეტროები შშმ პირებზე ადაპტირდეს.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი, 466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირების" განხილვას ითხოვს.
"ევროპის უმეტეს ქვეყნებში ყველა მეტროსადგურთან...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ ე.წ. მარშრუტკებისთვის სანქციები გაამკაცრონ. პროექტის ავტორის თქმით, მძღოლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და არ რთავენ კონდენციონერებს, რისთვისაც მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გამკაცრდეს სანქციები.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 9 განსახილველი, 466 არშემდგარი და 2...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული მოიცავს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 8 კილომეტრი ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაციას მოიცავს. ასევე, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
"პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტუმრები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების...
მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უშუქნიშნო ტიპის გზაჯვარედინი, უნდა მოეწყოს, რომელიც 2 გვირაბსაც ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც გზების გადაკვეთის დონეები დაცალკევდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობის მთავარი ნაკადი, რომელიც...
დედაქალაქის მერია კიკვიძის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მერიამ ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, 1-ელ აგვისტოს იწყება და 6 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 300 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის ძირითადი მიზანია, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა და ხანში შესული ადამიანებისთვის.
ტერიტორიაზე დაგეგმილია, 3 საბავშვო და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































