შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება. მართალია, პრეზიდენტი, რომელსაც 28 ოქტომბერს ავირჩევთ, ახალი კონსტიტუციით, საკუთარ უფლებამოსილებებში შეზღუდულია, მაგრამ ამ კონსტიტუციითაც კი, მაგალითად, ის უფლებამოსილია, "მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით...
წინა სტატია ტერიტორია, სადაც ხელვაჩაურის მერიის შენობა დგას, ამ დრომდე ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ საზღვრების დაზუსტება და დაახლოებით 55 ჰექტარის მიწის უკან დაბრუნება მოითხოვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ''თავის დროზე უნდა გათვალისწინებულიყო, რომ მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ცენტრს კარგავდა. ამასთან ხელვაჩაურს დაბა აღარ ჰქონდა. ჩვენ თუ ამ ადგილს არ დავიბრუნებდით მომავალში შეგვედავებოდნენ, რომ მუნიციპალიტეტის სახელწოდებაც არ უნდა გვქონოდა, რადგან ქალაქური ტიპის დასახლება - დაბა...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი 830 გრძ.მ ბეტონის საფარისა და ტროტუარის, ასევე, გარეგანათების მოწყობას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს ,,პალადა" ახორციელებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, შეკვეთილის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საახალწლო გარეგანათებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზი და ძალიან მოწესრიგებული იქნება. მისი თქმით, საახალწლო გარეგანათებების მოწყობაში თანხის დახარჯვის წინააღმდეგი მოსახლეობა არ არის. "ოპოზიციას და საზოგადოებას ნუ ურევთ ერთმანეთში, კრიტიკა იყოს ხაბეიშვილის და...
ოზურგეთში ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა იწყება. გზების დეპარტამენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 300 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში - გურიანთაში, დვაბზუში, ლიხაურსა და ძიმითში მდინარეების გასწორხაზოვნებისა და ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობას მოხმარდება. მერიის ცნობით, წლებია აღნიშნულ სოფლებში დამცავი ნაგებობების არარსებობის გამო მოსახლეთა საკარმიდამო ნაკვეთები იტბორებოდა. "უახლოეს პერიოდში საპროექტო ჯგუფების მიერ საჭირო სამუშაოების ჩატარების შემდგომ, ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობაც დაიწყება", - აცხადებენ მერიაში.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებოლოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებულმა მთავარი აქცენტი 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეულ მუნიციპალიტეტში სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და მოსახლეობის ჩართულობით კიდევ ერთხელ მოხდეს წარმოდგენილი პროექტების გადახედვა. ასევე, ტაბატაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2018 წლის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელებმა განხორციელებულ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრეს.  ამასთან, სოფლებში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა. ასევე, საუბარი შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მერიის ცნობით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 060 ლარი დაიხარჯა. ამჟამად კი საექსპოზიციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, მუზეუმის გახსნამდე მომღერლის მონუმენტის განახლება, ასევე, ბაღის კეთილმოწყობაც იგეგმება. "2008 წლიდან სარაჯიშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატები, შენობის გაყიდვის გამო, სანდრო მირიანაშვილის სახელობის მუზეუმში განათავსეს, რაც მუშაობისთვის და ვიზიტორების მიღებისთვის შემაფერხებელი იყო", - აცხადებენ მერიაში.
წინა სტატია შემდეგი სტატია კონკურსი, რომელიც თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური პარკის – ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა, ჩავარდა. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 475 ათასი ლარი იყო, საკონკურსო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 28 სექტემბერს დასრულდა.  დღეს კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი გვამცნობს, რომ კონკურსი არ შედგა. თუმცა, ამ შედეგს სპეციალისტები წინასწარ ვარაუდობდნენ, რადგან მათთვის კონკურსის პირობები მიუღებელი იყო. გამარჯვების შემთხვევაში,...
"საზოგადოებას კომპლექსი ჩამოუყალიბდა ცათამჯენების" - ასე ფიქრობს ბათმის მერი პროექტებზე, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლში, ბულვარის მიმდებარედ, 9 ცათამბჯენის მშენებლობას ეხება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. აქედან ერთის, მერიოტის 54 სართულიანი შენობის ნებართვა უკვე გაცემულია. მერიოტის გვერდით კომპანია "ორბი" ორი მაღალი შენობის ჩადგმას გეგმავს, ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 6 ასეთი მშენებლობის პროექტი მზადაა. https://youtu.be/dnoy51nk0Jg
კომპანია "ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, 27-სართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამასთან კომაპნია ითხოვს, ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის ნაცვლად საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭონ. ინფორმაციას netgazeti.ge ავრცელებს. ბათუმის მერიამ დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე წარადგინა. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.
მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას. შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაახლოებით 2 კვირაში დამტკიცდება. ამის შესახებ მაია ბითაძემ დედაქალაქის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში დოკუმენტს ავტორებთან - "სითი ინსტიტუტ საქართველოსთან" ერთად, უმრავლესობის დეპუტატებს და სამინისტროების წარმომადგენლებს აცნობენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დოკუმენტში როგორც მერიის, ასევე, სამინისტროების შენიშვნებია გათვალისწინებული. "დღეს გენერალური გეგმის პროექტი განხილული იქნება სამთავრობო დაწესებულებებთან...
წინა სტატია "სითი ინსტიტუტი" სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს აცნობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც პრეზენტაციის დასაწყისში საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, პროექტის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება მოხდება და შემდგომ მერია პროექტს საკრებულოში ხელახლა გადააგზავნის. "პროცედურა ითვალისწინებს, რომ შენიშვნები რაც იყო და განხორციელდა გენგეგმაში, უკვე ქალაქის მთავრობა ხელახლა წარმოადგენს საკრებულოში. ჩვენ კვლავ გვექნება საბოლოო განხილვა და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე დავამტკიცებთ...
გორის მუნიციპალიტეტის მერია დაფინანსების მოსაპოვებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ევროკავშირში წარადგენს. ამასთან დაკავშირებით, გორის მერიაში საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვა დაინერტერსებულმა პირებმა შემუშავებული პროექტების პრიორიტეტულობასა და მათი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, ისინი პოლონელ ექსპერტებთან უწყვეტად თანამშრომლობს, რადგან სწორი მიმართულებით მოხდეს პროექტების მომზადება. მერიის მიერ შემუშავებული პროექტებია: გორში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა; წედისი-ბნავისი-ოლოზი-ღვარების გზის და სასმელი წყალის რეაბილიტაცია; სოფელ...
ქედის ცენტრალურ პარკს, შესაძლოა, პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭოს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ამის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალქეებმა რამდენიმე თვის წინ მიმართეს. სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და ახლა ჯერი, საქართველოს სამთავრობო კომისიაზეა. "განცხადების შემოსვლის შემდეგ, მოხდა მოსახლეობასთან შეხვედრა, მომზადდა დასკვნა და ახლა სამთავრობო კომისიის დასკვნას ველდოებით, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გადაწყდება“ - ამბობს ქედის საკრებულოს აპარატის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ