წინა სტატია შემდეგი სტატია რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საქმის მწარმოებელი, რომელიც ადგილზე იმყოფება ხიდზე ხარვეზების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ რამდენიმე ფილა ბოლომდე კონტროლის მიზნით არ ჩაამაგრეს. "დატოვებული მაქვს რამდენიმე ადგილზე, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მიზნით ჩავიდე",–ამბობს საქმის მწარმოებელი და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ორბელიანის მოედანზე 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. "წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს,...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობის გადახურვა მიმდინარეობს. ამასთან, სრულდება სამზარეულოს, საწყობი ოთახის და სველი წერტილების კეთილმოწყობაც. ასევე, ბაღის ეზოში დამონტაჟდა ჭაბურღილი. სამუშაოებს შპს "გრუზ ჯგუფი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 27 719 ლარს შეადგენს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღი 60-მდე ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო დაწესებულების გახსნას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია დაესწრო და მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი მიულოცა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით,  სააღმზრდელო პროცესისთვის ბაგა-ბაღში კარგი პირობებია შექმნილი.
ხაშურში მდინარე შოლას კალაპოტს წმენდენ. მერიის ინფორმაციით, ე.წ. შოლის დახურული უბნების მოწყობა გასული საუკუნის 90-იან წლებში განხორციელდა. დროთა განმავლობაში მოხდა დახურული მონაკვეთების ჩაშლა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენის ჩაყრა დაემატა და არხის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გახსნილია ქალაქის შემოსასვლელთან, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახურული მონაკვეთი სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა მდინარე მტკვრიდან აღნიშნულ მონაკვეთამდე 2...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში წინუბანში ე.წ. "დათვების ღელეში“  სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა მოეწყობა, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი გამწმენდ-ნაგებობაში წავა. ასევე, მოეწყობა ახალი გამწმენდი-ნაგებობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულს. როგორც მერიაში აცხადებენ, გამწმედნი-ნაგებობიდან სასმელი წყალი მაგისტრალური მილსადენებით მიეწოდება დასახლებულ პუნქტებს. მათივე ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი სოფელ მუგარეთის სასმელი...
ქალაქ თეთრიწყაროში და დაბა მანგლისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრები აშენდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი პუნქტების მშენებლობა გააუმჯობესებს ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ცენტრს დაშორებული სოფლების მოსახლეობისათვის. შენობები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდება და აღიჭურვება სამედიცინო, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით. მათივე ინფორმაციით, პროქტი ამ ეტაპზე სავალდებულო ექსპერტიზას გადის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს. როგორც "საქართველოს მელიორაციაში" აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიან მონაკვეთს და მასზე არსებულ სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი) უტარდება. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, კახეთში სარწყავი წყლის მიწოდება 5 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე...
ბათუმში ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. "უკვე დავიწყეთ სერვისცენტრების მშენებლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათი დანიშნულებაა, მოქალაქეებმა ადგილზე მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება, რისთვისაც ადრე ისინი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს მიმართავდნენ. სერვისცენტრების მიზანია მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება. ეს გულისხმობს "ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებას" - განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. მერიის...
EIB–ის მისიამ ქუთაისში დაგეგმილი წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან, მხარისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილა. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებს. მერიის ცნობით, მხარეებმა პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, ჯგუფი უზრუნველყოფს ადგილობრივების ინფორმირებას, პროექტის საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ბენეფიციარების მოთხოვნებთან და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი...
თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, 2019 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდში ამბობენ, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "სამუშაოების დიდი ნაწილი დასასრულს უახლოვდებდა, აშენებულია გამწმენდი ნაგებობა. იცით, რომ ფეკალური მასები ამ დრომდე მდინარე ალაზანში ჩაედინება. ეს დიდი პრობლემაა ამ პროექტის გახნორციელების შედმეგ კი აღნიშნული საკითხი სრულად...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისის თოჯინების თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ნაცვლად ახლა იწყება. შენობიდან უკვე გაიტანეს ინვენტარი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა გათბობისა და კონდიცირების სისტემები, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, ამასთან, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება თეატრის ეზო. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება პანდუსები. პროექტის ღირებულება 534 655 ლარია. თანხა საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო. შენობას სარემონტო სამუშაოები ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში ტექნოპარკი გაიხსნება, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის. "ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სადაც თითოეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები. ჩვენ მზად...
წინა სტატია შემდეგი სტატია დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც მისმა ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაზე, რის გამოც მას გაასაჩივრებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "სასამართლოს განჩინება უკვე მივიღე. დღეს შევხვდები, მოვინახულებ და საბოლოოდ დავაზუსტებ დეტალებს, შემდეგ კი გავასაჩივრებ“, - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება იგივე ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ვიცე მერს,...
ჩუღურეთის რაიონში თბილისური ეზოების მოასფალტება დასრულდა. კერძოდ, დონდუას N2, ქვლივიძის N5, კახიძის N7, წმინდა ნიკოლოზის N15, ჩიტაიას N16-სა და N20-ში მდებარე ეზოებში გზა დააგეს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართებზე 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათივე ცნობით, ასფალტის საფარის დაგებამდე, ყველა ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „პარმა“-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.
კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, გრიშაშვილის N45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები უტარდება. გამგეობის ინფორმაციით, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ