სტატიის გაგრძელება "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტი მაქსიმალურს აკეთებს, რომ ქუთასის წყალმომარაგების სისტემის გამართვის გაჭიანურებული პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდეს. იქ სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოების შედეგად დაზიანდა გზები, პარალელურად გაგრძელდება გზების დაგებისა და აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ვმუშაობთ დონორთან ქუთაისის საკანალიზაციო ქსელების პროექტის მესამე ფაზაზე, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება, ვინაიდან პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ქუთაისიც საკმაოდ დიდია თავისი დასახლებებით“, - განაცხადა ვიცეპრემიერმა,...
წინა სტატია მერიის ცნობით, რეაბილიტაცია შპს "საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ შესაძლო წყალდიდობების შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა - როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისათვის, რათა სტიქიური უბედურებების დროს ქალაქი ფოთი და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს....
წინა სტატია ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა შეიმუშავეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტი ვალდებულია, განახორციელოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. დოკუმენტი მოიცავს შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებებისა და მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას, ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს...
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები“, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით  არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია. მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში...
ასპინძის სოფლებში ნაქალაქევში, ფიასა და თმოგვში ადგილობრივები მომრავლებულ მტაცებლებზე ჩივიან. მათი თქმით, ბოლო პერიოდში, სამ სოფელში მგელმა 20–ზე მეტი პირუტყვი დაგლიჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "მე ხბო შემიჭამა, რამდენიმე დღის წინ კი მგელმა ჩემი მეზობლის ძროხა დაგლიჯა. გარშემო სოფლებში 20–ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო“, – ამბობს სოფელ ფიაში მცხოვრები პაატა კაველიძე. თმოგვსა და ნაქალაქევში ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი პირუტყვს დღისით ესხმის...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილების დაწყებიდან ერთი წლის თავზე გასულ პერიოდს აჯამებს და აცხადებს, რომ წელს ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდა, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის პროექტის გარდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ამის მიზეზად კი გორის მერი საბავშვო ბაღებზე გათვალისწინებულ ახალ სტანდარტებს ასახელებს, რის გამოც, მისი თქმით, პროექტის გადაკეთება გახდა საჭირო. "რაც წელს იყო გათვალისწინებული, ეს ყველაფერი ბოლომდეა შესრულებული. გვრჩება მხოლოდ ერთი პროექტი, საუბარია...
გორის ტურისტული ცენტრის მოწყობა 2019 წელს დასრულდება, პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ხოლო, მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება და გაზაფხულზე დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, ტურისტულ ცენტრს გაზაფხულზე გახსნიან. თავზარაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების პერიოდში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცე მოწესრიგდება, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვები დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ჩვენ ვებ-გვერდზე უკვე არის კომისიებსა და ფრაქციებში დაგეგმილი განხილვების გრაფიკი. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს, რომ იყვნენ აქტიურები. რათა ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს საზოგადოების რეკომენდაციები და ინტერესები. საკრებულოს აპარატი არასამუშაო დღეებშიც...
სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები გახდნენ. ისინი აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.მენტორის დავით სონღულაშვილის თქმით, ბავშვებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი რობოტი გამოიგონეს. "მაგალითად უსინათლო პირს სჭირდება კორვალოლი. არის სპეციალური კარადა, რომელსაც პირი ეუბნება, რომ მას სჭირდება წამალი, რობოტი უსხამს კორვალოლს. ასევე, შესაძლებლია უთხრას, რამდენი წვეთი სჭირდება,...
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 16 წელს მიღწეულ ბავშვების ჩათვლით, დევნილ ახალგაზრდებს სოციალური დახმარება დაენიშნებათ. სამინისტროს ინფორმაციით, ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, კვების ვაუჩერს და თანხას მიიღებენ. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ფულადი ბენეფიტი/სარგო - 20 ლარი, კვების (საკვები პროდუქტების) ვაუჩერი - 30 ლარი იქნება. "პროგრამის...
სამცხე–ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება. თავშესაფრის პროექტს კი მისი ავტორები რეგიონს უსასყიდლოდ გადასცემენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის პროექტის ავტორები სოფიო ბეროშვილი და ლაშა გეგეჭკორი არიან. მათ პროექტი რეგიონს საჩუქრად გადასცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე გაკეთდება. ის 300 ცხოველზეა გათვლილი და...
აფხაზეთში, მთიან კურორტ ავადხარაზე, პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოებს ვიდეოსთან ერთად, კურორტზე მოქმედი პანსიონატი ავრცელებს. https://www.facebook.com/137558766998514/videos/303711953564815/?__xts__=68.ARCA8_C-AxDkJwe1ywhAdfGyh3LavFRCMgGkZpcZTMMILnPneG51xPYog38R_NZxKHJtyz2xNsOr-abmfr1SmgD17eCXY41vnSW7KuIWzy4JkjkSKx19OMLye4D90pL2fch7_FJfg13NMdzKASaUO9oQO_evvCytqvw1zaLLt4_HE2fWNps_AR-hzrphaF4-Exe-9SmnaJs9pXbVRLEI_qCeAFtlB4Ajx89GtsrZuYmTXZNNJ6PnJeS4yZFHi632i2rAg4hyHJgSjVTnM0eRNkjXKvRAsx65jUZXg09vzZm0RDPsVAg3mEbDCiWg0FKTj8v5__lSHSylhJsgZMqVn8o49f_XCNqO8WI&__tn__=-R კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 600 მეტრზე. ის რიწის ტბიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული.
წინა სტატია სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ავთო ინასარიძე ასპინძაში ტერასებზე აღდგენილი მესხური ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი, ოთხი საუკუნის შემდეგ ისევ ღვინდება. დუღილის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ექვს თვეში კი ქართულ მეღვინეობას ტერასების წითელი "თამარის ვაზი“ და თეთრი „მესხური ჩიტისთვალა“ დაუბრუნდება. "ეს არის პირველი მოწეული ყურძენი ჩვენი ტერასებიდან. გვაქვს სამი ქვევრი, რომელიც წელს ჩავდგით. წლევანდელი მოსავალი იყო ნიშანი იმისა, თუ როგორი ღვინო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რეგიონული განვითარების სამინისტრომ აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო შესყიდვის ღირებულება ორი მილიონი ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შემოვლითი გზის მშენებლობის მიზანი ისაა, რომ კურორტზე ტრანსპორტმა არ იმოძრაოს და ეკოლოგიური გარემო მაქსიმალურად იყოს დაცული. მიმწოდებელმა სამინისტროს გზის პროექტის ისეთი ვერსია უნდა შესთავაზოს, რომ შესაძლებელი იყოს აბასთუმნის ობსერვატორიასთან მისი მიერთება. დამკვეთი ამისთვის საავტომობილო გვირაბის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება აბასთუმანში ივანიშვილის ორკვირიანი სტუმრობის შემდეგ მგფ–მა კურორტის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა, ფონდ "ქართუმ“ კი ექვსი პროექტის განხორციელება დაიწყო. ასევე, გადაწყდა, რომ კურორტზე მანქანები აღარ იმოძრავებენ და ამიტომ აბასთუმანი–ბაღდათის გზის მშენებლობა შეაჩერეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენში, აბასთუმანი–ბაღდათის 60 კმ–იანი გზის მშენებლობა, დაახლოებით, სამი თვის წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. პროექტის შეჩერების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ