წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა. კალაძის თქმით, უკვე მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები და დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. "ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და...
წინა სტატია ტელეკომპანია "პირველი" საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებას მთავრობა მომდევნო წლებში გეგმავს, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების კრიტიკას, ადგილობრივ ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, დღგ-ს ნაწილის დატოვებასთან დაკავშირებით. კაკაურიძე ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვება შესაძლებელია, თუმცა, ამისათვის მთავრობა მზად რამდენიმე წელში იქნება. https://www.youtube.com/watch?v=jMWDfQXEsgU&feature=youtu.be
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი თანამედროვე სტანდარტის, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. ამასთან, თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა სიახლეებსა და ცვლილებებზე ისაუბრა. "2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისში პირველი მასშტაბური მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება, რომელიც 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მთლიანად იანვარ-თებერვალში დასრულდება. "თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. თბილისის განვითარების ფონდი ძირითადად, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს და თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას რეკომენდაციით მიმართა, რომ მერიის ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანები დაბალბიუჯეტიანით ჩაანაცვლონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკრებულოს დეპუტატის კონსტანტინე კაკავას თქმით, ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს მერიას და ძვირაღირებული აბტომანქანების ჩანაცვლებასთან ერთად, მათ თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირებაც მოითხოვეს. "წლის განმავლობაში, ამ ძვირადღირებული მანქანების შენახვისათვის თანხების გამოთავისუფლება მოგვცემდა სხვა პროგრამების, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, ან ინფრასტრუქტურის დაფინანსების...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება. მისი თქმით, გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა. "ჩვენ განვახორციელეთ სამართლებრივი რეფორმები, რის შედეგადაც, ჩვენ მივიღეთ ტაქსების რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია. დავასრულეთ გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, ესეც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს 921 მილიონი ლარი იქნება, რაც სპეც-ტრანსფერების მეშვეობით მილიარდზე მეტი გახდება. ამასთან, თბილისის მერმა დაასახელა იმ თანხების მოცულობაც, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება. "მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, და ასევე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს იმ მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის, რომელიც...
წინა სტატია ქუთაისის მერია ახალი წლისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რისთვისაც მერიამ 43 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილია კოსტუმირებული და თეატრალური წარმოდგენები, დრამერების შოუ-მსვლელობა, სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი და სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება. ახალი წლის ღამეს გაიმართება ტრადიციული გალა–კონცერტი. ახალი წლის დღეებში ღონისძიებები ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მონპლაზირის ტერიტორიაზე და ანჯაფარიძის სკვერში გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის. ამასთან, ცნობილია, რომ ქუთაისის...
წინა სტატია სიღნაღის ისტორიულ გალავანს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. თაღს ღია კრემისფრად შეღებილი ნალესი ფენა მოაცილეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სიღნაღის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის გალავნის ამ ნაწილს ბოლოს 60-70-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია. "პატარა და დიდი თაღის სრული რეაბილიტაციის საკითხს 2019 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ამ საკითხის განხილვაში აუცილებლად იქნება ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. მათ რეკომენდაციებს გავითალისწინებთ და უძველესი თაღების...
ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ისტორიული ძეგლს გადარჩენისთვის სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. მათივე თქმით, კოშკის ნაწილი მიმდინარე წლის მარტშიც ჩამოინგრა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე ისტორიულ კოშკს რეკონსტრუქცია არ ჩატარებია. როდის დაიწყება ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ძეგლის დადგმის თხოვნით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა წერილობით ახალქალაქის მერს მიმდინარე წლის აპრილში მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "მოგმართავთ ინიციატივით, რომ ქალაქ ახალქალაქში დ.აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყოს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი,“ – ვკითხულობთ დეკანოზ ალექსანდრე ქასრაშვილის წერილში. საპასუხოდ კი ახალქალაქის მერიამ სექტემბერში ტენდერი 42 589 ლარზე გამოაცხადა და გამარჯვებული "შპს ლომი 1961“ გამოვლინდა....
თბილისის მერი კახა კალაძე მუშაობის 1 წელს აჯამებს. ღონისძიებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/697441023989105/
წინა სტატია თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ღამის ავტობუსმა, შესაძლოა, ლისის ტბისა და ვაკის მიმართულებით იმოძრაოს. მისი თქმით, ახლა ღამის ავტობუსით 30-40 მგზავრი სარგებლობს, თუმცა, მერიას კონკრეტული მონაცემები დეკემბრის ბოლოს ექნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "დეკემბრის ბოლოს გვინდა ამოვიღოთ მონაცემები, რადგან ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ითვლის როგორი დატვირთვა იყო. გვინდა, ზაფხულში უკვე სხვა მიმართულებებზე გავუშვათ ავტობუსი, მაგალითად, ვაკის...
video
🔴 თვითმმართველობების ქონებას უმეტესად სახელმწიფო ფლობს! 🔴 თვითმმართველობების ფინანსები შეზღუდულია! 🔴 თვითმმართველობები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ! 🔴 მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ვმონაწილეობთ! ✔️ #დაიწყერეფორმა❗️❗️❗️ ✔️ #უთხარიკიდეცენტრალიზაციას❗️❗️❗️ ✔️ #თვითმმართველობისდროა❗️❗️❗️ ასევე შეგიძლიათ ნახოთ: უფულო და უქონელი სოფლები, რომლებიც იცლება – #უთხარიკიდეცენტრალიზაციას სახელმწიფო ქონება თვითმმართველობებს – #უთხარიკიდეცენტრალიზაციას! დატოვე ჩვენი გადახდილი საშემოსავლო გადასახადი ადგილზე – #უთხარიკიდეცენტრალიზაციას
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისაგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს, რის გამოც შპს "თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. "საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება", - აცხადებენ "თბილსერვის ჯგუფში". ამასთან, "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში 17 ოჯახი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს" გორის მერიიდან აცნობეს. მერიის ცნობით, ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის სიაში ვერ მოხვდნენ. მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ დახმარების მიმღებ სიაში 17 ოჯახი არ ეწერა. კოშკა მერეთის ტერიტორიულ თემში შედის და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. სიაში გამორჩენილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ