წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა. კალაძის თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაზარალდნენ და მთავრობა შეეცდება, მათი რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს. "მინდა სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს. თქვენ იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული საკმაოდ ბევრი გვყავს, 3 000 ადამიანს აღემატება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა...
წინა სტატია "ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუმცა პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმასთან ისაუბროს", - განაცხადა ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინვესტორთან. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. ის პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრიხავთ, თუმცა ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ 402 000 ლარის საწვავზე ხელშეკრულება კომპანია "რომპეტროლთან" გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მერია წლის განმავლობაში 200 000 ლიტრ საწვავს გამოიყენებს. 1 ლიტრი საწვავის ფასად 2.01 ლარია მითითებული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ხელშეკრულებაში მითითებულია 100 ავტომომილის მონაცემები, რომლებიც წლის განმავლობაში საწვავით ისარგებლებენ. ქუთაისის მერიის ავტოპარკის ხარჯები არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ. მათი თქმით, ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების უმეტესობა არაეკონომიურია, რომელთა შენახვაც ბიუჯეტს ძვირი...
ქუთაისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისაათვის 3 663 474 ლარის ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერის მიხედვით, კომპანიას, რომელიც სამუშაოების წარმოების უფლებას მიიღებს, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთან, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების წარმოებისათვის 6 თვის ვადა ეძლევა. სატენდერო წინადადებების მიღება პირველი თებერვლიდან იწყება და 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად ქცეული უბანი დაბა მახინჯაურში. ტერიტორიაზე შემოვლითი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. დაბინძურებული უბანკი კი ადგილობრივებს აწუხებთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი შემოვლითი გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ნაწილს 2 წლის წინ კომპენსაციებიც დაურიგეს, თუმცა აქ მცხოვრებლების ნაწილს თანხა არ მიუღიათ. იმის გამო, რომ სამშენებლო ნაგავია დაყრილი წვიმის დროს...
შუახევში მცხოვრებ 374 მოქალაქეს მთის სტატუს შეუჩერდა, 1 004-ს კი შეუყდა.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მიზეზი საჯარო რეესტრის მონაცემების ცვლილება ან მოქალაქის განაცხადი გახდა. მთის კანონის შეღავათებით ვერ სარგებლობენ პატიმრები და სტუდენტები. შეგახსენებთ, რომ მთის კანონი 2016 წლიდან მოქმედებს. https://www.youtube.com/watch?v=4uJxwcnavGE
წინა სტატია "თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც,  ამაღამ 00:00 საათიდან - 23 იანვრის 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. შეგახსენებთ, რომ  საახალწლო დეკორაციები რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე ჩამოხსნეს. https://www.facebook.com/TbilserviceGroupLTD/photos/a.1541694082741684/2336398856604532/?type=3&theater
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტეტის 5 სოფელში: აბისი, აბისისთავი, ავლევი, ცერონისი და კნოლევში კრება ჩატარდა და მოსახლეობამ უკვე შეირჩა პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება. სოფელ აბისში მოსახლეობამ გარეგანათების, აბისისთავში მოსაცდელის, ავლევში სასაფლაოს გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხი, ცერონისში რკინა-ბეტონის სარწყავი არხი და სასაფლაოს გზის მოხრეშვა, ხოლო სოფელ კნოლევში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარეგანათების მოწყობა გადაიდო. ამის შესახებ სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. 882 000 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც 16 იანვარს გამოცხადდა, დღეის მდგომარეობით "შეწყვეტილის" სტატუსი აქვს მინიჭებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარეგანათების მოწყობა 47 სოფლის ნაცვლად 44 სოფელში გადაწყვიტა, რის გამოც სოფელ თერგვისში, კირბალში, ყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა გადაიდო. სატენდერო პროცედურები შეწყვეტის მიზეზი კი კომისიის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნციპალიტეტის 67 სოფელში 21 იანვრიდან 16 თებრვლამდე საერთო კრებები ჩატარდება. როგორც ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, 21 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი) მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გაიმართა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მხრიდან დასახელებული იქნა რიგი საჭიროებები, რომლის განხორციელებაც სოფლისთვის განკუთვნილი თანხების შესაბამისად დაიწყება. ხოლო, დღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე -...
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრებები უკვე ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია. სიღნაღის სოფელ გურჯაანში, ვეჯინში, ჭანდარში, კოლაგში, ბაკურციხეში, კარდენახში და მელაანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან" თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით ადგილობრივებმა მსჯელობის შემდეგ გარეგანათების მოწყობა გადაწყვიტეს. სოფელ ჩალაუბანში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სარწყავი წყლის რეზერვუარის დამატება აღმოჩნდა და სწორედ მას მოხმარდება პროგრამიდან გამოყოფილი 8 000 ლარი. ხოლო, სოფელ ვაქირში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასაფლაოს...
TV 4 რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და ის მექანიზემები განიხილეს, რომლებიც, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული. https://www.youtube.com/watch?v=jk-prm0D8xo&feature=youtu.be
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 135 666 ლარია, კალათბურთის სათამაშო მოედნის, საბავშვო ატრაქციონების, გარეგანათების სისტემის, შადრევნის, სკამებისა და სანაგვე ურნების მოწყობას ითვალისწინებდა. დასასვენებელი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
წინა სტატია ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "იმედის დილის“ ეთერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს პროგრამა 15 იანვარს დაიწყო და უკვე 300-ზე მეტი სოფლის კრება ჩატარდა, სულ კი 1 700-მდე კრება გაიმართება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ყველა სოფელში ადგილობრივების გადაწყვეტილებით შეირჩევა ის პრიორიტეტული პროექტები, რაც მიმდინარე წელს უნდა გაკეთდეს. ძალიან საინტერესო პროცესია, როცა კრების მონაწილეები დისკუსიის...
რადიო "თავისუფლება" ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები მეტ უფლებებს ითხოვენ მეტი შესაძლებლობისათვის - იქნება ეს ქონების განკარგვა, სერვისების მიწოდება თუ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი - სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების გამიჯვნა სუბსიდირების პრინციპის საფუძველზე - არის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს საბჭოური მემკვიდრეობით მიღებული ცენტრალიზებული მართვის საბოლოო გარდაქმნა“,  "საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი - სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების გამიჯვნა სუბსიდირების პრინციპის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ