წინა სტატია თბილისის მერიამ ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ასევე, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, "ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც...
წინა სტატია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქრთამის აღების დახმარებაზე დაკავებული მაღალჩინოსნებს - წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის...
გორი-კარალეთის გზა გაანათეს. ამ გზაზე გასულ წელს რამდენიმე ფეხითმოსიარულეს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 2018 წლის აგვისტოში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გორის მერიის ცნობით, გარეგანათებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა. გადაწყვეტილების მიმღებნი კი იმედოვნებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა მინიმუმამდე დავა. ერთ წელიწადში გორი-კარალეთის გზაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 4 მსხვერპლით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 შემთხვევიდან სხეულის...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში გზებისთვის სახელის მინიჭების პროცედურები გრძელდება. "ერთობის ქუჩის" გარდა,  დასახლებში "აჭარის ქუჩაც" გაჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივებმა გორის საკრებულოს მიმართეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. წითელუბანში სულ 8 ქუჩაა რეგისტირებული. აქედან ყველაზე დიდს "მშვიდობის ქუჩა" 2018 წლის ნოემბერში უწოდეს. შემდეგ მოდის, 840 მ სიგრძის ქუჩა და მას "ერთობის ქუჩას" დაარქმევენ. წითელუბანში ოფიციალურად 260-მდე კომლია რეგისტრირებული. დასახლება შავშვების...
ტელეკომპანია "აჭარა" დაბალი კონკურენცია ბათუმის მერიის მიერ 2018 წელს ჩატარებულ ტენდერებში და  ცალკეული შემთხვევები, როდესაც გამარჯვებულად ყოველთვის ერთადერთი მონაწილე კომპანია სახელდებოდა. როგორ იმარჯვებდნენ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილი კომპანიები ტენდერებში? ამ კითხვაზე პასუხი "აჭარის ტელევიზიამ" ბათუმის მერიისგან ვერ მიიღო, რადგან მერიაში ინტერვიუზე უარი განაცხადეს, მათგან განსხვავებით განმარტებები გააკეთეს ქალაქის საკრებულოში. https://youtu.be/lI-dgJsjwsQ
ტელეკომპანია "აჭარა" რატომ ვერ მოხვდა აჭარა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, ამაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გასულ კვირას კითხვაზე პასუხს პრემიერმაც აარიდა თავი და მხოლოდ ის თქვა, რომ ანალოგიურ პროგრამას აჭარის მთავრობა თავად განახორციელებს. რეგიონის მთავრობაში ამბობენ, რომ პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო ფული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელ სხვა პროგრამას ჩამოეჭრება სოფლის მხარდაჭერისთვის საჭირო 2 მილიონი და იქნება თუ არა ის საკმარისი...
წინა სტატია კახეთში რკინიგზის რეაბილიტაცია და სარკინიგზო ხაზის აღდგენა იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის მისი მონაწილეობით ბევრჯერ ჩატარდა. "როცა კახეთში შეხვედრები ტარდებოდა, რომელსაც სამინისტროები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, ყოველთვის ვსაუბრობდი რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაციასა და სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე და მის დადებით შედეგებზე. ჩემი დიდი სურვილია, აღდგეს სარკინიგზო ხაზი,...
წინა სტატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი - air.gov.ge აამოქმედა. ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მოპოვება. "მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თბილისის მერიასთან ერთად 40-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. პრემიერის განმარტებით, გეგმაში გაწერილია კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც ყველა უწყება აქტიურად მუშაობს.  ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა ტექინსპექირების ამოქმედებას და ავტოპარკის განახლებასაც. " მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს....
წინა სტატია ბათუმში წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც გარემოვაჭრეების დახლები და ჯიხურები აიღეს, კვიპაროსებს რგავენ. გამწვანების სამსახური დილიდან მუშაობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ადგილზე გარემოვაჭრეებიც არიან, ისინი აქციას აანონსებენ და ამბობებ, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებენ. წერეთლის გამზირზე გარევაჭრობის ჯიხურები გუშინ გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა აიღეს.
ბათუმში წერეთლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია უკანონო გარემოვაჭრეების დახლებისგან გათავისუფლდა. მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 კეთილმოწყობილი დახლია გამოყოფილი. როგორც მერიაში აცხადებენ გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ადგილებზე საქმიანობა. "ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვასა და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების...
წინა სტატია "წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ჩარიცხული 250 000 ლარი გრიგოლ ივანეიშვილმა სესხად აიღო. არსებობს ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება", - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგილ ივანეიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. „ივანეიშვილის უფლებამოსილება არ ყოფილა იმ კონკრეტული საკუთრების ტენდერზე გატანა. არც...
გამოკითხულთა უმრავლესობა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გზებს, გარემოს დაბინძურებას და კომუნალურ გადასახადებს მიიჩნევს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ. კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინტრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქსა თუ სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ეს პრობლემა არის გზები, 22% - გარემოს დაბინძურებას ასახელებს, ასევე 22% - კომუნალურ გადასახადებს, 18%...
წინა სტატია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის...
წინა სტატია მიმდინარე წლის აპრილში ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის 1-კილომეტრიანი დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი“ აფინანსებს და მისი ჯამური ინვესტიცია, ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის. ამჟამად "მუნიციპალური განვითარების ფონდში“ შესული სატენდერო წინადადებების შეფასების ანგარიშის მომზადება მიმდინარეობს. "გაგარინის ქუჩის ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), "ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან გათვალისწინებულია სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა. ამ ადგილზე...
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება. ინფორმაციას droa.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში უდასტურებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისთვის მიმდინარეობს დადგენილების პროექტზე მუშაობა და ის მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება. 2017 წელს გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღდგა, თუმცა, მისი ბიუჯეტი, წინა წლებთან შედარებით, 30 მილიონით ნაკლებით - მხოლოდ და მხოლოდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც, ცხადია, 3000-ზე მეტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ