ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი რუსლან კილასონია თანამდებობიდან გადადგა. მერიაში აცხადებენ, რომ კილასონიამ თნამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"თქვა, რომ ოჯახური პირობების გამო ტოვებს თანამდებობას, თუმცა ასვეე ითხოვა რომ მისი გამოცდილება იქნას გათვალსიწინებული შედარებით დაბალ პოზიციაზე“, - ამბობენ მერიაში.
"ასაკი თავისასა შვრება, სამსახურის უფროსის თანამდებობა რთული სამუშაოა და ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა. ისე მეხვეწებოდნენ დარჩიო და არ...
"TELEGUIDE" - ასე ჰქვია ანდროიდებისა და iOS სისტემისთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაციას, რომლის ავტორიც დუტა პეტრიდისია. მისი თქმით, აპლიკაცია ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი გამოყენება თვის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"პროექტის სახელი როგორც უკვე იცით ტელეგიდია. მისი მთავარი ფუნქციაა, რომ ტურისტებისთვის და არამხოლოდ ტურისტებისათვის უფრო მარტივი გახადოს მოგზაურობა. "ტელეგიდის" მთავარი მიზანია ტურისტს ნებისმიერ ღირსშესანიშნაობებზე ზუსტი და ამოუწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რამდენიმე ენაზე", -...
თბილისის მეტროს 2 განახლებული ვაგონი დაემატა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება.
"სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და სადგურების მოწესრიგების მიმართულებით.
დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების...
"ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.
ხელშეკრულება ქალაქ ფოთში ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობას გულისხმობს, რასაც OPIC-ი დააფინანსებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის...
წინა სტატია
საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთების მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, უკვე ცნობილია კომპანიები, რომლებიც ქვემო ხევი-უზუნთას და ხარისთვალა-შქმერის-უშოლთა-ბოყვის მონაკვეთების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.
ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერი შპს "მამისონმა" მოიგო. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს. სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.
რაც შეეხება კიდევ ერთ...
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.
კრებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის კრებას ხურვალეთის, ახალი ხურვალეთისა და ბობნევის მოსახლეობა დაესწრო. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 2 პროექტი დაფინანსდება. სოფელში მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, სპორტული დარბაზი მოეწყობა...
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა შუახევის მერთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჭვანის ხეობა მოინახულა და პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
“ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების...
ირაკლი პაპავა
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი
ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დეცენტრალიზებულია ხელისუფლება ქვეყანაში, განსაკუთრებით ფისკალური თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა დელეგირებული ადგილობრივ დონეზე, რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებენ ადგილობრივი ორგანოები ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას და საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რამდენად არიან ისინი აღჭურვილნი საკმარისი საკუთარი ფინანსური სახსრებით, რამდენად რეალურია მათი ფისკალური დამოუკიდებლობა (ავტონომია).
როგორც წესი, დეცენტრალიზაციას ორი უმთავრესი მიზანი გააჩნია:
...
ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე გარემოვაჭრეებს დღეიდან ვაჭრობა აეკრძალათ. როგორც მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეებმა გაფრთხილება გუშინ მიიღეს.
"შეთანხმებისამებრ, საკუთარი პროდუქციის რეალიზების მიზნით, ისინი ე.წ. ბონის ბაზარში გადავლენ", - განმარტავენ ბათუმის მერიაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება გასულ კვირას, წერეთლის ქუჩიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ევროპის მოედანზე მდებარე შენობას ე.წ. "რიყის დოქებს“, შესაძლოა, მფლობელი გამოუჩნდეს.
"არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"რიყის დოქები“ ამჟამად ეკონომიკის...
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცეპრეზიდენტის - გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომა გაიმართა, რომელზეც დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველად პროექტზე იმსჯელეს.
სხდომას ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან - დავით მელუასთან და ნათია ღვინაშვილთან, ასევე, ათეა-სექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან, კახა გურგენიძესთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და ამავე უწყების ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და...
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი) არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შიდა გზების მოწესრიგება, გარეგანათება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა - ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ გაგუას თქმით, კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და მისმა მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.
სოფლის მცხოვრებლებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო რწმუნებულის...
მცხეთამთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის - შატილის, მუცოს და არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
სოფლის კრებას საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ.
ვიცეპრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
"საქართველოში არსებობს სახალხო კრებების...
დილიკაურისა და შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა.
როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დილიკაურში, საკონსულტაციო შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ესწრებოდა.
შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ეგიდით იმართება და პროექტში მოსახლეობის ჩართვასა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსების საჭიროებისამებრ განკარგვას ისახავს მიზნად.
შეხვედრებზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები ამბულატორიის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოწყობას და წყლის სისტემების აღდგენასა...
"2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბახტაძემ განაცხადა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.
ბახტაძის თქმით, რეგიონში რამდენიმე საბავშვო ბაღი შენდება, ასევე, იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































