თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა პროექტის -"ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის’’ ფარგლებში "მედია ცენტრ კახეთთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ერთობლივ განხილვას და საყურადღებო პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობას გულისხმობს. მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.facebook.com/GDArchilKhandamashvili/videos/267646270813541/UzpfSTIwMTU5NjE2OTkzNjIyMjoyMDA1OTg2MzcyODMwNTE3/
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრება უკვე ჩატარდა და  მოსახლეობამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეარჩია. სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა, ხოლო სოფელ ბაისუბანში ახალგაზრდებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა დაიგეგმა. რაც შეეხება სოფელ კართუბანს აქ საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ნაწისქვილარში კი სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა. ლაგოდეხის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 00 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მოსახლეობა თავად ასახელებს პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც მიმდინარე წელს მოგვარდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფკების წარმომადგენლებმა უკვე 18 სოფლის მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები. საკონსულტაციო შეხვედრა 8 სოფლის მოსახლეობასთან დარჩა. სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითად პრიორიტეტულ საკითხებად ასახელებს გარეგანათების სისტემის, დასასვენებლი...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა. ასევე, აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი დაესწრნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუსტიციის მინისტრთან ერთად რიგით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ცენტრში, რომელიც კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა, მოსახლეობა უმოკლეს დროში 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისის მიღება შეძლებს. გარდა ამისა, მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა, რადგან სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის...
წინა სტატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტში პარკი 64 164 ჰექტარ ფართობზე გაკეთდება, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში კი 11 680 ჰექტარზე ერუშეთის ეროვნული პარკი მოეწყობა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ერუშეთის დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და თურქეთთან ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაჭის ეროვნული პარკის დაარსება კი ხელს შეუწყობს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა. როგორც აბაზოვმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "მივიჩნევ, რომ სასამართლოს მიერ ჩემს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირი არ უნდა ასრულებდეს საჯარო მოხელის უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რის...
video
✊ მოითხოვე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს შესაბამისი ფინანსები, ქონება და უფლებამოსილება! 🤝 პარალელურად, ჩაერთე მის საქმიანობაში და აკონტროლე შენი არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება!   ✔️ იყავი აქტიური მოქალაქე! ✔️ მოითხოვე ძლიერი თვითმმართველობა!   #უთხარიკიდეცენტრალიზაციას❗️ #თვითმმართველობისდროა❗️
წინა სტატია "ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის კოეფიციენტი შემცირდა, ხაბეიშვილი ამას რაღაც სისულელე ინტერესებს უკავშირებს", - განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ. მან აღნიშნული ტერიტორიის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ქალაქგეგმარების პროცესში ფუნქციური ზონის ცვლილება ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, როდესაც ეს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ხდება, ხან ერთი ზონა გადადის მეორეში და ხან პირიქით....
"მივმართავ მერიას, მერს, არ მისცეს ნებართვა კომპანია "ანაგს" ვერეს ხეობაში გრანდიოზული შენობის ასაშენებლად", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ბიძინა გეგიძემ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც გეგიძემ აღნიშნა, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, ფრაქციას სპეციალური ინიციატივა აქვს შემუშავებული. "ჩვენ ფრაქციას “ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოთვის” მომავალ კვირას გაგვაქვს სესიაზე ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხება რეკრეაციული და ჯანსაღი სივრცეების...
წინა სტატია თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა. საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. თალაკვაძის თქმით, 15 მილიონი ევროს ოდენობით სესხი "თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განსახორციელებულ ინიციატივებს მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია "თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება. კერძოდ, 9 მილიონი ევრო დაიხარჯება 63 ნაგავშემკრები მანქანების შესაძენად, ასევე მოხდება 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა, 1...
წინა სტატია თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62 800 000 ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 105 000 000 ლარის მოცულობის იქნება. მისივე თქმით, ამ მოცულობის ბიუჯეტი თბილისს არასდროს ჰქონია. ხმალაძის განმარტებით, 2-3 თვეში ცენტრალური ბიუჯეტიდან მერის  105 000 000 ლარის ტრანსფერი ექნება. ამ თანხის მიღებამდე კი მერიას სურს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ტენდერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე გამოცხადდა. "მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში 485 მილიონი ლარის ღირებულების 52 ტენდერს გამოაცხადებს. "აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ტენდერებში შედის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით , რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა კახეთის რეგიონში და მიმდინარე...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არამარტო მუნიციპალიტეტებშია. ამის შესახებ მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ტენდერების უკონკურსოდ ჩატარებასა და სამუშაოების უხარისხოდ განხორციელებას ეხებოდა. ამის მაგალითად, აუდიტის სამსახურს ბეშუმში 2016 წელს ჩატარებული სამუშაოები აქვს მოყვანილი. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებენ ან ხელშეკრულებას...
სტატიის გაგრძელება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი ეცვლება და იქ 18 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნული საკითხის განხილვას ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათი მოჰყვა. ხაბეიშვილმა აღნიშნული ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა გააპროტესტა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ამჟამად საზოგადოებრივად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ