მთაწმინდის რაიონის გამგეობა, დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით, ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 1-ელ თებერვალს განთავსდა, მიწოდების ვადად კი 8 მარტია განსაზღვრული. ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი "საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“ დაინტერესდა, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ,  მოსახლეობასთან შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართება. "შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება, მინისტრი პირადად მოისმენს ადგილობრივი მოსახლეობის აზრს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე მათ გააცნობს საკუთარ ხედვებს, მათ შორის რეგიონებში მეწარმეობის განვითარების და ამ მიზნით მიმდინარე/დაგეგმილი პროგრამების შესახებ", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. ამასთან, ცნობილია,...
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და CNFA საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორომ მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და...
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საკონკურსო პირობების თანახმად, ამ ეტაპზე, სამინისტრო თბილისში, დაახლოებით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინეს. ამასთან, მშენებლობების დასრულების...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე პროკურატურამ დააკავა. არევაძის დაკავება, სავარაუდოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის პერიოდში, მის საქმიანობას უკავშირდება. პროკურატურაში არევაძის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა რას ედავება გამოძიება ყოფილი გამგებელს ამასთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებენ. არევაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარუდგენენ. გიორგი არევაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2004-2007 წლებში იკავებდა.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორი გელა გაგუა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით  თანხის გაფლანგვისთვის დააკავეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორი გ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორის გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სკვერების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 5 სკვერის მოწყობაში გორის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 148 186 ლარი დაიხარჯება. ამასთან, აღნიშნულ თანხაში ატრაქციონების შეძენა და დამონტაჟება გათვალისწინებული არ არის. სადგურის დასახლებაში ზუბალაშვილების ქუჩაზე 25 406, კომბინატში მშვიდობის ქუჩაზე 42 369,  წმინდაწყალზე მუსხელიშვილის ქუჩაზე 29 652, ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკის) ქუჩაზე 25 368, ვერხვების დასახლებაში კი სკვერის მოსაწყობად 25 391 ლარი დაიხარჯება. სატენდერო წინადადებების მიღება...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში 686 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანხას ადგილობივი ბიუჯეტიდან სოფლებში არსებული პრობლემების სრულად მოსაგვარებლად გარკვეული რაოდენობის თანხა დაემატება. ახმეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი დავით აბულაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფლის კრება 42 სოფელშია გამართული. მისივე თქმით, შეხვედრა 60 სოფელში ეტაპობრივად ტარდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები 15...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე წლის იანვარში 31 686 ლარი გაიხარჯა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ თანხით სხვადასხვა მიმართულება დაფინანსდა. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას 8 ოჯახზე 1 000 ლარი გაიცა, ხოლო, უსინათლოთათვის განკუთვნილმა ერთჯერადმა ფულადმა დახმარებამ 5 ბენეფიციარზე 750 ლარი შეადგინა. ასევე, 95 წელს გადაცილებული 2 ხანდაზმული 200 ლარით დაფინანსდა. გარდა ამისა,...
თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის შერეული სახის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 4 200 ლარი გამოიყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ახმეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში ამჟამად 21 ადამიანი ცხოვრობს. “ამჟამად თუშეთში მუდმივად მაცხოვრებელი 21 ადამიანია. მათ ჩემმა მოადგილემ და სოციალური სამსახურის უფროსმა იანვრის ბოლოს 2 100 ლარის ღირებულების შერეული პროდუქტი აუტანეს, მათ შორის ზეთი, ფქვილი, ბურღულეული, ტკბილეული. კიდევ,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმას ავრცელებს. როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ თანამდებობაზე ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 400 ლარს შეადგენს. "კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ სრული ზოგადი განათლება, თუმცა ამ პოზიციაზე აუცილებელი მოთხოვნა არ არის სამუშაო გამოცდილება. პირს, რომელიც...
სხვადასხვა დასახელების 24-მა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსში "საკურა“ უმაღლესი ჯილდო, კერძოდ, 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამასთან, იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართება. საერთაშორისო კონკურსი "საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსზე 33 ქვეყნის 4 000 მეტი სხვადასხვა დასახელების...
წლის ბოლოსთვის ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაგავმზიდი ავტომობილების მოძრაობის სქემაც შეიცვლება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ბითაძის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა, რომლებზეც ნაგავმზიდი მანქანები ღამით მოძრაობენ. "საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ერთის მხრივ ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან გვიჭირს...
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სხდომაზე დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს. ანგარიში 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან და საკანონმდებლო კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ...
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას. "ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36-მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები...
მთაწმინდის რაიონში, პეტრიაშვილის ქ. N19-თან GWP-ის წყალმომარაგების 150 მმ-იანი მილი ავარიულად დაზიანდა. რის გამოც, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, დღეს 13:00 საათიდან 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი ბარნოვის ქუჩით მგვალი ბაღის მიმართულებით იმოძრავებს. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები კი, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ნაფარეულის ქუჩით ისარგებლებენ. ხოლო ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ