რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონში ოლიმპიური აუზების მშენებლობა იგეგმება.
"ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმება, ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში - საცურაო აუზების, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში, სტადიონების რეაბილიტაცია - სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში, ხოლო ახალი სტადიონების მშენებლობა ყვარელსა და მარნეულში. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ და წელსაც...
ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია მედიის უკმაყოფილება იმ ფაქტმა, რომ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები სოფლის კრებებს ესწრებიან. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ცქიტიშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, მედიაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ესწრებიან სამინისტროს წარმომადგენლები სოფლის კრებებს. ეს კითხვები კი მისთვის გაუგებარია, რადგან, როგორც მან თქვა, ეს არის კარგი საშუალება...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში პარკინზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება. მისი თქმით, საპილოპტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.
"მინდა ვისაუბრო ზონალურ, საათობრივ პარკირებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ზოგადად, პარკირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა, - განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ სოფელში და თემში. წელს აღდგენილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა. პროგრამის ფარგლებში ორ თვეში უკვე 2 100-ზე...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის დაარსება იგეგმება.
"ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომელიც ინფრასტრუქტურის მხრივ მთას აქვს. ამის გარდა სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ აუცილებელი მიმართულებების, რომლიც განვითარება არის საჭირო. ამ თვალსაზრისით ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების...
წინა სტატია
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტმა 11 742 703 ლარი შეადგინა. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რჩება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ შეყილაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.
"2019 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების მოწესრიგება და...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, რომ 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი.
"ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში. ამიტომ, წარმოვადგენ იმ გეგმებს, ეტაპებს თუ როგორ განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. პირველი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი არის მარშრუტი წითელი ხიდიდან - სადახლოდან სარფამდე. 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული...
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ერთ-ერთი კითხვის ავტორის, მოქალაქე სალომე ლემონჯავას კითხვის საპასუხოდ, დედაქლაქის მერმა განაცხადა, რომ მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი პოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში.
"აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას, რათა რაც...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ვიდეო დიალოგისას მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ სადისტრიბუციო მანქანებმა, შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტულ საათებში იმოძრაონ.
"კანონპროექტი უკვე მიღებულია პარლამენტის მიერ და პრაქტიკულად, ბიზნესთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ვფიქრობთ, ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც კომპანია "სისტრას" მიერ ტრანსპორტის სამარშრუტო სქემები...
წინა სტატია
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი დედებისთვის ავტორბოლის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმშია აღნიშნული, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებმა არამრავალშვილიანმა ქალბატონებაც გამოთქვეს, რის გამოც ტენდერი შეწყდა.
ამასთან, მსურველებისგან ტენდერის დასრულების ეტაპზე მთაწმინდის გამგეობაში შეტყობინებებმა მოიმატა. ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობით, შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციაში შეუძლებელია ცვლილების შეტანა, ხოლო სახელმწიფო...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, სოფელ ყვარელწყალის, სოფელ დუმასტურისა და სოფელ ხორხელის საბავშვო ბაღები დროებით დახურა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი კვების ბლოკში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღების სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამობები იყო და არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები 1 200-1 200 ლარით დაჯარიმდნენ და...
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ვიდეო დიალოგისას მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა...
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი "ვიდეო დიალოგი" მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა, ტრამვაის ხაზის აღდგენას უკავშირდებოდა, რაზეც მერის მოადგილენ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მის კომპენსაცირებას მერია 18-მეტრიანი ავტობუსებით გეგმავს.
კითხვას დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამვაის აღდგენა მისასალმებელი იქნებოდა. მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც არსებობდა მოშლილია, ახლის აწყობა...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მოაგვარებას გეგმავს. როგორც კალაძემ ფეისბუქ ლაივისას მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.
"ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები...
თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.
გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.
ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დედაქალაქის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის თბილისის საკრებულოდან მერიაში ბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს და კენჭი უყარეს, რომ აღნიშნული პროექტი შესწორებებისთვის მერიაში დაბრუნდეს. თბილისის მერიამ კი თავის მხრივ პროექტი საკრებულოში უკან 7-10 დღის ვადაში უნდა შეიტანოს.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































