თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა, ტრამვაის ხაზის აღდგენას უკავშირდებოდა, რაზეც მერის მოადგილენ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მის კომპენსაცირებას მერია 18-მეტრიანი ავტობუსებით გეგმავს.
კითხვას დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამვაის აღდგენა მისასალმებელი იქნებოდა. მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც არსებობდა მოშლილია, ახლის აწყობა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.