წინა სტატია მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერია არ აპირებს დასაქმებული პირებისთვის კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს. "პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს. ფეხით ვინც...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სირცხვილია "ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგიას თანაგუნდელები, დღეს რომ ხმას არ იღებენ. მათაც ეშინიათ, რომ გვერდში არ მიუსვან გოგიას. ქვეყანაში დიქტატურა და ადეიშვილის პროკურატურა, კუბლაშვილის სასამართლო მყარდება, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, რაზეც აუცილებლად ისაუბრებს....
წინა სტატია შემდეგი სტატია ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე მოითხოვს, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, თვითმმართველობებს გადაეცეთ. მისი თქმით, ხშირად პროექტები სწორედ იმიტომ ვარდება, რომ ქონება გაუმიჯნავია, სახელმწიფო კი მუნიციპალიტეტების სასარგებლოდ ქონებას არ თმობს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. "მიმაჩნია, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, პირდაპირ უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს. მაგალითად, შარშან, 5 თებერვალს,...
20 წლის შემდეგ ფოთში მდინარე კაპარჭას კალაპოტი პირველად გაიწმინდება. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის...
წინა სტატია ფოთის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, დოკუმეტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, კანონით შესაბამის ზომებს მიიღებენ. დასკვნის მიხედვით, ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, უხარისხოდ არის შესრულებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ფოთის მერის პირველი მოადგილის კოტე თოფურიას განცხადებით, მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისივე თთქმით, მშენებელ ფირმას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით...
10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს საგამოფენო ცენტრ "Terrada Warehouse-ში“ გამოფენა -"საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართება. გამოფენაზე დაინტერსებულ ადამიანებს უახლესი ტექნოლოგიის, "Warpqsuare-ის" გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის "Sony music communication-ის" მხარდაჭერით სპეციალური ვებგვერდი www.georgia-homelandofwine.com შეიქმნა. ვებგვერდი ორენოვანი, იაპონური და ინგლისურია.  პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ჩვენზე უკეთ არ იციან, სად რა გვჭირდება, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ რაიმე ფორმით ჩავერთოთ ამ პროცესებში. კარგი იქნება, საკონონმდებლო საკითხები დარეგულირდეს და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ", - ამის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტებს აწუხებთ, სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს შორის გაუმიჯნავი ქონებაა. ფუტკარაძე ამბობს,...
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, 25 კმ-იანი ქარსაფარი ზოლების გაშენება დასრულდა. პროექტი საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების - ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენებასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს 514 ბენეფიციარი ჰყავდა, მათ შორის 120 ქალი-ფერმერი. სამინისტროს ცნობით, დაირგო 40 000-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელთაგან 20 000 ნერგი ფოტოდეგრადირებადი პლასტიკური ტუბით არის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პარკირების საათობრივი საფასური, მისი ინიციატივით, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ სპეციალისტები და ერთად შევჯერდეთ, რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით. ჩემი იდეაა,...
წინა სტატია შემდეგი სტატია "კარგია, რომ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ შეხვედრაზე გვისაუბრია, მაგრამ ნაბიჯები ჯერ ბოლომდე არ გადადგმულა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ვსვამ შეკითხვას - რა უფლებები გვაქვს მუნიციპალიტეტებს და რას ვაკეთებთ? თუ ვართ მერები და საკრებულოების წევრები, უნდა ვიყოთ თვითმმართველობა და არა - თავკომბალა სისტემის ნაწილი. ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომა. ვერაფერს ვერ ვახერხებთ", - ამის...
წინა სტატია თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით მერია აქტიურად მუშაობს. როგორც ხმალაძემ ომბუდსმენის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, თბილისში მთავარი დამაბინძურებელი მოძველებული ავტოპარკი და სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა, მისივე თქმით, ომბუდსმენის ანგარიში მაინც უზუსტობებს შეიცავს. "ჰაერის დაბინძურების შემცირება ჩვენი პრიორიტეტი რომ არის ამაზე ერთი წელია ვსაუბრობთ. გვექნება გარკვეული ინიციატივები და მომზადებულია კიდეც...
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე 2018 წლის ანგარიშთან ერთად, გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო. "2018 წელს კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 52 973 კვ.მ ფართობზე შეკეთდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა;...
ისნის რაიონში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირი N76 და N76-ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე წელს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხებს დემონტაჟი ჩატარდა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება: ბავშვთა გასართობი მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებით; კალათბურთისა და ფეხბურთის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი; დაიდგმება დასასვენებელი სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება; დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და ლამპიონები;...
ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში, შვიდი ავტოფარეხის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა. "მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ სახეს მიიღებს. მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზე გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც...
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კრწანისისა და დიდუბის რაიონის ბინადარ მიუსაფარ ძაღლებს ხის სახლები დაუდგა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ორი სახლი კრწანისის რაიონში, დამეგობრებული ქალაქების სკვერსა და კრწანისის ქუჩის 16 ნომერში განთავსდა, ხოლო ერთი სახლი დიდუბის რაიონში, ბრატისლავას სახელობის სკვერში დაიდგა. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქუჩის ცხოველებისათვის სახლები 10 მისამართზე განთავსდება.
დიდ დიღომში პეტრიწის N5ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, დასასვენებელ სივრცეში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, სავალი ბილიკები და საჩრდილობელი მოეწყობა. ასევე, მათი თქმით, სკვერში ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება და გამწვანების ზოლებში რულონური ბალახის საფარი დაიგება. ამასთან, სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება, კერძოდ, დაირგვება ხეები და ბუჩქები. აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 248 ლარით დაფინანსდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ