წინა სტატია დადგენილება, რის გამოც 2018 წელს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდა, ახლით ჩაანაცვლეს. ამჯერად მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების აღარ, მაგრამ ავეჯის, ტექნიკის, კონდიციონერებისა და სხვა მომსახურების შესასყიდად მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმება მაინც მოუწევთ. droa.ge უკვე წერდა, რომ საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის დეკემბერში მიიღებული 604-ე დადგენილებით, მუნიციპალიტეტები დაავალდებულა, უკლებლივ ყველა სატენდერო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესათანხმებლად გაეგზავნათ. სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები კი ვალდებული იყვნენ, ეს...
პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს. კვლევის ავტორი: სალომე საღარაძე იხილეთ კვლევა სრულად
ქვეწარმავლის პოვნის გამო, სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. მენეჯერის ინფორმაციით, ოთახში გველი ადგილზე მისულმა აღმზრდელმა ღუმელის წინ შენიშნა, რის შემდეგაც ის დარაჯმა მოკლა. გურჯაანის მერიის ინფორმაციით, 63 აღსაზრდელს სხვა ბაღებში გადაანაწილებენ. დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე კი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განაცხადა, შენობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა და ორშაბათისთვის გადაწყვეტენ, თუ რა სახის სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო....
მთაწმინდის რაიონში ვერაზე, ბოცვაძის ქუჩის №14-ში, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, სივრცის უმეტესი ნაწილი გამწვანების თარგებსა და საბავშვო ზონას დაეთმო. ასევე, ტერიტორიაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე შემოიღობა, დაიგო ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, სრულად განახლდა არსებული ქვის ფანჩატური და დამონტაჟდა კალათბურთის ფარი. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი დაიხარჯა.
ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები წინამძღვრიშვილის N 73/22, მარჯანიშვილის N 4 და ტოვსტონოგოვის N11-ში მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “დგარი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი 55 351 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელს აწყობენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში მიმდინარეობს. "ლანდიას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, 580 გრძივ მეტრზე ქსელი მოეწყობა. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს "დარი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 135 500 ლარი გამოიყო. მასშტაბური პროექტი ხორციელდება წმ. ბარბარეს უბანშიც, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი...
ისნის რაიონში პეტრე-პავლეს საქალაქო სასაფლაოსკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 871 721 ლარს შეადგენს, უახლოეს დღეებში დაიწყება და როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სასაფლაოსკენ მიმავალი გზის სამივე მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მათ შორის, მელაანის V შესახვევის 370 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილს, სადაც 3400 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ნიაბის l შესახვევის...
ფონიჭალა 3-ში N11 კორპუსის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე სისტემა აქამდე არ არსებობდა. წვიმის დროს კი, როგორც N11, ასევე, N9 კორპუსები და ეზოები იტბორებოდა. ამასთან, მათივე თქმით წყლის ნაკადი შემოედინებოდა ახლო მდებარე ეზოებიდანაც. "კრწანისის რაიონის გამგეობამ მოსახლოებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ქსელის სიგრძე 207 გრძივი მეტრია და კორპუსი N11-დან კორპუსი...
კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად წესრიგდება. როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ასფალტის ახალი საფარი ფონიჭალა 3-ში კორპუსი N30-ის შიდა ეზოში გამოიცვალა, სადაც ასფალტის საფარის გამოცვლამდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების წესის ფარგლებში, წყალარინების ქსელი შეიცვალა. ამის შემდეგ გამგეობამ ასფალტის ძველი საფარი ახლით შეცვალა. ამასთან, ასფალტის ახალი საფარი პარალელურად, ფონიჭალა 3-ში კორპუსი 4-ისა და კორპუსი N26-ის უკანა ეზოშიც დაიგო. მათივე განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების...
კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ახალი სანიაღვრე კოლექტორები მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას წვიმის შედეგად ჩამოსული წყლისგან დაიცავს და რკინიგზის ხაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან აქამდე წყლის ნაკადი პირდაპირ ლიანდაგზე გაედინებოდა. "სწორედ ამ კოლექტორზე მოხდება ზემო ფონიჭალის ნაწილი სანიაღვრე ქსელების დაერთება, შესაბამისად, ის მთავარი კოლექტორის ფუნქციას შეასრულებს და მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუხსნის. კოლექტორის დიამეტრი 1200...
წინა სტატია "სოფლის ხმარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 968 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. თანხა გადანაცილებულია სამოცდაოთხივე სოფელში. მერის თქმით, კრებები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და ამ ეტაპზე მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. კრებების შედეგად, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები მაისამდე უნდა გამოვლინდეს, რის შემდეგაც მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. https://www.youtube.com/watch?v=cFF6bQ7YCd8 ამასთან, ცნობილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 000 ლარია გამოყოფილი.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, ათი მეტრი სიგანის ექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე კი, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები - "ენ სი სი“ და "ჯი არ...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ფრაქციას ქმნის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 3 წევრისგან შედგებოდა მას შემდეგ დაიშალა, რაც ერთ-ერთმა წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქცია დატოვა. ,,ერთიანი ნაციონულარი მოძრაობის“ წევრებმა მალევე დააანონსეს, რომ საკრებულოში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნიდნენ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ახალი ფრაქციის შექმნაზე განაცხადი დღეს შევიდა. დაშლილი ფრაქციის წევრებს...
ქედაში რამდენჯერმე რეაბილიტირებული პარკის კიდევ ერთხელ განახლებისთვის მერია ნახევარ მილიონზე მეტის დახარჯავას გეგმავს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკს რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა. იმ დროისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პროექტზე 82 000 ლარი დახარჯა. მოეწყო მიწის ქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ფილაქანი და დამონტაჟდა სკამები. რეაბილიტაციიდან ორი წლის შემდეგ, ამავე პარკში, მერიამ ღია სცენის მოწყობა დაგეგმა და ამისთვის 184 645 ლარი...
ამორტიზებული გზა და დასახლება გარეგანათების გარეშე. ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ წელს საავტომობილო გზას ორმულად შეაკეთებენ, ხოლო 2020 წლისთვის მონაკვეთის სრული რებილიტაცია ჩაუტარდება. გარეგანათების პრობლემის მოგვარებას კი, ხელვაჩაურის მერია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გეგმავს. https://www.youtube.com/watch?v=zJ4KMuPizcE
ქართველი ჟურნალისტები დღეს პროფესიული დღესასწაულის 200 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან პირველი ქართული გაზეთი - "საქართველოს გაზეთი" სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით, 21 მარტს გამოიცა. 200 წლის განმავლობაში ქართულ პრესას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ