სტატიის გაგრძელება
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ბში დასაქმებული ადამიანების სია მოითხოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ა(ა)იპ-ბში ნეპოტიზმია, რის გამოც მათ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბრალდებებს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ითხოვენ პირად ინფორმაციას, დაბადების თარიღებსა და ტელეფონის ნომრებს. ფაქტის დასამტკიცებლად ნატალია...
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების შემთხვევაში ხულოელებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ვიყო და ის საქმე ვაკეთო, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც დღეს შანსი მომცა, რათა თქვენს წინაშე დამედო პირობა. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ჩემთვის არ იქნება დღე...
აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, აჭარის მთავრობას მუსლიმ მრევლთან კონსულტაციები აქვს.
"მიმდინარეობს სასამართლოს პროცესი სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გუშინ გაიმართა პროცესი. ძალიან აქტიურად გვაქვს კონსულტაციები მუსლიმ მრევლთან. მუსლიმები არიან ჩვენი ძმები და ყველაზე მაგარი ქართველები. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნება მიღებული...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
"2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების განორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. კერძოდ, 72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს....
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება. ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების...
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, რუსთავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროექტი მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3,...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია. თუმცა, "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ისინი ხვდებიან მოსახლეობას და აცნობენ საარჩევნო პროგრამას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ამ დროისთვის, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის თქმით, მიმდინარეობს ხელმოწერების გადამოწმების ეტაპი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალისთვის მათ...
დავა მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის გრძელდება. საბაგიროს მშენებლობა, რომელმაც ქალაქის ეს ნაწილი თბილისის ცენტრს უნდა დააკავშიროს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვიდრე მერიის იურისტი მტკიცებულებად "ნაციონალური მოძრაობის" სამი წლის წინანდელ წერილსა და ადგილობრივთა პროტესტს იშველიებს, პარკის ადმინისტრაციამ უკვე 10 მილიონით იზარალა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო სადგური 2014 წლის პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარკის სტუმრებს დღემდე...
წინა სტატია
დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც, შესაძლოა, ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა. კალაძემ იმ პრივილეგიებზე ისაუბრა, რომლითაც ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მძღოლების მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება, ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან თეთრი ფირის გადაკვრაზე. ეს საკითხი მათ მსვლელობით გააპროტესტეს და...
ტელეკომპანია "პირველი", გადაცემა "საქმის კურსი"
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკებში, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ რეფორმაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მერია იწყებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას მოიცავს.
"დღეს რაც ხდება ბიბლიოთეკებში ძალიან ცუდია და არ არის კარგი სიტუაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს ელემენტარულად არანაირი...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება.
“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკუთარ მოადგილეებს მეტროსადგურებში არსებული პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა.
"ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ერთი წელი გავიდა და "ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 ახალი ქალი მძღოლი შეემატა.
"ქალი მძღოლები შემოგვემატა ჩვენს სატრანსპორტო კომპანიაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი დასაქმდა. ეს ძალიან საინტერესო გადამზადების პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. 21-მა ქალმა უკვე გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს და უახლოეს დღეებში, როცა...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ მერია ველობილიკებსა და ე.წ. ბასლეინებზე ჭკვიანი კამერების დამონტაჟებისთვის 4 მილიონს დახარჯავს. მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას, ერთგვარად ხელს ე.წ. ჭკვიანი კამერების დაყენება შეუწყობს, რომელიც დარღვევებს გამოავლენს.
"ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით. ჩვენ, როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































