წინა სტატია ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი მაია მაისურაძე, რომელიც სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, სასამართლოს ერთ კვირაში მიმართავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მაისურაძე სასამართლოს ძალით სამსახურში აღდგენისთვის იდავებს. იგი ახალციხის ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობს: „ჯერ ციხის ადმინისტრაციიდან დოკუმენტებს გამოვითხოვ და ადვოკატთან ერთად სარჩელს მერე მოვამზადებ“. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტურისტების რაოდენობა გიზარდა: "ახალციხის...
გოდერძის უღელტეხილზე ზარზმა-ხულოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. 47–კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. ასევე, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. მათივე ცნობით, ამ დროისთვის უღელტეხილზე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. "ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა...
სტატიის გაგრძელება გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებას უახლოეს დღეებში შეიტანს. ინფორმაციას "არგო TV" ავრცელებს. წულაიას თქმით, ზესტაფონელ ამომრჩეველთან განსაკუთრებულად იაქტიურებს და წინასაარჩევნოდ ელექტორატს მისთვის ჩვეული პრეფორმანსებით გაანებივრებს. მისი თქმით, ზესტაფონში გამარჯვების იმედი აქვს და ამბობს, რომ მთელი საქართველოსთვის ბრძოლას აქედან აპირებს. https://www.facebook.com/WWW.ARGOTV.GE/videos/vb.771102366364798/643286956123301/?type=2&theater მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები თბილისისა და ხაშურის შემდეგ გომბორზეც გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ინსტალაციები სხვადასხვა უბნებში, ხოლო ხაშურში ქალაქის შესასვლელთან დამონტჟდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია და მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. ხიდის აღსადგენად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 76 707 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები ავარიულ ხიდის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს. როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორი ავთანდილ კაჭკაჭაშვილი ამბობს, ბურჯები უკვე ჩაასხეს და შველერებს ამონტაჟებენ: "ამის დასრულდების შემდეგ ხიდზე ავყრით ხემასლას და ახალს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები დედაქალაქის შემდეგ ხაშურშიც გამოჩნდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ამობრუნებული მანქანები ხაშურში გუშინ ქალაქის შესასვლელთან სოფელ გომში დაამონტაჟეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი ინსტალაციები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბანში გაკეთდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია და მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს, ვაკის რაიონში ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვა 01:00 საათიდან ამოქმედდება და გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა 06:00 საათზე განახლდება. "თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, "თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, -ნათქვამია მერიის მიერ...
თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიასთან პირბადეებით მივიდნენ და თბილისის მერს ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მათი თქმით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი თბილისშია თავმოყრილი და ჰაერი დაბინძურებულია. აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნები, რომ გაუმჯობესდეს სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა დაიხვეწოს. სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი მოგვიანებით თბილისის ვიცე-მერმა მიიღო. ირაკლი ხმალაძემ განმარტა,...
წინა სტატია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორვატიულმა საინჟინრო კომპანია "Institute IGH-მა" იმერეთის რეგიონის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააპროექტა, რომელიც ზეკარის უღელტეხილის გავლით აბასთუმანს  ბაღდათი-საირმის უკვე არსებულ საავტომობილო გზასთან დააკავშირებს. "აღნიშულ მონაკვეთზე მგზავრობის დრო  საათი და 15 წუთი იქნება. განხორციელდება  13 კმ სიგრძის არსებული გზის რეაბილიტაცია, 45.2 კმ სიგრძის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, 12 კმ-იანი მონაკვეთის უკვე არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, 12 ხიდის და ერთი,...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხდომის ჩასაშლელად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანი ემზადებოდა. მისივე თქმით, "ნაცმოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სულიკო თებიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები სხდომებს ბოლომდე არასდროს ესწრებიან და მხოლოდ კამერების წინ პოზირებენ. "ისინი კამერების წინ ხმაურობენ, მოსახლეობას აჩვენებენ, თითქოს მუშაობენ. ეს მათი ტაქტიკაა. ისინი დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება. ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს “ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. დაპირისპირების შედეგად დაშავებული “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კი საავადმყოფოშია...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელსაც დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ზოიძემ განაცხადა, მას "ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში 'ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დღეს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება გახდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ოპოზიცია ამბობს, რომ გრანელი მხოლოდ პროზაიკოსად იყო მოხსენიებული და ისინი დამატებით ინფორმაციას ითხოვდნენ. https://www.facebook.com/tvimedi/videos/vl.317386582305115/2371990486363507/?type=1 შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით ერთი საათის წინაც დაუპირისპირდნენ.
მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის პროტესტის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით, მისი უწყება ამ საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრას აპირებს. "პირველ რიგში იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, უფრო ახლოს არის არსებულ გზასთან, ვიდრე ის იქნება ახალ გზასთან. ჩვენ ერთი...
სტატიის გაგრძელება ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. "ჩვენ  ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ სხდომათა დარბაზიდან იმ მოქალაქეების გაძევება მოითხოვა, რომლებიც საკრებულოს სხდომას ესწრებიან. როგორც სულიკო თებიძემ განმარტა, სხდომათა დარბაზში მყოფი გარეშე პირები ხმაურს იწვევენ და პროვოცირებას ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები და საკრებულოს დაცვის თანამშრომლები მოქალაქეებს შენობის დატოვებას სთხოვდნენ, ისინი სხდომათა დარბაზიდან არ გავიდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, თუმცა თებიძემ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ