გამყოფი ხაზის სოფელ მეჯვრისხევში, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და ორგანიზაცია "ფეხბურთი მშვიდობისთვის" ინიციტივით, საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" ავრცელებს. ტურნირი სამი დღის განმავლობაში - 17, 18 და 19 მაისს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 12-დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ. ტურნირის მიზანია უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სპორტული, საგანმანათლებლო...
ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, - ამის შესახებ ზუგდიდში "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, ზუგდიდში "ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. "გვინდა მოგმართოთ "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის პირობებში "ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს დამაჯერებლად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვს...
წინა სტატია 19 მაისს რიგგარეშე და შუალედური არჩევნების მიმდინარეობას შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5 365 წარმომადგენელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. გარდა პარტიების წარმომადგენლებისა, არჩევნებს დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ცესკოს ცნობით, 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6 130 დამკვირვებელმა და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელმა რეგისტრაცია უკვე გაიარა. უწყების ინფორმაციითვე, არჩევნების მიმდინარეობას 34 მედიასაშუალების 1917 აკრედიტებული...
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის 19 მაისს, არეულობის მოწყობას გეგმავს. მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციას საარჩევნოდ ზუგდიდში ჩაჰყავს ოპოზიციური პარტიის 1 400 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის  2 000-მდე წარმომადგენელი და და 1 000-მდე მოხალისე. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" საქართველოს მართვას ცდილობს სიყალბით, "ფეიკ ნიუსებით" და დიქტატით. "აბსოლუტურად, შეუძლებელია ერის არსებობა იმ პირობებში,...
შემდეგი სტატია 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6 130 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ინფორმაციითვე, არჩევნების მიმდინარეობას 34 მედიასაშუალების 1917 აკრედიტებული წარმომადგენელი გააშუქებს. ცესკოს ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით,...
ზუგდიდის საოლქო კომისიის მირანდა მესხის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა ერთი საჩივარი გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რაზეც კომისიამ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "იყო ერთი საჩივარი ერთ კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით და უბანს 3%-ზე ზევით ლიმიტიც არ ჰქონდა. იმ უბნებზე, რომელსაც 3 %-ზე ზევით, (საუბარია ლიმიტზე, რომლის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან...
წინა სტატია ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულ გელა კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. გელა კვარაცხელიას რამდენიმე პირთან ერთად,  14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა...
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზნით, სამკომპონენტიანი მექანიზმი შეიმუშავა. ამის შესახებ შტაბის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება აქტიურად ემზადება კენჭისყრის გაყალბებისთვის, რასაც უბნებზე სიებისა და ბეჭდების დროზე ადრე გატანა მოწმობს. ასევე, აქვთ ინფორმაცია, რომ მარკირების სითხე არასათანადო პირობებში ინახება. ეს რომ არ მოხდეს, ამ არჩევნებისთვის სიახლეს მიმართეს. კერძოდ, ოპოზიციონერის თქმით, არჩევნების პროცესის მონიტორინგს, როგორც უბნის...
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია დანელია პროკურატურაში იკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, დანელიას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხავენ. თავად დანელია გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.  "ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2 წლის წინ საუბარი მქონდა ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი გაკეთებულია, სავარაუდოდ, მის მიერ. მოვუწოდებ, რომ თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი", - უთხრა...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სიაში არის ათეულობით ისეთი ადამინი, ვინც ყუთს არ საჭიროებს. მისივე თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც. საოლქო კომისია, სიის დამტკიცებამდე უნდა განეხილა საჩივრები და შეესწავლა მტკიცებულებები, რაც არ მოხდა. ოპოზიციონერის განცხადებით, ეს არჩვენების გაყალბების მცდელობაა. დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში...
წინა სტატია "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გაკეთებული განცხადების, რომ გაერთიანებული ოპოზიციას ზუგდიდში დამკვირვებლებად ზონდერები ჩაჰყავს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ამბობს,რომ თითქოს ოპოზიციას ზუგდიდში არეულობის და დესტაბილიზაციას მოწყობა სურს და ამ მიზნით ახდენ ადამიანების მობილიზებას. "ამაზე საუბრობს ხელისუფლება,რომელიც 2013 წლიდან არჩევნებს იპარავს. ჩამოგვყავს უპრეცედენტო რაოდენობა,რადგან შევისწავლეთ მათი ქმედებები,როგორ მოქმედებენ.არჩევნებს 5 ათასი დამკვირვებელი დააკვირდება მათი...
სტატიის გაგრძელება პარტია "ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო პროცესების ჩაშლისთვის ემზადება. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სწორედ ამ მიზნით ჰყავს ოპოზიციას დიდი რაოდენობით აქტივისტი მობილიზებული ზუგდიდში. მისი ცნობითვე, გაერთიანებული ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი ატივისტის ჩაყვანას გეგმავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ეს კი, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მათი კანდიდატის გიორგი შენგელიას წარმატებას...
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, გოგიტა ბიგვავამ კანდიდატურა სანდრა რულოვსის სასარგებლოდ მოხსნა. ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბიგვავამ ამის შესახებ განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ მხარდამჭერებთან განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ხმები მოიპაროს. "მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და დავამარცხებთ უნიათო ხელისუფლებას",- თქვა ბიგვავამ. განმუხურის ამფითეატრში "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ამომრჩეველს ხვდება. შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 მაისს, საქართველოში...
წინა სტატია საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების - თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით სპეციალური განცხადებით ეხმიანება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თამაზ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს. "იმ პირობებში,...
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხმელი ხეების მოხატვა და სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმება დაიწყეს. ერთი თვის განმავლობაში სამი მოქანდაკე პარკის ტერიტორიაზე სულ ხუთ ხმელ ხეს გააფორმებს. ამ დროისთვის ერთი ხე უკვე გაფორმებულია. პროექტისთვის ესკიზები მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ შექმნა.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ზუგდიდის განვითარების სურვილი არც "ქართულ ოცნებას“ და არც "ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. "მოვუწოდებ ამ ორ პარტიას დაანებეთ ზუგდიდს თავი, წადით სახლებში, წადით იქიდან საიდანაც ჩამოხვედით და მოგვეცით საშუალება რომ ზუგდიდელებს გავაკეთოთ არჩევანი და ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ყველა საიტზე დადებულია გამოკითხვა 5 - ს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ