წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვებით მოამარაგებს, უახლოეს დღეებში შეირჩევა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია "ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე ახალ კომპანიასთან, მანამდე კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებას თავად ბაღები უზრუნველყოფენ. კალაძის განცხადებით, კვების კუთხით თბილისის ბაღებში დღეს არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება. "ორი დღის წინ ჩვენ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის.  მისი თქმით, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. "რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი, ისტორიული ნაწილი ეს არის ის არეალი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება. სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია იწყება.  მისი თქმით, ტერიტორიაზე ყველა საჭირო სამუშაო განხორციელდება და სამუშაოებისთვის, დაახლოებთ, 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. “ახლა რომელ პროექტზეც ვსაუბრობ, ეს არის სამხედრო დასახლება. ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი ამაზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მძიმე პირობებია. არც გზა არსებობს, არც სანიაღვრეები, არც მოასფალტება. გადათხრილი და გაუბედურებულია...
წინა სტატია თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა, განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართელობის იდეაც, - ამის შესახებ  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმზე - "რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტი“ განაცხადა. ფორუმის მონაწილეებს ზაზა გაბუნიამ მოხსენებით მიმართა და რეგიონების...
წინა სტატია პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუნიციპალიური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 203 815 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთკა ერთიან სივრცეში განთავსდება. ხოლო, პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინებული უნდა იყოს არქიტექტურული იერსახის შესაბამისობა ეკატერინე ჭავჭავაშის და ნიკოსეულ სასახლესთან და სასურველია მისი სიმაღლე არ აღემატებოდეს ამ ორ შენობას. თუ როდის დაიწყება...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესჯგუფებს, რომლებიც მიწისქვეშა პარკინგებს მოაწყობენ, მერია ტერიტორიებს უსასყიდლოდ გადასცემს. მისი თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ არც ერთ მისამართზე, რომელზეც პარკინგების მოწყობა იგეგმებოდა ინვესტორებმა დაინტერესება არ გამოხატეს, "პარკირება მთელი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა კონკრეტულ  ადგილები, სადაც კვლევით შესაძლებელი იყო მიწისქვეშა პარკირების მოწყობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილები გადაგვეცა ინვესტორისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა...
თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით,  რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. "ქუთაისში დავათვალიერეთ ახლად რეაბილიტირებული 33-ე სკოლა. ამ სკოლის რეაბილიტაციაში მონაწილეობა მიიღო "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“. ამისათვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. სკოლები განათლება, ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, ჩვენთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი . ჩვენ, დაახლოებით, შვიდი მილიარდი ლარის ინვესტიციები დაგვჭირდება...
15 მაისს აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ კურორტში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს ცოტა დამსვენებელი ეყოლებათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. კურორტს ყველაზე მეტი დამსვენებელი მაისსა და ივნისში სტუმრობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დამსვენებლების ჩასვლას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესებიც შეაფერხებს. წელს პირველად ტურისტული სეზონი აბასთუმანში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 15 მაისს კურორტის ცენტრალურ პარკ "როშაში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივებთან...
წინა სტატია ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი - ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა. "საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ციხე-სოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების...
პრემიერმინისტრმა ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. ქარხანა გერმანლი კომპანიის "აისოლარის" ინვესტიციით მოეწყო. "მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ...
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე, მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები...
წინა სტატია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ შესრულებული სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, ვახუშტის ხიდის მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო იყო, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია მერიის პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იდგა. "ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია...
მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურისა დაა მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მინისტრის განმარტებით, პროექტისადმი და პროექტში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ასევე. მთავრობას. "შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება ისაა, რომ დღის...
წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ყოველწლიური ფორუმი "რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გახსნა. ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ ეკონომიკას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითად გამოწვევებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოების ყველაზე მეტად პოლარიზებას პოლიტიკოსები და რუსეთი ახდენენ. რაც შეეხება დაახლოებას, კვლევის თანახმად, მოსახლეობას ერთმანეთთან ყველაზე მეტად რელიგიის ფაქტორი აახლოებს. გამოკითხული მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ რელიგიის ფაქტორი ადამიანებს აერთიანებთ; 29% კი თვლის, რომ პირიქით, ჰყოფს. გამოკითხულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 81%-ი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლარიზებას პოლიტიკოსები უწყობენ ხელს. 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი ჰყოფს საზოგადოებას, ამავე კვლევით...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, აპრილის თვეში გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ ცუდად. 36% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 6%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე. ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ