თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთაწმინდის პარკის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქმის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ მერია მოვალეობების გაათავისუფლა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კერძოდ, იურისტების ინფორმაციით, თბილისის მერია იხსნის საბაგიროს მშენებლობის ვალდებულებას და ასევე, არ აანაზღაურებს პარკისთვის მიყენებულ ზიანს.
მთაწმინდის პარკის ადვოკატები პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ 5 წელია მთაწმინდის საბაგიროს პროექტი არსებობს, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ...
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების მეპატრონეების გადაწყვეტილებით, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც გლდანის რიონის გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდება და მოსახლეობასთან შეთანხმებით, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა. მათივე ცნობით, რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
"სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და სკვერისთვის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ექვსი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები ძირითადად საპირფარეშოების რემონტს, კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერის რემონტსა და გათბობის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სკოლების სარემონტო სამუშაოებისათვის ჯამში 824 162 ლარი გამოყო.
სკოლების და მათში განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი კი ასეთია: სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის სახურავისა და საპირფარეშოს რეაბილიტაცისა და კარ-ფანჯრების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა...
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოთხ საცხოვრებელ კორპუსს მერია სახურავს შეუცვლის. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N3, N5, N7 და N25 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სახურავის შეცვლისათვის ჯამში 170 011 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
N3 და N5 კორპუსებისათვის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი ცალკეა გამოცხადებული, რომლის ღირებულებაც 105 828 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების...
წინა სტატია
სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი...
არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს, რადგან შეგნებულად, მავნებლურად ხდება გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე უსაფუძვლო უარის თქმა - ინვესტორს უარს მიწის იჯარაზეც კი ეუბნებიან, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დანელიამ კომიტეტს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივა...
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებები 11 ხმით დამტკიცდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი ბიუჯეტის, დაახლოებით, 18 159 000 ლარით გაზრდას ითვალისწინებს, საიდანაც, დაახლოებით, 6 მილიონი ლარი საშემოსავლო ნაწილზე მოდის. ცვლილებების გათვალისწინებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი, დაახლოებით, 342 მილიონი...
2019 წლის პირველ სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებაშია აღნიშნული.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა, დაახლოებით, 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად კი, 2018 წელს პირველ სამ თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 16.7 მილიონი ლარი...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის ადმინისტაციული ხარჯები შეაჯამა. მონაცემებში ასახულია სხვადასხვა უწყებაში არსებული ავტომობილების რაოდენობა, რაც "მხარჯავ დაწესებულებებში განპიროვნებული ავტომობილების რაოდენობას" გულისხმობს.
სახელმწიფო აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი (389) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰყავს. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (150 ავტომობილი) მოსდევს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ავტომობილების რაოდენობა...
წინა სტატია
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება მერიამ სრულად ჩაურიცხა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გიგოლაშვილის თქმით, შექმნილი ფინანსური პრობლემის მოგვარებაში ფინანსთა სამინისტრო დაეხმარა.
"ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი შემოსავლები 180 ათასი ლარით ნაკლები შემოვიდა, რამაც პრობლემა წარმოქმნა. მაქსიმალურად ვცდილობდით პრობლემის დროულ მოგვარებას. ამიტომ, მყისიერად დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. ყველა პედაგოგს დაგვიანებული ხელფასი სრულად ჩავურიცხეთ“, - თქვა სიღნაღის მერმა.
შეგახსენებთ, რომ...
წინა სტატია
როგორც "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური შეაჯამეს.
მისივე თქმით, სამომავლო მიზანია, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოეზადოს. თალაკვაძე გუნდის განახლებასაც აანონსებს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარტიის კარი ღია იქნება მომავლის ხედვის მქონე პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის.
თალაკვაძის განცხადებით, პარტია აპირებს, რეგიონებში მოსახლეობასთან ურთიერთობის აქტიური ტემპი შეინარჩუნოს, რათა ის პრობლემები გადაჭრან,...
აფხაზეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტის დოცენტის, რამგარ მარშანის ინიციატივაა, სოხუმს სახელი გადაერქვას და ის ამრად იწოდოს."ქალაქი ამრა - აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი", - ასე ჰქვია ნაშრომს, სადაც ის საკუთარ შეთავაზებაზე საუბრობს. ინფორმაციას ლაივპრესი " ნუჟნაია გაზეტაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ამრა აფხაზური სიტყვაა და ქართულად მზეს ნიშნავს.
"სიტყვა "მზის" მნიშვნელობა არ არის მხოლოდ ცაში ნათელი. მზე - ეს არის ცხოვრება, სითბო, ენერგია, შუქი. სიტყვებში "მორე (ზღვა)...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულომ დაპირისპირების და პროტესტის ფონზე ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო. საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოპოზიციის თქმით, 19 მაისის არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ამიტომაც გიორგი შენგელიას ვერ მიულოცავენ ამ თანამდებობას. ფრაქცია "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო "ძალადობრივი". მიუხედავად ამისა, უსურვა,...
ლაგოდეხში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.
"ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო...
თბილისის დროშა და გერბი, შესაძლოა, შეიცვალოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.
ჩხეიძის განმარტებით, დედაქალაქის დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.
"70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში. შესაბამისად, ახლა მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე....
წინა სტატია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაების შედეგად, წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































