"ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდის ვიცემერის პოზიციაზე ოთხი კანდიდატი განიხილება. ერთ-ერთია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია. მისი თქმით, ამის შესახებ მან "ლაივპრესისგან" შეიტყო: "მე ვიქნები იმ პოზიციაზე და დავთანხმდები იმ პოზიციას, სადაც შევასრულებ ჩემს მოვალეობას პირნათლად და კვალიფიციურად. ეს იქნება უფროსი სპეციალისტი თუ სხვა პოზიცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო კარგად". კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატია დავით ვერავა....
video
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ შუალედური არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ინფორმაციას იმედინისი ავრცელებს. "ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას იცით, რა ადასტურებს?! ხმები, რომელიც მაინც მიიღეთ, იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება თქვენნაირმა ტოქსიკურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას. პლენარულ სხდომაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დებატები...
video
საჯარო მოხელეების ცოლები საბავშვო ბაღების გამგეებად. ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტები ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ნიშნავენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირების მეუღლეებს  ნათესაური კავშირით?  ნეპოტიზმი თუ კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნული ადამიანები? იხილეთ ყველა მხარის პოზიცია "TV25-ის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია. "ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული. აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს "წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება", - განმარტავენ დაცული...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვერეს ხეობის სახიფათო ზონებში მშენებლობები არ მიმდინარეობს. "ვერეს ხეობასთან დაკავშირებით ჩატარებულია სპეციალური კვლევა და იმ ზონებში, რომლებიც სახიფათოდაა მიჩნეული, მშენებლობები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ვერეს ხეობის ის ტერიტორიები, სადაც დღეს მშენებლობები მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაფრთხოა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი კვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება და სამუშაოები დაიწყება. "ზოგადად ყველა მეტროსადგურზე ვაკეთებთ მდგრადობის შეფასებას, კონსტრუქციის შეფასებას. ამის შედეგ გაკეთდება პროექტი. არ გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რაც გვქონდა ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში, ამიტომ რასაც გავკეთებთ, გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთებული იყოს. უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რომ...
ხარაგაულში ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს, სადაც შუა პალეოლითის ხანის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დოქტორმა თენგიზ მეშველიანმა განაცხადა, ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება. მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მღვიმე, სავარაუდოდ, 50-60 ათასი წლის წინანდელია, სადაც ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია. თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან...
ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც თბილისში წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციის გახსნისას განაცხადა. "ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. ეს საკმაოდ საინტერესოა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერიის დაკვეთით "deloitte...
ინვესტორების მხრიდან თბილისში ინტერესი მაღალია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინტერესი შევინარჩუნოთ და მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმი ძალიან მზარდი მიმართულებაა და ინვესტორების მხრიდანაც, ნომერ პირველი ინტერესის სფერო სწორედ ეს სექტორია. "ძალიან ბევრი სასტუმრო და ახალი ობიექტი იხსნება, რათა დავეწიოთ მზარდ ტურისტულ ნაკადს", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. როგორც ბასილაია აღნიშნავს,...
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მოქმედების დროებით შეჩერება მრავალი არამიზნობრივი მშენებლობის გაგრძელების მაღალ რისკს აჩენს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრას მშენებლობის კოდექსთან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ფრაქცია...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე სტიქიით დაზიანებული ხიდიდან, დაახლოებით, 100 მეტრის მოშორებით ალტერნატიული ხიდის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დრომდე სოფლების - ხემაღალის, ღვერკის და ხორითის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს, ძირულიდან, შემოვლითი გზით უკავშირდებოდა. მათივე ცნობით, დროებითი რკინის ხიდის მოწყობის სამუშაოებს ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ აწარმოებს. "რაც შეეხება, 7 ივნისს ადიდებული მდინარის მოვარდნით მოშლილი ხიდის აღდგენას, სტიქიის...
რეგიონების განვითარებისთვის ბევრ პროექტს გავაკეთებთ, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, გაეროს მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა. "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების და მთის განვითარებაზე, განსაკუთრებით გვახარებს აქ ბევრი ბავშვისა და ახალგაზრდის დანახვა. ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ იმ ინფრასტრუქტურას მოწესრიგებაში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროთ თქვენ მშობლიურ კუთხეში....
წინა სტატია ონში მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმის მშენებლობას 5.5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას განაცხადა. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, თუმცა 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული. "ქვის და ბრინჯაოს ხანის 14 ათასზე მეტი უნიკალური...
ინტერვიუ მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: გულო კოხოძე "ცენტრალური ხელისუფლება ვერასოდეს მოახერხებს ერკვვეოდეს ყველა მხარის, ყველა თემის, ყველა კუთხის, დასახლების, დაბის, ქალაქის, რომელიღაც უბნის კონკრეტულ პრობლემაში, რომელიც სპეციფიკურია“, – ინტერვიუ თვითმმართველობის საკითხების ექსპერტ დავით ლოსაბერიძესთან. – რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია?  – დეცენტრალიზაცია ადგილობრივი უფლებების, ადგილობრივი პრობლემების ადგილზე გადაწყვეტის საშუალებაა. ილია ჭავჭავაძემ ეს მარტივად აგვიხსნა – "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ანუ, ეს არის მოქალაქეთა უფლება,...
ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. 2019 წლის გაზაფხულზე სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 1 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus), გასული საუკუნის 50 - იან წლებში შემოყვა შემოტანილ...
video
მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის პროცესი წელს უნდა დაიწყოს. ასეთია გეგმა, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობამ წარმოადგინა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები კვლავ აქვთ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ