გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ელექტროენერგიის 0,4 კვ-იანი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 სატრანსფორმატორო ჯიხურს და გარეშე პირის შეღწევისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული. "ასევე, სოფელ კაჭრეთში დაგეგმილია ავარიული ძველი ხის საყრდენების შეცვლა რკინა-ბეტონისა და ხის საყრდენებით. კომპანია ქსელში ახალ 550 საყრდენს დაამონტაჟებს, ხოლო ამორტიზებული ღია სადენი 23 500 მეტრზე დახურული იზოლირებული კაბელით შეიცვლება. კომპანია ქსელის რეაბილიტაციასთან...
კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის გორის მერიამ 1 970 623 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ამჟამად დევნილთა დასახლებაში არის საკანალიზაციო სისტემა მოწყობილი, ხოლო მაგისტრალზე დაშენებულია საკოლმეურნეო ბაზარი და ავტოსადგური, რის გამოც აღნიშნულ მაგისტრალზე არის დაზიანებები, კერძოდ იტბორება მიმდებარე ტერიტორია და არის ძლიერი ანტისანიტარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემა...
გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, შესაძლოა, კოლეჯად გადაკეთდეს, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია კულტურის მინისტრის მრჩეველთან ჰქონდა. "მნიშვნელოვანია შიდა ქართლს ჰქონდეს კოლეჯი, ამაზე დაიწყო უკვე საუბარი ბატონ გიორგი გეგეჭკორთან, რომელიც მინისტრის მრჩეველია. მასთან მქონდა კომუნიკაცია. ორი სკოლა არსებობს, რომელსაც აქვს ბაზა გახდეს კოლეჯი, ეს არის გორი...
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ბრძანებით, მერიის ყველა თანამშრომელმა ფულადი ჯილდო მიიღო, რაც თანამდებობრივი სარგოს 30%-ს შეადგენდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ჯამში მერიის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, 74 043 ლარი გაიცა. მათ შორის, მერიის ხელმძღვანელობისთვის - 2 550 ლარი; მერიის თანამშრომლებისთვის - 68 150 ლარი; შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - 3 343 ლარი. შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურებში ფულადი ჯილდო თანამშრომელთა...
საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან,- ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა. ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის ნაწილი სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ქარხნის აშენებას ერთ-ერთი თურქული კომპანია გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებულ ადგილას მსგავსი ქარხნის მშენებლობა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ და აცხადევენ, რომ თუ რეაგირება არ იქნება, პროტესტი გაგრძელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43 269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც "ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7 123 400 ლარი ღირს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით 7...
2015 წლიდან დღემდე "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით, 1 ლარად ჯამში 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაყიდა. ინფორმაცია 1 ლარად, ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ , "ინტერპრესნიუსმა“ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა. როგორც უწყების მიერ, "ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის...
"თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზების მორეცხვა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება. "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება. "ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, გამზირების მორეცხვა წინასწარ გაწერილ საათებში მოხდება. სეზონური მორეცხვის სამუშაოები თამარაშვილის ქუჩიდან დავიწყეთ...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი  მრავალთვიანი ბჭობისა და ჭოჭმანის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც იქნა, დათანხმდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონების გარკვეული ნაწილი გადასცეს. ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას, თუ წინა, 30-წლიან უარს არ ჩავთვლით, უწყება 6 თვე მოუნდა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლის შესაქმნელადაც ჯერ სამთავრობო კომისია, შემდეგ კი სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა, მთავრობას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ ეს დოკუმენტი არათუ დამტკიცებული, ამ დრომდე დასრულებულიც...
ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში. "ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო როგორც თვითმმართველობის, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ტიპის ფორუმები ჩატარდა კახეთში, რაჭაში, იმერეთში. თითოეულმა ამ ფორუმმა რეგიონებს მოუტანა საინტერესო ახალი კავშირები,...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება. კალაძის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. "ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში. უახლოეს მომავალში, ალბათ, დაიწყება მშენებლობა", - განაცხადა კალაძემ.
ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ნულამდე დავიყვანოთ მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი თქმით, იმ რეგულაციების შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღეს და გაამკაცრეს, სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რისი მიღწევაც უნდათ. "მარტო ჯარიმა არ არის...
წინა სტატია სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის ახლადდანიშნულმა მოადგილეემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, ამ პოზიციაზე პირველი შემოთავაზება პრემიერმინისტრის მრჩევლის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარისგან მიიღო. "ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით, აზრები გავცვალეთ და მითხრა, რას ვფიქრობდი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, რაზეც ჩემი თანხმობა მიიღო. ერთი კვირის წინ ბესიკ ამირანაშვილსაც შევხვდი და დღეს უკვე დავინიშნე. ეს სამსახური ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩემი ხელფასი არ ცდება 1 500 ლარს. მომღერლობიდან ბევრად...
მოქალაქე ახალქალაქის მერიას საგზაო ნიშნის უკანონოდ დამონტაჟებას ედავებოდა. მან ამ ნაწილში სასამართლო მოიგო, თუმცა ახლა სააპელაციო სასამართლოში ჩივის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალქალაქში მცხოვრები მიხეილ ღრმაჯიანი, სააპელაციო სასამართლოში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, საქმის წარმოების ხარჯების ანაზღაურების მხრივ, მერიას მხოლოდ 700 ლარის გადახდა დაეკისრა. "ადვოკატის თუ სხვა ხარჯები, რაც სასამართლო პროცესებს უკავშირდებოდა, თითქმის 3 000 ლარამდე იყო, თუმცა...
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა "თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. "დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული და ის მარტოხელა ხანდაზმულებს მოემსახურება, ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალიზაციას მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების გზით", - განმარტავენ მერიაში. პროექტი "უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ