თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება. კალაძის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.
“ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში. უახლოეს მომავალში, ალბათ, დაიწყება მშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.