სტატიის გაგრძელება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებამ ბიისის ჩანჩქერის განვითარების 3D მაკეტი მოამზადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, აღნიშნული ნამუშევარი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დაინახონ ტანას ხეობის განვითარების პოტენციალი. მისივე თქმით, მაკეტის გამოქვეყნების შემდეგ, გამოხმაურებები უკვე მიიღეს და დაინტერესებული პირები მერთან გადაამისამართეს.
"ჩვენ შევადგინეთ ბიისის ჩანჩქერის პირობითი 3D ფორმატის მაკეტი. გვინდა ინვესტორებს დავანახოთ ფულიც ჩადების შემთხვევაში...
სტატიის გაგრძელება
ძამას ხეობაში სასულიერო პირების მიერ აჭარელი ეკომიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო დევნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ქარელის ვიცემერის გამოკითხვას ითხოვს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ლექსო მერებაშვილი თვლის, რომ გამოძიებამ უნდა მოახდინოს იმ სასულიერო პირბების იდენტიფიცირება, რომლებმაც ქარელის ვიცემიერის თქმით, ეკომიგრანტებს რელიგიური ნიშნით ავიწროვებენ.
"გამოძიება უნდა დაიწყოს. მინიმუმ, უნდა გამოიკითხოს მერის მოადგილე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ინფორმაციას...
წინა სტატია
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
უწყების განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.
"სხვადასხვა არხის, მათ...
სტატიის გაგრძელება
ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოწესრიგება და ნარჩენებისგან ბიოგაზის მიღებაზე შესაბამისი დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში იქნება მზად, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტის განხორციელებაზე. 2021 წლისთვის კი, პროექტი საბოლოოდ დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაიქს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"2019 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გულისხმობს თბილისის საყოფაცხოვრებო პოლიგონის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პარამეტრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ...
2019 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით სტალინის სახლ-მუზეუმს 52 389 ვიზიტორი ესტუმრა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მუზეუმის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრების ყველაზე მეტი რაოდენობა ივნისში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, აპრილის თვეში მუზეუმს - 14 647 ვიზიოტირი ესტუმრა საიდანაც, 13 671 უცხოელი, 126 ქართველო, ხოლო 850 მოსწავლე იყო. მაისში კი მუზეუმს 21 423 მნახველი ჰყავდა, საიდანაც 20 249 უცხოელი, 139 ქართველი და 1...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების საერთო მაჩვენებელი 29%-ია, - ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების ანგარიშშია ნათქვამი.
კვლევის ავტორთა თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა, 2017 წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.
ძირითადად, გაუმჯობესებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირება. თუმცა, როგორც ირკვევა, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, 64 მუნიციპალიტეტიდან 11-ში ამ დრომდე არ...
ახალციხის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო მასალების შესაძენად მერია 14 152 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტირან მილები, თუჯის ურდული, გადასაბმელ ქუროები და ცემენტი უნდა შეიძინოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 7 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. გამარჯვებული ვალდებულია, უნიციპალიტეტის მერიას მასალები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს.
საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს სამ თვეს. ამ...
დაბა ასპინძასა და სოფლებში, ოთასა და ივერიაში, მდინარე ოთისწყლის ნაპირსამაგრი გაბიონების მოსაწყობად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა.
დაბა ასპინძაში გაბიონების მოსაწყობად 185 137 ლარია გათვალისწინებული. ხოლო სოფლებში, ოთასა და ივერიაში, იგივე ტიპის სამუშაოებისთვის 186 792 ლარი დაიხარჯება.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება, სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მუნიციპალიტეტებში ონლაინ-პეტიციების წარდგენის შესაძლებლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.
კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტების ვებგვერდების თითქმის ნახევარი ონლაინპეტიციის წარდგენის შესაძლებლობას იძლევა, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
ზოგადად, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საერთო მაჩვენებელი 2017 წლის მაჩვეებელს 7%-ით აღემატება და 2019 წლისთვის 32%-ს შეადგენს.
მუნიციპალური ვებგვერდების 70% მობილურ პლატფორმებთან ადაპტირებულია, რაც 20%-ით აღემატება 2017...
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საბჭოს სხდომებს აღარ ესწრება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმისათვის არსებობს, რომ აქ განიხილებოდეს ის საკითხები ცოცხალ რეჟიმში და მერის ჩართულობით. ჩვენ ვართ უშუალოდ მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო და არა მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან, ისინიც ითვლებიან საბჭოს წევრებთად. საბჭოს 6 სხდომიდან ბოლო 3 შეხვედრას არ...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. მისი თქმით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსია და თბილისისთვის მასში მონაწილეობა საინტერესოა.
"თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. "იბიდი" ( EBD) არის დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს ტურისტულ კონკურსს -...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი 25%-ია, რაც 6%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. კვლევის ავტორთა თქმით, 40-ზე მეტმა მუიციპალიტეტბა ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მხრივ მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა, 50%-იან ზღვარს 64-დან მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტმა გადააჭარბა, ხოლო მუნიციპალიტეტთა 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 61% დაფიქსირდა, რაც 14%-ით...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შედეგად 27 000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი დედაქალაქს დაუბრუნდა.
"როდესაც მერად ამირჩიეს, როდესაც ოფიციალურად შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, განვაცხადეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ დიღმის ტყე-პარკი გამოგვესყიდა. იმიტომ, რომ არის იდეალური მწვანე სივრცე, არის იდეალური ადგილი. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, ასეთი სივრცის არსებობა ქალაქისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის...
წინა სტატია
ზონალური პარკირება პირველ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება, ეტაპობრივად კი გადავალთ სხვა ტერიტორიებზეც, ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ზონალურ პარკირებაზე საუბრისას განაცხადა.
"იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებული სიახლე ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა პირველ ეტაპზე, როგორც საპილოტე პროექტი ისე ვახორციელებთ მას. ავიღეთ რამდენიმე ქუჩა და...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა დაიწყო. ამასთან, მისივე თქმით, 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით.
"A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსები, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსები, ხოლო B კატეგორია არის...
წინა სტატია
ბათუმის მერია ''ბაზის ბანკს'' სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლი პროექტს, რომლის განხორციელება მერიამ დღემდე ვერ შეძლო. ''ჩავარდნილი პროექტის'' საქმეზე კი 7 მაღალჩინოსანია დაკავებული. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სარჩელი 2016 წელსაა დარეგისტრირებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა კი გუშინ მიმდინარეობდა. მოსამართლე ნინო მამულაშვილმა ორივე მხარის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა ''ბაზის ბანკმა'' საბანკო გარანტიის დამადასტურებელი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































