კალაძე. ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა დაიწყო

790

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა დაიწყო. ამასთან, მისივე თქმით, 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით.

“A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსები, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსები, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო საშუალებით შეტყობინების საფუძველზე.

ჩვენ 1 ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიად დაყოფა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს მას საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ასევე, იუსტიციის სახლი ერთვება ამ პროცესში,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლები ვაუჩერებს 10 აგვისტომდე მიიღებენ, მისი გამოყენების ბოლო ვადა კი 1 ოქტომბერი იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი.