უკანაფშავში, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სოფელ ვაკისოფელში პირველად ჩაირთო ინტერნეტი. წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადაჭრასა და ხეობის ინტერნეტიზაციას მოითხოვდა. "ეს იყო დიდი ხნის ოცნება და დღეს ახდა. სადღაც ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი", - ამბობს ნოდარ ტოხოსაშვილი, რომელსაც ვაკისოფელში მეურნეობა აქვს და ზაფხულს იქ ატარებს. ამის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში მცხოვრებთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან ბუნებრივი აირის გაყვანას ითხოვს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ნაწილს გაზი აქვს, ნაწილს - არა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია qartli.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მათ დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების პირობა მათ არაერთხელ მიიღეს, თუმცა, შედეგი არ დამდგარა. ,,ჯერ კიდევ, ახალ წელს დააყენეს მილები და მას შემდეგ გვპირდებიან, გაზი...
საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს, რომლებიც დედაქალაქისთვის ერთი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ იმუშავებენ,-ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძისა და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ბერტრან ვალკენერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისის მერიიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე ისაუბრეს, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის მიმართულებას მოიცავს, მეორე კი თბილისის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას. კერძოდ, საფრანგეთის განვითარების...
წინა სტატია მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა კომპანია "გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - "მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა. მისი თქმით, სემინარის მიზანია, ამ სფეროში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. "სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და...
ქუთაისის მერიამ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურეობისთვის 1 წლის განმავლობაში 100 000-მდე ლარი დახარჯა და სარესტორნო მომსახურეობის ნაწილში ხელშეკრულებები მერიისა და საკრებულოს მოხელეებთან, მათ შორის საკრებულოს დეპუტატთან დაკავშირებულ კომპანიებთან აქვს გაფორმებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ნიუპრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ არაერთი მსგავსი  ხელშეკრულებები შეისწავლა. ყველაზე მეტი, 8 ხელშეკრულებაა გაფორმებული შპს "რეროსთან", რომლის მფლობელიც ოფიციალური დოკუმენტებით საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ბიძაშვილია, თუმცა როგორც არაოფიციალური...
10 ივლისს, ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცობით, ახალი კამპუსის მშენებლობა, რომლის სივრცე გათვლილია უნივერსიტეტისა და სკოლისთვის, წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა. "კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე, 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში...
"ფორდის" მარკის პიკაპის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტი მერიამ 51 527 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულება შპს "ჯითი მოტორსთან" აფორმებს. ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს თეთრი ან წითელი (გარდა შავისა) და კომპანიამ მერიას ის 200 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. ამასთან, სავალდებულოა, რომ მანქანის გამოშვების თარიღი 2018 წელზე ნაკლები არ იყოს.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აამოქმედა ვებგვერდი gorikids.ge აამოქმედა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საიტი ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებისთვის იმუშავებს და აღნიშნულ ვებგვერდის საშუალებით რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. მათი თქმით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ განიხილება თითოეული აპლიკაცია და დაუკავშირდებიან მშობლებს. ამასთან, ვებგვერდის საშუალებით, შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელ ბაღში რამდენი ადგილია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ...
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში წინასაარჩევნოდ გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მე-6 სკოლის შემოწმების და დირექტორის გათავისუფლება დაგეგმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, გადაწყდა...
ზუგდიდში ბარათაშვილის ქუჩაზე უკვე კვირაზე მეტია ლამპიონები არ მუშაობს. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მერიის ცხელ ხაზზე დარეკეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. მოქალაქეებს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ნათურებს ვერ შეცვლიან, რადგან არ აქვთ ტექნიკა და ფინანსები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თავის მხრივ, მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზეა საჭირო ტექნიკა და ზუგდიდის ქუჩებში ლამპიონებზე ნათურების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს. "ბარათაშვილის ქუჩის პარალელურად, ცხელ...
ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული სამმილიონიანი ტენდერი არ შედგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებმა პირველ ივნისს, "წმინდა ნინოს გზის“ მსველელობის დაწყებისას განაცხადეს. ტენდერი შვიდ ივნისს, 3 050 982 ლარზე გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. ინფრასტრუქტურული...
მესხეთის თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტებს ტენდერში გამარჯვებული შპს "დემარკი" მოამზადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სადენტერო დოკუმენტაციის მიხედვით, მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად 343 700 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გაფორმდა ხელშეკრულება შპს "დემარკთან". თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. "მთლიანი შენობის რეაბილიტაციას ჩავატარებთ. სარდაფებიდან დაწყებული, შიგნით სკამები, იატაკი, ჭერი, სხვადასხვა ოთახები, საგრიმიორო, სველი წერტილები – ყველაფერი დაინგრევა და ახალი გაკეთდება....
ასპინძის სოფლებში ტოლოშში, საყუდაბელსა და ერკოტის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი, ავსტრალიის "მელბურნის“ უნივერსიტეტის ფრანგ და დიდი ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ახორციელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამუშაოები გრძელდება სოფელ ზველშიც. ექსპედიცია საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს. ზველში, ტოლოშში, საყუდაბელსა და ერკოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსაცდელების მშენებლობა და სკვერების მოწყობა დაიწყო. სოფელ ახალ ხიბულაში (გაშფერდი) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოსაცდელის მშენებლობა, ხოლო სოფელ ხეთაში (წინაგოლა) "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. მოსაცდელის მშენებლობაზე - 6776, ხოლო სკვერის კეთილმოწყობაზე - 15327 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე დასრულდება გარდა ამისა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფლებში ნოჯიხევსა (კუთხე ნოჯიხევი) და საჯიჯაოში (ზენი და ჯაპიშაქარი) მოსაცდელები შენდება. ინფრასტრუქტურული პროექტების...
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მედიაკლუბის წარმომადგენლებს მაგდა პოპიაშვილს, ირაკლი მელაშვილსა და კოკა კიღურაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის" - „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ გაცნობა იყო. "პროექტში ჩართულია ათი მუნიციპალიტეტი: ქედა, ფოთი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ხაშური, მცხეთა, რუსთავი, ლაგოდეხი და ლანჩხუთი. ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში....
სადგურის რუსუნელოვანი დასახელება ჩამოხსენს მეტროს სადგურ „დელისის“ ბაქნის კედლიდან. ფოტო რომელზეც ჩანს, რომ კედლიდან ლითონის ასოებია ამოღებული ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა მიხეილ სვანიძემ. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წარწერა მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს, რაც სარემონტო სამუშაოების ნაწილია და სხვა არაფერს არ უკავშირდება. „ეს იყო, ძველი საბჭოთადროინდელი წარწერა, რომელიც ამ სადგურზე იყო შემორჩენილი. უკვე წლებია მეტროპოლიტენში ორენოვანი, (ქართულ-ინგლისური) სანავიგაციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ