თბილისის მერიაში არ ადასტურებენ, რომ "ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. თუმცა "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის ურბანულ სამსახურში შესაბამისი პროექტი უკვე შესულია. "ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, მერიის არც ერთ სამსახურში მსგავსი პროექტი შემოსული არ არის“, - აცხადებენ თბლისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაშია და შესაბამისად, დედაქალაქის მერია იქ სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა. "სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს. კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარობს. დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3 160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა,...
ბორჯომში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი და საშხაპე. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემითაც. ასევე, პროექტი გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა“ დაბრუნდება. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას“ უფასოდ მიიღებს. "დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა - ეს არის განათლება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისფულება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, ბიუჯეტის 25% მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ჩვენს ბავშვებსა და მომავლ თაობებზე....
ქუთაისში რამდენიმე მთავარი ქუჩა - რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის, ნინოშვილის, გუგუნავას, ლორთქიფანიძის... - მარტიდან გადათხრილია და მოსახლეობის პრეტენზიაა, რომ სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს, ქუჩები ნაგავსა და მტვერს მიაქვს და უფრო მეტიც, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და ისტორიული ქუჩაა, გადათხრილი გზა უკვე ორი კვირაა, მიტოვებულია, მუშებმა ხელფასის გადაუხდელობის გამო სამუშაოები მიატოვეს, ადგილობრივებს კი ამ 4-თვიანი მტვრისა და ნაგვის გამო...
1-ელი ივლისიდან დღემდე 1 060 ტაქსს A კატეგორია ხოლო 6 805-ს - B კატეგორია მიენიჭა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ცნობით, ტაქსის მძღოლებს 10 ივლისიდან კატეგორიის მისანიჭებლად ან ნებართვის მისაღებად, უკვე შეუძლიათ, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ. როგორც ცნობილია, 1-ელი ივლისიდან ტაქსების ორ - A და B კატეგორიად დაყოფის პროცესი დაიწყო. მათ შორის განსხვავებაა, როგორც სტანდარტული მონაცემების, ასევე პრივილეგიების...
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, განაცხადა დღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად.  "აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 410 398 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება. "სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება", - ამბობენ ამბროლაურის მერიაში. მათივე ცნობით, ასევე, მიმდინარეობს სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 475 710 ლარს შეადგენს. დასრულების ფაზაშია ქალაქ ამბროლაურში გურგენიძის ქუჩის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილგანწყობილ და მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა. ანტონიო ბარტოლის განცხადებით, იტალიის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც...
6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში ადგილობრივი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. "თბილისის შემდეგ ბიზნესი მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს და უმრავლეს შემთხვევებში ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც ბიზნეს გარემოს გამოწვევად რჩება ბიუროკრატია ადგილობრივ თვითმმართველობებში“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. ირაკლი ლექვინაძის თქმით,...
დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია უკვე მუშაობს. "ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია "სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, -...
უნგრული მხარე აჭარას სპორტის სახეობა ტექბოლის (Teqball) განვითარებაში დაეხმარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა სათამაშო მაგიდა ბათუმს საჩუქრად გადასცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანი და უნგრელი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაშიც გაიმართა. "დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობაა. თამაში 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორი შეთანხმება გაფორმდა. საფინანსო შეთანხმების ბიუჯეტი 47 მილიონი ევროა. საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას “უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ("EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)",რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი...
გორში უნივერსიტეტის მიმდებარედ ზაზა ფაჩულიას სახელობის "გალფის" საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია "გალფის“ და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა ქალაქ გორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეიდან გორის საკალათბურთო მოედანი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკალათბურთო...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი "Conde Nast Traveler" სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მოწვევით "Conde Nast Traveler-ის" ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო. სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს. "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზედამხედველო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ