ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული და გენდერული ღონისძიებებისას ფურშეტის მოსაწყობად 2 900 ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ტენდერი კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შეყიდვაზე 31 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 9 აგვისტოს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ ობიექტს 145 ულუფა ფხალის ასორტის, ქათმის სალათის, ქათმის მწვადის, ხაჭაპურის, ბლინის, კანაპეს (ყველი) და ლობიანის მიწოდება მოუწევს. ასევე, მომსახურებაში...
წინა სტატია
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა ახალი სამსახურის გამო დატოვა. თუმვა ირაკლი ჯიქია გამოცემა "ლაივპრესთან“ საუბარში არ აკონკრეტებს, სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
"გადაწყვეტილება უკავშირდება მომავალში სხვა სამსახურში გადასვლას. ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით სად... ვნახავთ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.
ირაკლი ჯიქია რწმუნებულის პირველ მოადგილედ 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის...
წინა სტატატია
სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე კობა ქანთარია ადასტურებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ახალ გამოწვევებს უკავშირდება. როგორც კობა ქანთარიამ გამოცემა "ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, საჭიროა ახალი ენერგია.
"არანაირი სხვა საფუძველი ამას არ ჰქონდა. მე ექვსი წელია ვემსახურები რეგიონს. მათ შორის ოთხ წელზე მეტი პირველი მოადგილის პოზიციაზე ვიყავი და ახალი სახელმწიფო რწმუნებულის პირობებშიც ვიმუშავე. მიმაჩნია, რომ ცვლილებები საჭირო...
წინა სტატია
ქუთაისი საკრებულოს დეპუტაციის შემადგენლობაში ცვლილებაა. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება მისივე პარტიის წარმომადგენლებმა რომან ქვაჩაკიძემ შეცვალა. საკითხი საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ცნობისთვის, ცვლილება ყოფილი დეპუტატის წასვლის გამო გახდა საჭირო. გია უკლებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სხდომების გაცდენის გამო შეუჩერდა. გია უკლებამ ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა.
გორში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვავილები ძირფესვიანად მოიპარეს. ამის შესახებ გორის საკრებულოს სხდომაზე კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა თეა კეჩხუაშვილმა განაცხადა, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
საკრებულოს დეპუტატების თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აგრესიულობით გამოირჩევა და ქალაქში აზიანებენ როგორც სპორტულ ინფასტრუქტურას, ასევე, სკვერებსაც.
"რა გიკვირთ, აგერ ყვავილები მოიპარეს გოგებაშვილის ძეგლთან. ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დაგლიჯეს. ყვავილები ცოტაღა დარჩა ქალაქში, ისიც ცენტრში" -...
ქუთაისის მერის მრჩეველთა რაოდენობა შემცირდა. გიორგი ჭიღვარიას სამის ნაცვლად ორი მრჩეველი ეყოლება. მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ამ დროისთვის პოსტი ვაკანტური იყო და მერის გადაწყვეტილებით, მესამე შტატი გაუქმდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა და სხვა პოსტზე დაინიშნა.
გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მრჩეველთა რაოდენობა ხუთიდან სამამდე შეამცირა.ამ დროისათვის მისი მრჩეველები ზურაბ ხურციძე და ნატალი პატარიძე...
ხაშურის მუნიციპალიტეტი შპს „ბაბი-XXI“- ს სასამართლოში უჩივლებს. მიზეზი ისაა რომ კომპანიამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ნაცვლად შენობაში მხოლოდ იატალი შეაკეთა. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
ხაშურის მერიამ გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2019 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც „ბაბი-XXI“ - მ გაიმარჯვა. კომპანიას სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია 21 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.
პროექტის ღირებულება 35...
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის პროექტი შეცვალა. უკვე ცნობილია, რომ მისი რეაბილიტაცია ახალი ესკიზის მიხედვით მოხდება და არა ძველი ვერსიით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებას გასულ წელს გააცნო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიას პროექტის შეცვლა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო მოუწია, რომელმაც კიბეების მიმდებარედ, მის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი ქუთაისს მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა. სამაგიეროდ, კერძო პირზე გაყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ამ...
ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ გიორგობიანი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
"გიორგი გიორგობიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი პოსტი უკვე ვაკანტურია",-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
გამოცემა "ქუთაისი პოსტი', პოსტიდან წასვლის მიზეზის გასარკვევად გიორგობიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, პოსტი უახლოეს მომავალში მერის მოადგილეებმა...
პარტია "თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, ქუთაისის მერიამ წელს სარესტორნო მომსახურებისთვის 87 112 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი.
წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.
"წელს, ექვსი თვის მონაცემებით, მერიამ სარესტორნო ხარჯებზე 87 112 ლარი დახარჯა. მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი და დაზოგე ბიუჯეტის თანხა. ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას,...
წინა სტატია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ორმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოადგილეები თანამდებობებიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე გადადგნენ.
პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია დავით ფარცვანიამ შეცვალა. კობა ქანთარია სავარძელი კი თავისუფალია.
ოთხშაბათს, ამ საკადრო ცვლილებების წინა დღეს, droa.ge გუშინ წერდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული აპარატში ცვლილებები იყო დაგეგმილი და ალექსანდრე მოწერელიას და მისი...
გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება.
ამასთან, გამგეობის ცნობით, ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელის მოწყობაც სრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.
"ბერთუბნის დასახლებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის მოწყობის...
წინა სტატია
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა - მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.
პროექტის მიხედვით, გადმოსახედები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში მოეწყობა, საიდანაც შორეული ხედები იშლება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს,აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან გამოვლინდნენ გამარჯვებული...
წინა სტატია
ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში დღეს საჯარო განხილვა გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები და უშუალოდ იმ კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობას გეგმავენ.
ცნობისთვის, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას და იახტკლუბის მოწყობას გეგმავს.
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მოქალაქეებიც და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც...
წინა სტატია
დღეიდან საპილოტე პროექტის ფარგლებში, კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლები და ელექტრომობილების მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ და პარკირების საფასურს არ გადაიხდიან, თუმცა მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ დედაქალაქში დასაქმებულებს და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.
მერიის ამ გადაწყვეტილებამ მიმდებარე ტერიტორიებზე დასაქმებულების გარკვეული ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. თბილისის მერის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































