წინა სტატია გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, 2020 წლის იანვარში დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 11 777 776 ლარი დაიხარჯება. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ლაშა ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი ბორდიურები, საავტომობილო გზა, გარე განათების ქსელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლი. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სოციალური სასადილო გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, სასადილოთი სარგებლობა სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შრომის უუნარო ადამიანებს უფასოდ შეეძლებათ. "მიმდინარე წლის ბიუჯეტში, უკვე განსაზღვრულია სასადილოს ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები. გათვალისწინებულია შენობის გამოყოფის საკითხიც. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე ეყარა კენჭი”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მთებში მისასვლელი გზების მთის ნაშალისაგან გაწმენდა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასპინძის მერიის ინფორმაციით, მთებში მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯავახავტოგზა’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია, სოფელ აწყვიტის მთაში მისასვლელ გზაზე. ამ ეტაპზე კი, ნაშალისა და მეწყერისაგან სოფელ საროსა და ნიჯგორის მთებში მისასვლელი გზები იწმინდება.
ზუგდიდის სოფელ ცაიშში მდებარე "ქვის თაღოვან ხიდს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ზუგდიდის მერიის ცნობით, ხიდი ქვის თაღოვანი, ე. წ. "თამარის ხიდის’’ კატეგორიას მიეკუთვნება და ნაშენია რიყისა და კირქვის კონგლომერატით. დეკორატიულად გამოყენებულია თლილი კირქვის მასალები. ამდენად, აღნიშნული ხიდი ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლთა მეტად საყურადღებო ჯგუფს განეკუთვნება და ისტორიულად, წარმოადგენდა სავაჭრო - საქარავნო გზების ქსელის...
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ეს ძეგლებია: დოლმენები აზანთაში. ეკლესიები, აზანთა, ბაღმარანში, დრანდაში, აჭანდარაში, ფშაფსა და დაბა გულრიფშში. ციხე-კოშკები ალექსანდროვკაში, ბაბუშერაში, კელასურში. დარბაზული ეკლესიები ბაღმარანში. გუმბათიანი ეკლესიები ბაღმარანში, ციხე სიმაგრეები მერხეულსა და წებელდაში. ციხე სიმაგრე და გალავანი ბაღმარანი. სასახლე ლათაში. „სულ 19 ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ...
ნინოწმინდაში ბაგა-ბაღების გაერთიანებას დროებით მარინა ესოიანი უხელმძღვანელებს. რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ესოიანი, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უცნობია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ვიმუშავებ რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და საკუთარ ძალებს არ დავიშურებ“,–აცხადებს მარინა ესოიანი. შეგახსენებთ, რომ ბაღების გაერთიანების წინა ხელმძღვანელის, ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტრომ ძიება დაიწყო. ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის,...
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალადჩამოყალიბებული ტურისტული ა(ა)იპ–ის თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ სამ ვაკანსიაზე, აპლიკანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიის წინაშე 12 აპლიკანტი წარსდგება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპლიკანტებთან გასაუბრება დღეს, ხუთ აგვისტოს 11:00 საათიდან დაიწყო. როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე განმარტავს, 12 აპლიკანტთან გასაუბრება დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კომისიის წინაშე გასაუბრებას ტურისტული ა(ა)იპ–ის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველი ორი აპლიკანტი...
წინა სტატია ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდება, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, რეანომობილი ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში უკვე დღეიდან განათავსეს. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელი სამუშაოებისა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს. 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ბარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქ წალკის #1 და #2...
იანვარ-ივლისში საქართველოს 5 მილიონამდე ტურისტი ეწვია, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4 961 918 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 697 624 შეადგინა, რაც 198 873-ით მეტია 2018...
ზესტაფონში ქალაქის 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ზესტაფონის მერიაში აცხადებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობა გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის და მერკვილაძის ქუჩებზე. საგაზო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მერკვილაძის ქუჩაზე ბეტონის საფარი, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩების რეაბილიტრაციის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებენ თავლყურს. "მერკვილაძის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები...
BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს შემდეგ აჭარის საიმიჯო რგოლებს წელს პირველად National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. რეგიონის სატელევიზიო რეკლამა პოპულარულ სამოგზაურო არხზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ტრიალებს. "აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას. ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს ჩვენს სამიზნე ევროპულ ბაზრებზე, სადაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველი ვიდეორგოლები ლატვიურ, გერმანულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე ტრიალებს....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კანონდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა. გარდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს შორისაა: პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილება, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის მექანიზმი და ა.შ. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ...
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები არის ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა, - ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიის ბოლო ორი წლის საქმიანობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს გაიმართა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში გზის მოასფალტება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სულ დაიგება 5 კმ. გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „ქროს ფოინტი“. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 106 210 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 397 ბენეფიციარს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მერიაში აცხადებენ, რომ 61 338 ლარი 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 91 ბენეფიციარი 14 608 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ