ზესტაფონში, სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის იანვრის თვეში დასრულდება. 3 სართულიანი სკოლის შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და ის ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. როგორც ზესტაფინის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ზედა საქარის საჯარო სკოლაში კომბინირებული სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მოეწყობა. სასწავლო კორპუსს ექნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. იფუნქციონირებს ლიფტი. სკოლის ეზოში იგეგმება საბავშვო მოედანის მშენებლობაც. სკოლის მშენებლობა საგანმანათლებლო და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისათვის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. სამუშაოებს შპს „კარკასი“ 218 360 შეასრულებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში სპორტული კომპალექსის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად, შპს „კარკასთან“ ხელშეკრულება პირველ აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდეა დადებული. ტენდერში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა, შპს „კარკასი“ და ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“. საბოლოოდ, „კარკასმა“ 218 360 ლარის შეთავაზება გააკეთა,...
დმანისის მერია ახალი ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე დასასველებელი სივრცის მოწყობას გეგმავს. მერიამ გამოცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში სპორტული მოედნის, საზოგადოებრივი რეტერატისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის ღირებულება 478 119.00 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სკვერი მოეწყოს ბორდიულებით, დეკორატიული ფილით, საბაღე სკამებით, ურნებითა და დეკორატიული განათების ლამპიონებით. სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ბავაშვო გასართობი სივრცე, კაუჩუკიან მოედანზე დამონტაჟებული ატრაქციონებით და ტრენაჟორებით. სკვერში მოეწყობა ხელოვნურ...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ივლისში 32 236 ლარი დაიხარჯა. ჩამონათვალი ასეთია: დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 20 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 432 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (2 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი - 200 ლარი; პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში...
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მთაწმინდაზე საბაგიროს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება. მისივე თქმით, მერიას ჰქონდა მოლაპარაკებები რამდენიმე მცხოვრებთან, რომელთა განსახლებაც აუცილებელი იყო პროექტის იმ ადგილზე განხორციელებისთვის, რომელიც თავდაპირველად შეირჩა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. "ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, რადგან ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა იქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახის განსახლება, თუმცა იმის გამო, რომ ვერ მოხდა მოლაპარაკება საკუთრების გამოსყიდვაზე...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში, მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამით, 1575 გურჯაანელს გაუწია დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 065 ლარი გაიცა. მოსახლეობის სოციალური დახმარების აღნიშნული პროგრამა გულისხმობს: უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერად ფულად დახმარებას; ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსებას მარჩენალდაკარგულ, მარტოხელა მშობლის და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახზე, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირზე, შშმპ სტატუსის მქონე ომის ვეტერანზე და შშმ ბავშვზე; ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სველ წერტილებთან ერთად, სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყობა. სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ასევე მალე დაიწყება სოფელ საქობოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. შიდა სველი წერტილებთან და წყალსარინ სისტემასთან ერთად, სპორტული დარბაზიც შეკეთდება. ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტირებისთვის 130 622 ლარი დაიხარჯება. 2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის...
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია შს მინისტრის პლაკატით მივიდა, რომელზეც გიორგი გახარიას თვალი ჰქონდა ახვეული და ეწერა: "გახარია წადი“. დეპუტატის ამ ჟესტს ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს წევრებმა ცხვიტარიას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. დარეჯან ცხვიტარიას თქმით კი, ვიდრე გახარიას გადადგომის თაობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი ყველა სხდომაზე ტრასფარანტებით მივა...
video
წინა სტატია საარჩევნო კანონმდებლობაზე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი გრძელდება. რჩება სადავო საკითხები, მათ შორის რეკლამის ტექსტის რეგულირება და  ბლოკები. დღეს ისიც ითქვა, რომ ოპოზიცის ნაწილი ეგზიტპოლების აკრძალვასაც ითხოვს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საარჩევნო კანონმდებლობაში ოპოზიცია დაფინანსების წესთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიებს. ასევე, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ბლოკების შექმნა. სამოქალაქო სექტორი საკუთარ ხედვას დღეს წარადგენს. საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ...
საბურთალოს რაიონში სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულებამ, რომელსაც შპს "ენ სი სი“ აწარმოებდა 2 804 000 ლარი შეადგინა. "აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ...
დაშბაშის კანიონზე ებრაული ინვესტიციის ფარგლებში განსახორციელებელი მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში 240-მეტრიანი შუშის ხიდი, ზიპლაინი, სასტუმრო, კვების ობიექტი, მუსიკალური სივრცე და ავტოსადგომი მოეწყობა. ეკოტურისტული ობიექტის განვითარების მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. პროექტს კომპანია "KASS LAND-ი" განახორციელებს. გარდა ამისა, შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო დარგის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე შესრულებულ, მიმდინარე და...
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთხ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, შეიღებება მოსასვენებელი სკამები და ლითონის დეკორატიული ღობეები. სამუშაოების დროს ასევე, შეკეთდება დაზიანებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და გამოიცვლება ურნები. ჩიტაიას N5-ში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, სარწყავი სისტემაც ეწყობა. სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები 32...
ქალაქ თეთრიწყაროში ქეთევან წამებულის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 96 053 ლარს შეადგენს. სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
წინა სტატია გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული გორში გენერალურ გეგმაზე მუშაობენ. რამდენჯერმე დოკუმენტზე მომუშავე სითი ინსტიტუტის გუნდმა საჯარო განხილვებიც გამართა და საუბარი ქალაქის სწორი განვითარების პროცესებზე და იმ სამომავლო სარგებელზე იყო, რომელსაც კონცეფციის რეალური განხორციელება სამომავლოდ მოუტანს გორსა და მის შემოგარენს. ინფორმაციას ბიზნეს მედია საქართველო ავრცელებს. შედეგად კი, ქალაქი გორი 20-მდე ჰომოგენურ და განსხვავებული ცხოვრების სტილის უბნებად დაიყო და დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტებიც....
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბოსლებში სპორტული მოედნის მოსაწყობად 218 011 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. სატენდერო წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. https://www.facebook.com/DmanisiMun/photos/a.257332917663865/2451795641550904/?type=3&theater
ძამას ხეობაში ეკლესია-მონასტრებთან ერთადერთი მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მიწის სამუშაოები სრულდება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის. მიწის, ხელოვნური ნაგებობების და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე. პროექტის ღირებულება 14.5 მლნ ლარია. ხეობაში 50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კოშკი და ციხესიმაგრე. აქ არსარკინეთი, ორთუბანი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ