გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ "საქართველოს წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 10 000 ცალი ლიფსიტა მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში გუშვა. ნაკადულის კალმახის დაცვის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა. ველური ბუნების სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, მდინარე რიცეულას ხეობაში ნაკადულის კალმახის აღდგენას. https://www.facebook.com/sanerge/videos/2355435628006645/
წინა სტატია პარლამენტი 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. საუბარია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. დღეს, 2 სექტემბერს კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტზე იმსჯელებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ საორგანიზაციო კომისიის შექმნაც, რომელმაც საყოველთაო-სახალხო განხილვები უნდა წარმართოს. ორივე კომისიას სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. სწორედ კომისიებთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები განიხილეს 1 სექტემბერს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. შეგახსენებთ, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით...
სტატიის გაგრძელება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლება დაბა ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას აპირებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დაბის მცხოვრებთა ინფორმაციით, საგუშაგოზე გამოკრული განცხადების თანახმად, ე.წ. საზღვარი 3 სექტემბრიდან იკეტება. რამდენი ხნით, მითითებული არ არის. ახალგორელებისთვის უცნობია გადაწყვეტილების მიზეზიც. ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორელებს ე.წ. საზღვრის დაკეტვის შესახებ სიტყვიერადაც აფრთხილებენ. "დადიან და ეუბნებიან, ვისაც გინდათ წადით და ვისაც გინდათ დარჩითო....
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასთან ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საფეხბურთო მოედანი სტეფანწმინდისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე იეგუდიელისა და დარიალის მონასტრის წინამძღოლის მამა იოსების ინიციატივით მოეწყო. მათივე ცნობით, აღნიშნულ მოედანზე გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, ფეხბურთის თამაში მთელი რეგიონის მოსახლეობას შეეძლება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიმნაზიის მოსწავლეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები, ფორმები და სხვადასხვა ინვენტარი გადასცა.
1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური...
2019 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ნაწილი 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლში შესული ცვლილებებით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრა:  3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე...
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, - წერს "ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება. 1 სექტემბერს "ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "მოცულობითი ინფორმაცია“ ხვალ, 2 სექტემბერს გავრცელდება. იმედინიუსის ცნობით, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრაზე პრემიერმინისტრ...
წინა სტატია ავტორი: ირმა სინაურიძე–მაყაშვილი ორიოდე დღის წინ თელავში, ვახვახიშვილების სახლთან, შეკრებილა დიდძალი ხალხი და მაზრის უფროსის თანაშემწის, ობოლენსკის სახლისკენ სულ ცანგალა და გოგონას ცეკვით წასულა... მთელი ქალაქი დაჭერილია, თელავის ციხე პატიმრებით არის გადავსებული და ხვალ ჩვენი ჯერიც მოვა, ამიტომაც ასე, ცანგალა და გოგონათი, საკუთარი ნებით გავმწესდებით  სატუსაღოშიო... თელავის მაზრის უფროსს მოუხსენებია სადაც ჯერ არს, ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მხრივ ქალაქ თელავშია,...
ავტორი: ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი მინდოდა, კიდევ ერთხელ მეცადა და რეგიონებში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა-ნაგებობების თემა სათემო განათლებისა და მუნიციპალურ დონეზე კულტურის სერვისების განვითარების საკითხთან დამეკავშირებინა. ანუ, მეცადა, დამეწერა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ნაგებობების გამოყენება თემის საჭიროებების გათვალისწინებით; დავიწყე კიდეც წერა, თუმცა, მალე გერმანიაში მომიწია მივლინებით წამოსვლამ. ამჟამინდელი სამივლინებო თემა „მეხსიერების პოლიტიკა და მეხსიერების კულტურაა“; ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების...
საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი - „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობითი ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს. ამავდროულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც გაეცნენ. პროექტის დირექტორის, მაგდა პოპიაშვილის განმარტებით, პროექტის...
ლანჩხუთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მოდელებისა და ფორმების სწავლება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძელოს მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა. გარდა ამისა, ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც შესაცვლელია, ვინაიდან ხშირად, არასწორი ფორმების გამო, მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში ვერ უზრუნველყოფს. ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური...
ფოთში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ფოთის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, აგრეთვე, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მთავარი საკითხი, რომელზეც ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა, მონაწილეობითი ბიუჯეტის მოდელები და ბიუჯეტირების პროცესში მოაქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება იყო. ტრენინგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი აქცენტი აღნიშნულ პროცესში მედიის, როგორც თვითმმართველობის პარტნიორის, როლზე გაკეთდა. ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის" პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო (ანკეტა იხილეთ ინსტრუქციის ბოლოს). პროექტის მიზანია ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ჩართვა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია მათი დასახლების ურბანული განვითარებისათვის. პროექტი ითვალისწინებს: სამიზნე ლოკაციებში ახალგაზრდების 3-კაციანი ჯგუფების შექმნას; ურბანულ განვითარებაზე მიმართული კონცეფციებისა და პროექტების კონკურსს, რათა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების ჯგუფები ჩაერთონ ადგილობრივი ურბანული განვითარების პროცესში; სამიზნე...
video
ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა" ფოთში ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე, რომელიც საქართველოს მედია-კლუბმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერით გაიმართა, თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ბიუჯეტირების პროცესზე ისაუბრეს. მთავარი საკითხი კი მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელები და მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაციის ფორმების შემუშავება იყო. ტრენინგს ფოთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქედაში თვითმმართველობის მოხელეებმა და აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეღოთ ცოდნა, თუ როგორ უნდა შედგეს მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. ტრენინგის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ...
video
ტელეკომპანია "ფარვანა" ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მოდელებისა და ფორმების სწავლება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძელოს მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა. გარდა ამისა, ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც შესაცვლელია, ვინაიდან ხშირად, არასწორი ფორმების გამო, მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში ვერ უზრუნველყოფს. ტრენინგი გერმანიის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ