გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭერემში ამბულატორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ოთხი ოთახი, სველი წერტილი და იცვლება სახურავი. სამუშაოებზე 27 924 ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 ამბულატორიაში მიმდინარეობს, სოფელ ახაშენში კი ახალი შენობის მშენებლობა იწყება.
გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 450 მეტრამდე სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 236 343 ლარით დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "ნიუპოვერმა" შეასრულა.
ვაკის რაიონის გამგეობის პირველ სართულზე განთავსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ. "12 აგვისტოდან მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე, კომფორტული და ადაპტირებული სივრცის შექმნის მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობის პირველ სართულზე განთავსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია იწყება. ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჭირო მომსახურება - ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და განაცხადების ჩაბარება დროებით, ნოემბრამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის N99-ში შეეძლებათ", - ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამგორის რაიონის გამგეობა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას ახორციელებს. "შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს სამგორის ქ. N4-ში, სადაც პირველ ეტაპზე შეიცვალა ქანობიანი სახურავი. ამასთან, საძირკველი რკინა-ბეტონით გამაგდა და კედლები არმატურის ბადით გამყარება, ასევე, შეილესება შიდა კედლები", - განმარტავენ გამგეობაში. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია "მადლი“ აწარმოებს და ის ორ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება...
გორის სოფელ ატენში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 3 უბანი. ზაოტის, მიხანაანთ და ვანიანთუბნის მოსახლეობა სასმელ წყალს უშედეგოდ ელოდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ჯამში აღნიშნულ უბნებში, როგორც სოფლის წარმომადგენელი ამბობს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში სულ 9 უბანია 1500-მდე ოჯახით. როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა აცნობეს, წყლის მიწოდება ერთი კვირის წინ შეწყდა.  გორის მერის წარმომადგენელი ატენის თემში, ნუგზარ მძინარაშვილი ადასტურებს, რომ წყლის...
საბურთალოს რაიონში, წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, სამუშაოები პეკინის გამზირის N3-ში, შევარდენიძის ქ. N3, ვაჟა-ფშაველას გამზირის N2-სა და N4-ში, ნუცუბიძის ქ. N19-ში, ჩიქოვანის ქ. N38-სა და დიდ დიღომი, მე-4 მიკრორაიონის N16 და N21 კორპუსებში ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 217 594 ლარია გამოყოფილი. "თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა. სამუშაოების შედეგად, გამოიცვლება წყალარინების ქსელი...
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აცხადებენ, სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს. სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას...
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩიქობავას N34-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს. 'მსგავსი სამუშაოები, პარალელურად 7 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 18 მისამართზე უკვე დასრულდა", - ამბობენ გამგეობაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით - უწყება 5 მანქანის გასხვისების ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას გორის სატემო რადიო ავრცელებს. აღნიშნული მანქანებია: ოპელ კომბო (2000წ) - საწყის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრულია - 2 000 ლარი; Lexus LX 470 (2001წ) - 12 000 ლარი; Mitsubishi Montero Limited (2001) - 7 200 ლარი; BMW 520 I - (1991წ) - 1 800 ლარი; Mercedes Benz ML...
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი: ია ასათიანი ხაშურში მუსიკალური სკოლის შენობის ფასადი ისევ ისე გამოიყურება, როგორც 4 წლის წინ, როცა მერიამ მისი შეკეთება გადაწყვიტა. თქვენ რომ ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადს იხდით ბიუჯეტში, იმ ფულიდან მერიამ 87 ათასი ლარი დახარჯა ფასადის შესაკეთებლად, რომელიც ორ თვეში ჩამოიშალა. ზარალი დღემდე არავის აუნაზღაურებია. თქვენ გადასახადების გადახდას აგრძელებთ. მუსიკალური სკოლის შენობაც ისევ ნაცრისფერია. შპს "რემონტალმა“ სკოლის შენობა ოთხკუთხედი...
წინა სტატია სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ა(ა)იპ–ისთვის "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO) აღმასრულებელ და მარკეტინგის დირექტორებს ეძებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მარკეტინგისა და Pღ მენეჯერის, ასევე, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებზე ვაკანსია მეორედ 30 აგვისტოს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერია. ახლადშექმნილი ა(ა)იპ "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO)–სთვის ვაკანსია პირველად სამ პოზიციაზე, 20 ივნისს გამოცხადდა, სადაც სულ 30 განმცხადებლის, 47 განაცხადი შევიდა, თუმცა საკონკურსო კომისიამ მხოლოდ ერთი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ასსაფეხურიანი კიბეების პროექტის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ ჩაშლის შემდეგ, ქუთაისის მერიამ, შესაძლოა, სატენდერო თანხა შეცვალოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერიამ კიბების რეაბილიტაციისთვის 15  000 ლარიანი ტენდერი პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, თუმცა, სამუშაოების შესყიდვით არავინ დაინტერესებულა. ტენდერის ჩაშლის შემდეგ მერიამ განმეორებითი შესყიდვა  სატენდრო თანხის შეუცვლელად გამოაცხადა. ადგილობრივ თვითმმრთველობაში ამბობენ, რომ ამჯერად ტენდერის ჩაშლის მიზეზებს შეისწავლიან და სავარაუდოდ, თანხის რაოდენობაც...
სტუდენტები, რომლებიც არიან: მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლები, დევნილები, არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანების შვილები, სოციალურად დაუცველები, ობლების სტატუსის მქონე ან რეპატრირებული მესხების შთამომავლები, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან. სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს დააფინანსებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ. 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარია გამოყოფილი. დაფინანსების მისაღებად, სტუდენტს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა. სამუშაოების შესყიდვით არც ამჯერად დაინტერესებულა ვინმე. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი აქვეყნებს.  ქუთაისის მერია პროექტის შედგენაში 15 000 ლარს იხდიდა. პირველი ტენდერის ჩაშლის მიუხედავად მერიას სატენდერო ღირებულება არ შეუცვლია. ქუთაისის მერიამ ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ...
წინა სტატია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ყანობის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტების სახიდე გადასასვლელით სარგებლობა უკვე შეუზღუდავად შეუძლია, - აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მდინარე თერგზე სახიდე გადასასვვლელთან ერთად ცენტრალური მაგისტრალიდან ხიდამდე ასფალტ-ბეტონის გზაც მოეწყო. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც Design-build-ის მეთოდით განხორციელდა, 2 900 320 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი შპს "გზამკვლევი 2001-მა“ შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს "ჯორჯიან ბრიჯ ქონსტრაქშენ-მა" აწარმოა.
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. სპეციალური ბრიფინგი მმართველი პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამართა. ამავე ბრიფინგზე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარგენილნი. რაც შეეხება ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ბრიფინგზე ითქვა, რომ სამთავრობო გუნდში სხვა ცვლილებები არ იგეგმება. გახარია პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ