სამცხე–ჯავახეთის ტურისტულ ა(ა)იპ–ში ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა

1184

წინა სტატია

სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ა(ა)იპ–ისთვის “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO) აღმასრულებელ და მარკეტინგის დირექტორებს ეძებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მარკეტინგისა და Pღ მენეჯერის, ასევე, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებზე ვაკანსია მეორედ 30 აგვისტოს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 სექტემბერია.

ახლადშექმნილი ა(ა)იპ “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO)–სთვის ვაკანსია პირველად სამ პოზიციაზე, 20 ივნისს გამოცხადდა, სადაც სულ 30 განმცხადებლის, 47 განაცხადი შევიდა, თუმცა საკონკურსო კომისიამ მხოლოდ ერთი თანამშრომელი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე შეარჩია.

როგორც საკონკურსო კომისისს თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე აცხადებს, ვაკანტურ პოზიციებზე შესაბამისი კანდიდატების ვერ შერჩევის მიზეზი ინგლისური ენის არცოდნა გახდა.

“დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 1 500 ლარი იქნება, თანამშრომლების კი 1 000 ლარი.

სამცხე–ჯავხეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და UშAID/ძრდა-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.