გორის მუნიციპალიტეტის 16 სკოლამდელ დაწესებულებაში სხვადასხვა მიკრობებით დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, წერს რადიო მოზაიკა. "ჩატარდა წყლის ლაბორატორიული ანალიზი. იმის გამო, რომ 16 სოფლის საჯარო დაწესებულების წყალი აღმოჩნდა დაბინძურებული, მოხდა ამ სოფლების წყლის დეზინფექცია. ამჟამად, ეს წყალი ვარგისია გამოსაყენებლად"- განმარტავენ სააგენტოში. როგორც ცნობილია, გარდა ამისა, რამდენიმე საბავშვო ბაღი ქალაქსა და რაიონში აღიჭურვა სავენტილაციო...
დღეიდან ბათუმში მოძრავი ავტობუსები სხვა მარშრუტით ივლიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ცვლილება N8, N11 და N42  ხაზზე მოძრავ ავტობუსებს ეხება. კერძოდ, 8 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს. N11 - ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩების, N42 ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი კი  ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს. სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზეც. შეზუდვა შეეხება, ასევე, ...
video
"ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ ზღვა“, – ამ განცხადებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმში მუნიციპალური ავტროტრანსპორტის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა. ოპოზიციის წევრის თქმით, ავტობუსების გაჩერებები, არამარტო ქალაქის პერიფერიულ, არამედ ტურისტულად დატვირთულ უბნებშიც ავარიულ მდგომარეობაშია. დეკანაძე ამბობს, რომ 2012 წლის მერე აბრები არ გაუახლებიათ, ამასთან, მისივე განცხადებით, არ დამატებულა ახალი...
საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის და პრევენციის მიზნით გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ ავტობანზე მორიგეობა დააწესოს. "როსენბაუერის სახანძრო-სამაშველო მანქანა დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ავტობანზე იმორიგევებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირებას კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/2348360832146197/
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება, - ამის შესახებ ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, რაც საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. "ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში,...
სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ხვალ, 6 სექტემბერს, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. მათივე ცნობით, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-მდე აქტიურ ვაკანსიას 25 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო...
წინა სტატია ქვეშეთი-კობის 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გვირაბს ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და China Railway Tunnel Group Co-ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზაი ფეიფეიმ მოაწერეს. პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების...
video
სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხევების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს. საფრთხის შემცველი ხევების სარეაბილიტაციოდ და გასასუფთავებლად მთავრობის განკარგულებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოეყო. სამუშაოები უკვე ჩატარდა კალაურის და ჭანდრის ხევებზე, ასევე, მიმდინარეობს ქალაქ გურჯაანში ე.წ ნავთის ხევის, კარდენახისა და ჭერმის ხევების გაწმენდაც. რამდენიმე დღეში სამუშაოები დაიწყება სოფელ ბაკურციხის ხევზეც. შეგახსენებთ, რომ ეს ხევები მოსახლეობას უამინდობის...
გლდანის რაიონში, ავჭალაში, ჭედიას ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში, ბეტონის საფარი დაახლოებით, 500 კვ.მ ფართობზე დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 32 000 ლარი არის გათვალისწინებული. „ჭედიას ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის გზა ეწყობა. გზის აღნიშნული ნაწილი ძალიან დაზიანებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ჩვენ მათ პრობლემის მოგვარებას დავპირდით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან...
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა. საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა. "აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ ბატონი კახა...
გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, მომზადდა გზის საფუძველი, მოეწყო ბორდიური, რის შემდეგაც, დაახლოებით, 2 570 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა...
ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი გახსნეს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 252 581 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარეგანათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი მოეწყო. "მიხარია რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატა ჩვენს ქალაქს და მომავალში კიდევ ბევრი შეემატება, თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს,...
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების ნაწილის თქმით, წყალმომარაგების კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია საერთო საცხოვრებლებშია, რადგან სართულებზე წყლის მიწოდების პრობლემა წლებია აქვთ. "წყლის პრობლემა სულ არის რაც მე აქ ვცხოვრობ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ხშირად ისე ცოტა მოდის წყალი, რომ ჩემამდე არ ამოდის. ამის გამო მიწევს ხელით მოტანა რაც...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახალქალაქში ის აბრები შეიცვალა, სადაც დასახელებები არასწორად იყო დატანილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. აბრების შეცლის სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „ჯავახავტოგზამ“ შეასრულა: „სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც დავალებული გვქონდა, ყველა აბრა შევცვალეთ, თუ კიდევ სხვა აბრებსაც დაგვავალებენ, იმათაც შევცვლით“,– გვეუბნება „ჯავახავტოგზას“ ხელმძღვანელი ნოდარ ინსარიძე. ჯამში რამდენი აბრა შეიცვლა უცნობია, თუმცა ნოდარ ინასარიძის თქმით, ყველა აბრა შეცვალეს,...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა ოკუპირებული სოფლის, წნელისის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა,  „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა და ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო.  ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს დეფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა. „უწყების“ ინფორმაციით, ბლოკპოსტის მშენებლობა ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და რეგიონში სტაბილურობის...
პეტრას ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რეგიონის პირველი პირის თქმით, ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი. სამუშაოები დასრულდება 2020 წელს, რომლის ბიუჯეტი -1 750 000 ლარია. ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ