ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის მეორე ფაზა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს,  სრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონტალური დგარი). აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა.  კორპუსების სარდაფებში  არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორ ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა. დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას. ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დასრულებულია. პარალელურად, მრავალბინიან კორპუსებში, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც  წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება. პროექტს  80 788 120 ლარით  აზიის განვითარების ბანკი  (ADB) აფინანსებს.
სტატიის გაგრძელება ბათუმში, სადაც სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს, 1 600 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8 095-ია; სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 2 595-მა ბავშვმა დაასრულა, მათ ადგილას 2 479 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამ დროისთვის ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, ნაწილი ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ...
გორის საკრებულოს წევრებმა, "გავრილოვის ღამის" ხსენების გამო, გორში საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დისკუსია დატოვეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მიშა გოგინაშვილმა და ზურამ ყაჯრიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და საარჩევნო რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. "აქ მოვედი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსასმენად და ეს ორგანიზაცია აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. საუბრობენ გავრილოვის ღამეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა დავესწრო", - განაცხადა...
იმერეთის რეგიონში სულ 200-მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი მხარის რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის. მიმდინარეობს სკოლებში შენობების გადახურვები და ფასადების მოწესრიგება. ასევე ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები. ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან 20 საბავშვო ბაღში სწავლა 16 სექტემბერს ვერ დაიწყება. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ამ დროისთვის ვერ ესწრება. ოცი ბაღიდან ორი - მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში. აქ სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა "ლაივპრესი" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში აცხადებენ, ზოგიერთ ბაღში...
ა(ა)იპ მანგლისის განვითარების ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დაბა მანგლისში 12 ქუჩის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უსასყიდლოდ გადასცა. "მომზადებული პროექტები სავალდებულო საექსპერტო შეფასების შემდგომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დაფინანსების მიღების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინება. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 1 194 822 ლარს შეადგენს", - განმარტავენ მერიაში. საპროექტო დოკუმენტაცია მანგლისის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა 31 აგვისტოს დაბა მანგლისში გამართულ არტ-ფესტივალზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის...
16 სექტემბერს ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით,  სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქალაქის  რამდენიმე სკოლაში სპორტული დარბაზის მოწყობა ვერ მოესწროს, თუმცა ეს სწავლის დაწყების პროცესს ხელს არ შეუშლის. მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე სკოლის ფასადის სამღებრო სამუშოები, რის ჩატარებასაც ძლიერი ქარი...
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ესკიძის მიხედვით ცისფერყანწელების ძეგლის დამზადებასა და განთავსებას ითვალისწინებს, გიორგი კიკვაძემ გაიმარჯვა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მოქანდაკეს კონკურენტი არ გამოჩენია და 110 ათას ლარად გამოცხადებულ ტენდერში ამავე თანხად გაიმარჯვა. პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები ქუთაისში ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პირველ სკოლასთან ვერიკო ანჯაფარიძის  სკვერში დაიდგმება. ამ დროისათვის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოს შესრულების ვადად 90 დღეა მითითებული. გიორგი კიკვაძის თქმით,...
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს. 13 - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა მოეწყობა.  ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  27 სექტემბერს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ. საყოველთაო-სახალხო...
video
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში „სიენენის“ (CNN) საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა. რეპორტაჟი „სიენენზე“ 14 სექტემბერს გადაიცემა. ანონსი კი, ყოველდღიურად ტრიალებს. Destination Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილია 14 მილიონიანი აუდიტორიით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „სიენენის“ პლატფორმაზე საქართველოს გვერდი Discover Georgia დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი. „სიენენზე“...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცემერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა. "მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ. დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან...
საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს, მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიოტაციო სამუშაოებია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. "16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე...
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ კი ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან, - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში,...
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს პურ-ფუნთუშეულით ახალციხის მერის რძლის საცხობი ამარაგებს. 2015, 2018 და 2019 წლებში ი/მ ნანა მაისურაძემ, ჯამში 220 236 ლარის ღირებულების ხუთი ტენდერი მოიგო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  საცხობი, რომლითაც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მარაგდება, ახალციხეში დიდიმამიშვილის N6-ში მდებარეობს და ახალციხის მერის ძმის ოჯახს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საცხობი ინდ. მეწარმე ნანა მაისურაძეზეა რეგისტრირებული, რომელიც...
14-15 სექტემბერს ორბელიანის განახლებულ მოედანზე "სთრით ფუდ ფესტივალი - დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე შეეძლება. "ახალ პროექტს ვიწყებთ - "დააგემოვნე თბილისის ქუჩებში". გვინდა, რომ თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის 14-15 სექტემბერს 12:00-დან 23:00-საათამდე ორბელიანის განახლებულ მოედანზე ჩავატაროთ ეს ფესტივალი. ფესტივალი...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს (ძვ. წ XV-XIV ს.ს ) პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ყორღანი ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. აქ სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ ასრულებს. მან ტენდერში 25 423 ლარად გაიმარჯვა. ხელშეკრულება 30 აგვისტოს დაიდო და 2020 წლის 31 იანვარს დასრულდება. აქ დაგეგმილია შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები: ჰუმუსის მოხსნა; მიწის სამუშაოები პრეპარაციით; სარიტუალო გზის გასუფთავება; ქვაყრილის ნაწილის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ