შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიებისთვის გადარიცხული თანხები წლიდან წლამდე იზრდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ქარელის, ხაშურისა და კასპის მერებმა 2014-2019 წლების მონაცემები მოგვაწოდეს, რაც შეეხება გორის მერიას, ისინი მხოლოდ 2019 წლის ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლნენ. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ატენისა და გორის ეპარქიას 200 000 ლარი გადაურიცხა. მათ შორის 70 000 ლარი - ელექტროენერგიის გადასახადისთვის და 130...
სამგორის რაიონში, ვარკეთილში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, სამუშაოების ფარგლებში, ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N413, N414, N416, N420, N424 კორპუსების მიმდინარედ, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. გარდა ამისა, გამგეობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი შიდა ეზოებსა და მისასვლელ გზებზე დაიგება. "ამ ეტაპზე, ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "ენდი როუდი“...
გორი-უფლისციხის გზაზე, სადაც ასფალტის საფარი დაზიანებულია, წითელი ალმები გამოფინეს. გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში განხორციელდა, თუმცა, გზის საფარმა დეფორმაცია უკვე მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  სამუშაოები 2019 წლის 12 მაისს დაიწყო. როგორც qartli.ge წერდა, მას საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ახორციელებდა. დაახლოებით 300 000 ლარი გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. უფლისციხის გზა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში განახლდა....
ჩუღურეთის რაიონში, ტყეშელაშვილის ქუჩაზე გზას აწესრიგენენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ. ამ ეტაპზე, 500 კვადრატულ მეტრზე ბაზალტის ქვის ქვაფენილის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს და მისი ღირებულება 55 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივის მოსახლეობას შეხვდა.
ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თამარ მეფის N5-ში, საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში სამგზავრო ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მაივე ცნობით, აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 28 000 ლარია.
კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი „ნეიჩა“ (Nature) დმანისის ახალი აღმოჩენის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეომმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი“ (Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny). სტატიაში საუბარია, რომ დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი...
გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნებს ამაგრებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება. "ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ჩატარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც", - ამბობენ გამგეობაში. სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს "ბილდინგ კომპანი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს გამოაცხადებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ​დღეს, თითქმის ორწლიანი პროცესის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. მხარეებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მუსლიმი თემი უარს ამბობს შეთავაზებაზე, მშენებლობის პროცესი წარმართოს მუსლიმთა სამმართველომ. „ჩვენი შეთავაზება იყო, რომ მხარედ...
გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მშენებლობისთვის 2 მილიომ 300 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოყო. ახალი სკოლა, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიხსნება და იგი 130-მდე ბავშვზე იქნება გათვლილი.
ზუგდიდში მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. რადიო„ათინათს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა კოკა კანდელაკმა უთხრა, რომ სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარია. „სამ ქალაქში - ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში გურჯაანის თავშესაფრის მსგავსი შენობა იქნება, თუმცა, უფრო დიდი, 250 ძაღლზე გათვლილი. როგორც კი პროექტირება დასრულდება, მალევე ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, - აღნიშნა კანდელაკმა. მუნიციპალური...
წინა სტატია "ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს, ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე, ასევე, დათუაშვილის ქუჩას და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მათივე ცნობით, თავშესაფარის შემოღობილ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლირები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება. "თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება", - განმარტავენ მუნიციპალური...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა ახალი სტრუქტურით - 10-ის ნაცვლად 9 სამსახურით, 37 შემცირებული საშტატო ერთეულითა და 24-ით ნაკლები კადრით დაიწყო. მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლები რეზერვში გადავიდნენ. "24 ადამიანი საჯარო მოხელეთა რეზერვში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიძახებენ საჭიროებისამებრ, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღია, ასევე, დახურულ კონკურსებში. ამასთან, მერი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს გათავისუფლებული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის ერთ-ერთ უბანში გარეგანათების დაყენება მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად დააყენა, თუმცა კომპანიამ სამუშაოები სხვა უბანში დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი პედაგოგ ნათია კოკოზაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, სოფლის კრებაზე შედგენილი ოქმს სწორედ მისი უბნის მოსახლეობა აწერს. მერიის ცნობით, "სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტედერი 16 იანვარს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა “ზრდას“ დირექტორმა ბრაიან კინდგმა. სამინისტროში აცხადებენ, რომ „ზრდა“ USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის...
წინა სტატია "გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაცია დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ოფიციალური კომენტარს ავცელებს, სადაც წერია, რომ ბაზრის დემონტაჟის შემდგომ მოვაჭრეებს საქმიანობა უწევდათ ღია ცის ქვეშ და ქუჩაში, ამიტომაც პროექტის მესაკუთრემ სამშენებლო ნებართვის მიღების გარეშე დაიწყო მიწის სამუშაოები, რის გამოც დააჯარიმეს და კომპანიამ ეს ჯარიმა გადაიხადა. „ჩვენ ჯარიმა გადავიხადეთ შეტყობინების მიღებისთანავე. შპს "გლეხური ბაზრისთვის“ გურჯაანის აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს მხოლოდ ბიზნესპროექტს, არამედ მიზნად ისახავს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ