თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახლადმოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე სარწყავი სისტემა მოეწყო, ამ ეტაპზე კი 150-მდე აღმოსავლურ ჭადარს, ლიქვიდამბარას და არღავანს რგავენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახლადგამწვანებული ზოლი მეტროს შახტის ადგილზე მოეწყო და ვაჟა-ფშაველას სკვერს აგრძელებს. "იქ, სადაც ახლა ავტომობილები გადაადგილდება, წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო მოძრაობა, რადგან განთავსებული იყო მეტროს გამნიავებელი შახტი. ავტომობილებს ამ კონკრეტული მონაკვეთისთვის გვერდის ავლა უწევდათ და გზა ფიზიკურად არ არსებობდა. ჩვენ ყველაფერი...
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 116 765 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.
სენაკის 26-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება. სენაკის სკოლებში წელს 433 პირველკლასელი იქნება. სენაკის მერია ავრცელებს ინფორმაციას, თუ არა სიახლეებით ხვდება სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2019-2020 სასწავლო წელს. ახალი სასწავლო წლისთვის სრულად რეაბილიტირდა 2 საჯარო სკოლა: სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსი და სოფელ კოტიანეთის სკოლა; ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემდეგ საჯარო სკოლებს: სენაკის N1 საჯარო სკოლსა; სენაკის N3 საჯარო სკოლას; სენაკის N7 საჯარო სკოლას; სოფელ ეკის...
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით სახელმწიფო რწმუნებულებს პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და სახელმწიფო რწმუნებულებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. "აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად,...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდება. სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში "გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარეს. ახალციხის მერიის ინფორმაციით, ნინო ლოლაძემ და ლაშა გოცირიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიული პირების წარმომადგენლებთან გენდერული ბიუჯეტის არსზე, მის მიზანზე და ამოცანებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და საქართველოში გენდერულ ბიუჯეტირებაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ტრენინგის მიზანი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად,...
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სკოლები რემონტდება სოფლებში - ტალერში, ლეცავეში, ბალდაში, ზედა ნაგვაზაოსა და მუხურჩაში. ტალერის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, კარ-ფანჯრებს, ჭერს და საპირფარეშოს. პროექტის ღირებულება 61 275 ლარს შეადგენს. კარები და იატაკი გამოიცვალა მუხურჩის საჯარო სკოლაში. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება ბალდის საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს,...
აბაშის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მათ შორისაა: საცხოვრებელი ბინების ფასადის რეკონსტრუქცია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 598 390 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”. ასევე სოფელ ქოლობნისა და ტყვირის დამაკავშირებელ გზაზე კეთდება სტიქიის შედეგად დანგრეული საავტომობილო ხიდი. პროექტი მთავრობის მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ფონდიდან 588 983 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „Construction Service”. პლუს, გეზათისა...
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს. ხობის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ საბუკიოში, 1.2 კილომეტრზე ბეტონის გზის საფარი იგება, წესრიგდება სანიაღვრე არხები და რკინა ბეტონის მილები მოეწყობა. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 587 130 ლარს შეადგენს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარდისუბნისა და გორისციხის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, ყაზბეგის მერიამ 1 846 857 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად შეასრულოს. ამასთან, საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის...
კურორტ გომისმთაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობების შეჩერების მიზნით, სპეცტექნიკის საშუალებით, დაბეტონებული საძირკვლების ამოღება დაიწყო. ქაოტური მშენებლობების შესაჩერებლად, ამავე სამსახურის მიერ პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სახლების აღწერა და ნუმერიაციის მინიჭება. ამ დროისთვის, აღწერილია 575 საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ბანერები. უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირები დაჯარიმდებიან " საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 131 მუხლის1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის...
მცხეთის მუნიციპალიტეტში, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ახლა კი მისი კეთილმოწყობა მიმდინარეობს. "საბავშვო ბაღი, რომელიც ორ ჯგუფზეა გათვლილი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ეზოს კეთილმოწყობასა და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას ლტოლვილთა დანიის საბჭო ფინანსურად უზრუნველყოფს. ბაღი ექსპლუატაციისთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა. აღნიშნულ ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ", - აცხადებენ მცხეთის მერიაში. მათივე ცნიობით,...
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში, ჯრიაში, პერევსა და ჭალოვანში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. სამუშაო შ.პ.ს. "გუჯა"-მ შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ასევე დასრულდა საჩხერეში სხვადასხვა უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, ხოლო გარკვეული პროექტები უახლოეს ხანში დასრულდება. რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო საავტომობილო ხიდიდან სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მიმართულებით. სამუშაო ინდ/მეწარმე მურმან ტოგონიძემ შეასრულა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ოთხი ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, სოფელ ტნუსში სარიტუალო დარბაზის ეზოს შემოსაღობად მერიას 21 298 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება. ამასთან, სოფელ იაღუფლოს სარიტუალო დარბაზის სარებილიტაციო სამუშაოებისა და ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობაში სარეპეტიციო სასწავლო ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზემერიამ ტენდერი 28 255 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა დაამტკიცა. 728 176 ლარით შემდეგი პროექტები დაფინანსდება: სოფელ ცხრაწყაროში ეწრის საუბნო გზის რეაბილიტაცია; დაბა შორაპანში სანიაღვრე არხის მოწყობა; წერეთლის ქუჩა N 8 - ში არსებული მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; აღმაშენებლის ქუჩაზე N 53 - ის მიმდებარედ მინი მოედნის რეაბილიტაცია; გორგასალის ქუჩაზე არსებული მინი მოედნის რეაბილიტაცია; სოფელ მარტოთუბანში მინი სტადიონის მოწყობა; მაღლაკელიძის ქუჩ N 5 ეზოს რეაბილიტაცია; მაღლაკელიძის ქუჩა N 1 ეზოს რეაბილიტაცია; დაგეგმილია...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება. მიმდინარე წელს „მილენიუმის პროექტის ფარგლებში“ სრულიად რეაბილიტირდა ერთი სკოლა, ხოლო მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლაში განახლდა ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 512 ათასი ლარი დაიხარჯა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ სარემონტო სამუშოები ჩატარდა შემდეგ სკოლებში: გოგნის საჯარო სკოლა (კარებების მოწყობისა და ოთახების რემონტი-30 818 ლარი); ნაგარევის საჯარო სკოლა (ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა-11 019 ლარი); ჩხარის საჯარო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ