პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შესთავაზა. მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
პროექტის მიხედვით, იმ...
Universal Studio-ს მიერ ფილმის „ფორსაჟი“ (Fast & Furious) მე-9 სერიის გადაღების ფარგლებში თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე.
ამ რეჟიმით მოძრაობა შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
"ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათ...
ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფში დაუშვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შეკრებილებს ქობულეთის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდნენ და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის პირობა დადეს.
"გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის სკოლებთან მოლაპარაკება გვაქვს. სკოლებს ჰქონდათ გამოყოფილი ფართები და შექმნილი...
ჩუღურეთის რაიონში უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ქალბატონების სახელი მიენიჭა.
"პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერისთვის შერჩეული ტერიტორია, რომელიც 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოწესრიგდება, მოეწყობა განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება.
გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა ბორდიური, განთავსდება საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა...
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ რვა თვეში, ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. დაცულ ტერიტორიებს ჯამში 889 321 დამთვალიერებელი ესტუმრა.
სააგენტოს ცნობით, ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.
პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
• მარტვილის კანიონს;
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
• პრომეთეს მღვიმეს;
• ოკაცეს კანიონის;
• თბილისის...
გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში, N32ა და N35ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
"უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება. სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა...
ვაკის რაიონში ,ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა.
"პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია "GWP-მა“ და "სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც.
ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე...
სახელწიფო აუდიტმა სამინისტროების ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს საწვავში მაშინ ხარჯავდნენ, როცა მივლინებებში იყვნენ ან შვებულებით სარგებლობდნენ.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. აუდიტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მატივე ცნობით, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩას გადის, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე...
დარჩელში პირველი საჯარო სკოლა გარემონტდა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. სკოლას რეაბილიტაცია პროგრამა "მილენიუმის" ფარგლებში ჩაუტარდა.
გარდა ამის, წელს "მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ საჯარო სკოლას (ქალაქის მე-4, მე-8, მე-10, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები).
პროექტის ფარგლებში საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, გათბობის სისტემა და სველი წერტილები მოეწყო. ამასთან,...
ქუთაისის მერია ღია მონაცემების სტრატეგიის დანერგვას იწყებს. დოკუმენტი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სტრატეგია გულისხმობს, როგორც მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემების განახლებად რეჟიმში ხელმისაწვმდომობის უზრუნველყოფას, ასევე, მონაცემთა ბაზების შექმნას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების, ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მუნიციპალური ტრანსპორტისა და სხვა ტიპის მონაცემების მიხედვით. დამუშავებული ბაზებით კი სპეციალური, მობილური აპლიკაციები უნდა შეიქმნას.
სტრატეგიას ქუთაისის მერია USID -ის „კარგი მმართველობის...
სტატიის გაგრძელება
ადიგენში, სოფელ ზარზმაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალი ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოების დასრულებამდე ზარზმის მოსწავლეები დროებით მლაშეს საჯარო სკოლაში ისწავლიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ზარზმაში სკოლის რეაბილიტაციას სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოები აქ მარტიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლის 50–მდე მოსწავლე სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში სწავლობდა.
რეაბიულიტირებული სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, აქ...
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული სავაჭრო ცენტრიდან კანალიზაციის წყალი ქუჩაში იღვრება. წყლის მილი გვირაბიდან სპეციალურად არის გამოყვანილი და ქუჩაში მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ირთვება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ე.წ. გვირაბი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, სადაც ასევე განთავსებულია გორელიეფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილზე გორელიეფის სანახავად ტურისტები მოდიან და ფოტოებს იღებენ.
ადგილზე მდებარე მაღაზიების მოვაჭრეების თქმით, ახლადგაკეთებული მილით წყალი კანალიზაციიდან მოედინება. როგორც ისინი აცხადებენ, მიწისქვეშა...
მდინარე ტანას ხეობაში, ატენი-ხიდისთავი-ბოშურის" გზის მესამე კილომეტრზე მდებარე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საავტომობილო გზების დეპარტამენტში 11 სექტემბერს მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო ტენდერი შეწყდა. კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერის შეწყვეტა სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის გამო მოხდა. ხიდი მდინარე ხევზე მდებარეობს.
"მოკვლეული მასალების ანალიზისა და 2016 წელს ჩატარებული ხიდის გამოცდის მასალების შესწავლის საფუძველზე...
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ერთი ბავშვის კვება დღეში - 2,70 ლარი, ხოლო თვეში 105 ლარი უჯდება, - ამის შესახებ გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სესიაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა 2019 წლის გაწეული ანგარიში წარადგინა. ლია კოვზიაშვილის თქმით, სააგენტო მზად არის ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
"ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ყველანაირად მზად ვართ. ყველა კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, კვების მიწოდებისთვის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ კოჭბაანში საბავშვო ბაღი აშენდა. სააღმზრდელო დაწესებულებას 12 აღსაზრდელი ეყოლება. ბავშვები აქ მიმდებარე სოფლებიდანაც ივლიან. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ამ დრომდე აღნიშნულ სოფელში ბაღი არ არსებობდა და აღსაზრდელები გომბორში დადიოდნენ.
„ბაღის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდა. აღჭურვა ვერ მოვასწარით, ამიტომ გახსნა 30 სექტემბრისთვის გადაიდო. ბიუჯეტში არ იყო ეს თანხა გათვალისწინებული და ხომ უნდა მოგვეძიებინა?!”-აღნიშნა speqtri.ge-სთან საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































