ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, – აღნიშნული დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.
„რეგიონებში ხალხთან შეხვედრების, საუბრის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ, მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არ არის კატასტროფულად დიდი თანხები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მოეხმარება...
ახალციხეში, სოფელ ურაველში ექვსი ოჯახი მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაკვეთებამდე მისასვლელი, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დროს ჩაიხერგა, აქ მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სოფელ ურაველში მცხოვრებლების თქმით, უკვე თვეზე მეტია, ნაკვეთებიდან მოსავლის გამოტანა ხელით უწევთ.
„რამდენჯერმე ვიკითხე, როდის გაასწორებენ–მეთქი. პასუხი სულ ერთი და იგივეა – მალე. უკვე თვეზე მეტია, შეიძლება ორ თვეზეც,...
ორგანიზაცია "მეგობრობდა და სამართლიანობა” იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ორგანიცაზიის წევრები აცხადებენ, რომ ძეგლი უკანონოდ აიღეს და მოსახლეობის უმეტესობის აზრი არ გაითვალისწინეს. ისინი ძეგლის დადგმას ქალაქის ცენტრში, იმ ადგილზე ითხოვენ, სადაც ბრინჯაოს მონუმენტი 60 წელზე მეტ ხანს იდგა.
ორგანიზაციის წევრები უახლოეს დღეებში ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნების მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტით
გაორმაგდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას 150 მილიონი ლარი მოხმარდება. შესაბამისად, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება 52 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, 19 საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია და დაიწყება 77 ახალი სკოლის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
'გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები წელს 40 მილიონი ლარის რესურსით იყვნენ უზრუნველყოფილი,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტში
წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"წყალმომარაგება სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ მიმართულებით 2019
წელს 30 % -ით გავზარდეთ ბიუჯეტი, თუმცა 2020 წლისთვის შევძელით კიდევ გამოგვენახა
რესურსი და გაგვეზარდა ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით, რაც დაახლოებით 18% -იანი ზრდაა. ამ
ბიუჯეტით ჩვენ...
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ფოტოექსპოზიცია გაიხსნა
დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (ქუთაისის ბულვარში) 12 საათზე გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ფოტოექსპოზიცია გაიხსნა.
სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის საკითხი
ორგანიზაცია "თავისუფალი ასოციაცია“ ფონდი ღია საზოგადების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის საკითხი სამხრეთ კავკასიასა...
რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ თუშეთის გზის რეაბლიტაციას, ეს არის ნაწილი იმ დიდი
პროექტის, რომელიც აკავშირებს მააღალმთიანი რეგიონების გზებს, თუმცა უნდა
გვესმოდეს რომ თუშეთის გზა მიეკუთვნება ექსტრემალური გზების კატეგორიას და
მისი რეაბილიტაციის შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერ იქნება იმ სტანდარტის, როგორი
გზებიც გვაქვს საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში, - აღნიშნა დღეს ვიცეპრემიერმა,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ბოლო ტრაგიკული შემთხვევა თუშეთის გზაზე გუშინ მოხდა, როცა ველოსიპედისტთა
ჯგუფის ერთი...
წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი უპრეცედენტოდ
მაღალია, მომავალ წელს კი დამატებით 70 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს
უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, - აღნიშნა დღეს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა
მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.
"ყველაზე დიდი წილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის და პირველ რიგში მოიცავს
საერთშორისო მაგისტრალებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის
აუცილებელი. 2020 წელს აქტიურ ფაზაში გადავა ისეთი დიდი პროექტები, როგორებიცაა რიკოთის უღელტეხილისა და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღს სახურავი ზაფხულში ახადეს. 2019 წლის ივლისიდან სამშენებლო კომპანია "ბოუერის" წარმომადგენლები ობიექტზე აღარ გამოჩენილან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარდება. ქვეშის საბავშვო ბაღში სწავლა ამ დრომდე შეფერხებულია. უფრო მეტიც, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლიანა კოვზიაშვილის ცნობით, სააღმზრდელობო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს.
"ბოუერის" დირექტორი ხვიჩა მერგვალიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"ხელშეკრულების...
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთიდან თამარ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთამდე.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალტერნატიული მარშრუტით - ქუთაისის, მესხიასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით. საავტომობილო მოძრაობა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, -...
წინა სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე, 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.
როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.
"პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის...
სტატიის გაგრძელება
საქართველოს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. როგორც სხდომის დაწყებისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი სოციალური პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.
"ვასრულებთ მუშაობას ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს, რის შემდეგაც ბიუჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენი მთელი გუნდის შრომის შედეგია. მასში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკური გუნდი....
წინა სტატია
პოლიტიკური პარტიებისთვის შუალედურ არჩევნებში კანდიდატის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და მარტვილის N65 საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კიწიის საარჩევნო უბანზე კენჭს მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი, რობერტ კაკულია იყრის უკონკურენტოდ.
სხვა პოლიტიკური სუბიექტები კი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ, რადგან პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების...
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას“ ქუთაისის წარმომადგენლები მერიას მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ინტეპრესნუსი ავრცელებს.
გაერთიანების წევრები ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ თუ მერიის შენობა რეალურად სხვისდება, ამის შესახებ მოსახლეობას დროულად უნდა გააგებინონ.
გაერთიანების წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მეტი კომინიკაციისკენ მოუწოდეს.
"ბოლო დროს ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე. სახელდება რამდენიმე ადგილი, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და...
წინა სტატია
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმი თემის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო, როდესაც მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპზე უარი უთხრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილე ბათილად ცნო და ქალაქის მერიას დაავალა ხელახლა განიხილოს დოკუმენტაცია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დისკრიმინაცია დადგინდა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის და ეს არ უნდა იყოს გაგებული,...
წინა სტატია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, 27 ოქტომბრს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები სამმა პარტიამ წარადგინა: ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. ამის შესახებ სპექტრი.გე წერს.
არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატები არიან:
მალხაზ მელაშვილი N2. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”
დავით ბეგლარაშვილი N40 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
ომარ შველიძე N41, . „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.
პოლიტიკური პარტიებისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































