ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე გარდაიცვალა.
ვაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. 2017 წლის 14 ნოემბერს ის მუნიციპალიტეტის წარმომდგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
მანამდე, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დავით ვაჩაძე თვითმმართველი ქალაქის – ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.