“ევროპული საქართველო”: რეგისტრატორები ისე ახევენ ბიულეტებს, რომ 2 ნომერი და კანდიდატების გვარები არ ჩანს 

603

წინა სტატია

რეგისტრატორები ისე ახევენ ბიულეტებს, რომ 2 ნომერი და კანდიდატების გვარები არ ჩანს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ბიულეტენს 2 ნომერს მარნეულის 47 უბანზე ისე ახევენ, რომ ამომრჩეველს სიაში აღარ დახვდეს.

ვაკის საარჩევნო ოლქში”ევროპული საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ანალოგიური პრობლემაა ვაკის საარჩევნო ოლქშიც.

“ვაკეში რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა, ვითომ არ ვარ, – წერს “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის ვაკის ოლქში, ელენე ხოშტარია სოციალრ ქსელში.

ასევე, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებიდან N2 არის მოხეული ისე, რომ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, “ევროპულ საქართველოს’ ხმა მისცეს.