“ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატი მთავრობის წევრებს: ჩვენ ყოველმხრივ შევერწყმებით თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს

744

“მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ მოვემზადებით იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები კარგად შესრულდეს ჩვენს ქალაქში, ჩვენ მოვემზადებით და შევისწავლით დამატებით პროფესიებს და გაძლევთ პირობას, რომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ყოველმხრივ შევერწყმებით თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს და ყველა ძალ-ღონეს ვიხმართ, რომ ისინი კარგად შესრულდეს”, – ასე მიმართა ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ საქართველოს მთავრობის წევრებს – ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს, რომლებმაც კანდიდატი დღეს ფოთელებს ოფიციალურად წარუდგინეს.

ასევე იხილეთ: კურდღელია: უნდა განვითარდეს აგიტატორების როლი და ფუნქცია

წყარო: tspress.ge