საია-ს იურისტები საარჩევნო კანდიდატებს შეხვდნენ

718

„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას საარჩევნო სუბიექტები და ორგანიზაციის იურისტები დაესწრნენ. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ინფორმაციით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საარჩევნო გარემოში ძალოვან სტრუქტურებს რევს, თუმცა მათ კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებიათ. აღნიშნული შეხვედრა საია-ს მიმდინარე პროექტის „კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქარველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკვლევს, თუ რამდენად კვალიფიციურად ხდება დავების განხილვა და სარჩევნო ნორმების განმარტება, ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ინტერესდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესწავლით.

„ვისუბრეთ იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დამოუკიდებელი კანდიდატის უფლებები იყოს დაცული, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური უფლებები, ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს ყოველგვარი ჩარევებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებელობები, იბრძოლოს არჩევნებში და ეს ბრძოლა იყის პოლიტიკურ პლატფორმასა და პროგრამებზე დაფუძნებული და არა ძალაზე“, -აღნიშნა პავლიაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმოადგენლები არ ესწრებოდნენ.

წყარო: რადიოათინათი