სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 195.390 ლარი დაიხარჯება

654

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების სახურავის რეაბილიტაციას იწყებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სტიქიის შედეგად დაზიანებულ 10 კორპუსის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 195.390 ლარი დაიხარჯება. წლის ბოლომდე სულ 30 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

წყარო: smoge.ge